ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ავსტრალიის ღია პირველობა: შარშანდელი ჩემპიონები

ავსტრალიის ღია პირველობა: შარშანდელი ჩემპიონები

ბელორუსმა ვიქტორია აზარენკამ და სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეინარჩუნეს ავსტრალიის ღიაზე შარშან მოპოვებული ტიტულები
ვიქტორიას დღე

აზარენკასა და ნა ლის შორის ფინალური მატჩის წინ ბუკმეკერები უპირატესობას ვიქტორიას ანიჭებდნენ, მაგრამ თავდაპირველად მათი პროგნოზი არ მართლდებოდა.

ორივეს გაუჭირდა თამაშში შესვლა. ჯერ თავისი მოწოდება წააგო ლიმ, მომდევნო გეიმში კი იგივე გააკეთა აზარენკამ. შემდეგ კი თავისი სათამაშო უპირატესობა გამოკვეთა ჩინელმა, რაც უკანა ხაზზე აქტიურობით იყო გამოწვეული.

განსაკუთრებით კარგი იყო ლი მეორე მოწოდების მიღებისას. პირველ სამ საკუთარ გეიმში ბელორუსმა ვერც ერთი ქულა ვერ აიღო მეორე მოწოდების დროს. მხოლოდ 2:5-ზე შეძლო ვიქტორიამ გამოცოცხლება, რითაც პირველად შეინარჩუნა საკუთარი მოწოდება; შემდეგ კი ბრეიკი გააკეთა მაშინ, როცა ლი სეტზე აწვდიდა. და მაინც, პირველ პარტიაში აზარენკას ძალიან ბევრი შეცდომა ჰქონდა და ამან მეათე გეიმში იჩინა თავი, რომელიც ბელორუსმა ორმაგი შეცდომით დაასრულა - 4:6.

პირველი სეტის ბოლოს ჩანდა, რომ ლის უკვე უჭირდა მეტოქესთან გამკლავება, თან ვიქტორიაც სტაბილური გახდა. ამან ის გამოიწვია, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ორი ბრეიკით დაწინაურდა. ლიმ თანდათან სცადა სხვაობის შემცირება, მაგრამ სეტის შუაში ფეხი გადაიბრუნა.

ჩინელმა მაშინვე სამედიცინო ტაიმ-აუტი მოითხოვა. მის მარცხენა ფეხს უმკურნალეს და ლიმ წარმატებით განაახლა თამაში. აზარენკა კი მოდუნდა და ზედიზედ რამდენიმე ბურთი წააგო, თუმცა დროულად დაბრუნდა თამაშში, რითაც სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიგერია. ჩინელი შესანიშნავად თამაშობდა, ორი "დაფარული" სეტბოლი მოიგერია და სეტში ანგარიში გაათანაბრა, რასაც მოჰყვა სერიოზული ჩავარდნა. ბელორუსმა საკმაოდ იოლად აიღო სეტში ბოლო გეიმები - 6:4.

მესამე სეტი შესანიშნავად დაიწყო აზარენკამ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ლი ვეღარ ჰყვებოდა ტემპში მეტოქეს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა მართალი. ჩინელმა მალე დაიბრუნა ინიციატივა და წინ გასვლაც მოახერხა, შემდეგ კი მატჩი შეწყდა. საქმე ისაა, რომ მატჩი "ავსტრალიის დღეს" დაემთხვა, რომელსაც გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნავენ და ასეთ ხმაურში თამაშის გაგრძელება შეუძლებელია.

ამ პაუზის დროს აზარენკამ ექიმის კონსულტაცია მიიღო და ცოტა ხნით კორტიც დატოვა. თამაშის განახლებიდან პირველი გათამაშებისას ლი ისევ დაეცა კორტზე - ისევ მარცხენა ფეხი გადაიბრუნა, თან კეფა დაარტყა კორტზე. საქმეში ისევ ექიმები ჩაერივნენ; თან მათ უფრო ჩოგბურთელის თავი აინტერესებდათ, ვიდრე ფეხი.

და კვლავ ჩინელი პაუზის შემდეგ უკეთ შევიდა თამაშში და ბრეიკით დაწინაურება მოახერხა, მაგრამ აზარენკამ ბრძოლის ჟინი გამოიჩინა. საერთოდ, ყოველ სეტში ბელორუსი თანდათან უმატებდა თამაშს, იმ დროს, როცა ლი ერთ დონეზე მოქმედებდა, ან უფრო უარესადაც, ვიდრე მატჩის სტარტზე. და ამის მიუხედავად, მესამე სეტში მნიშვნელოვანი უპირატესობა არავის ჰქონდა. აზარენკამ ბრეიკით დაწინაურება მოახერხა, მაგრამ ლის ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი.

საბოლოოდ ამ დაძაბულ მატჩში აზარენკამ მოიგო - 4:6, 6:4, 6:3 და შეინარჩუნა შარშანდელი ტიტულიც და კლასიფიკაციაში ლიდერობაც.

ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-ნა ლი (ჩინ, 6) 4:6, 6:4, 6:3.

ჯოკოვიჩის ჰეთ-თრიკი

ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ენდი მარეის ფინალში ბრიტანელი უფრო რთულ სიტუაციაში იყო იმის გამო, რომ მეტოქეზე ერთით ნაკლები დღე დაისვენა და თან ნახევარფინალში გაცილებით რთული მატჩის გადატანა მოუწია როჯერ ფედერერის წინააღმდეგ.

პირველივე გეიმიდან დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა და არც ერთი ჩოგბურთელი არ აპირებდა თავისი გეიმის დათმობას. ამ პარტიაში ბრეიკ-პოინტები დიდი იშვიათობა იყო - მარეის მეტოქის მოწოდების აღების არც ერთი შანსი არ ჰქონია, ჯოკოვიჩმა კი ხუთი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

ჯოკოვიჩი უფრო საინტერესოდ გამოიყურებოდა და თითქოს ტაი-ბრეიკზე უპირატესობა მას უნდა ჰქონოდა, მაგრამ მან მთლიანად ჩააგდო მე-13 გეიმი. სერბმა ორმაგი შეცდომით დაიწყო და პირწმინდად დათმო ტაი-ბრეიკი.

განაწყენებულმა ჯოკოვიჩმა ძალიან ცუდად დაიწყო მეორე სეტი - ზედიზედ შვიდი ქულა წააგო. თუმცა ნოვაკი დროულად გამოერკვა და სამმაგი ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა. ამის შემდეგ, მთელი 92 (!) წუთის განმავლობაში ბრეიკ-პოინტი არ დაფიქსირებულა.

თამაში ისევ თანაბარი იყო და ისევ ტაი-ბრეიკის ჯერი დადგა. და აქაც მე-13 გეიმი მოიგო იმან, ვინც სეტის განმავლობაში მეტოქეზე სუსტად გამოიყურებოდა. ამჯერად ეს იყო ჯოკოვიჩი. აქაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ორმაგ შეცდომას, რომელიც მარეიმ 2:3-ზე დაუშვა და ვეღარ დაეწია მეტოქეს.

მესამე პარტიის სტარტზე მარეის დიდი ხანი მკურნალობდნენ მარჯვენა ფეხს. თამაშის განახლების შემდეგ ნოვაკმა, პრაქტიკულად, მაშინვე მოიპოვა ინიციატივა, მაგრამ თავიდან ბევრ შეცდომას უშვებდა. ეს ნაკლი სერბმა სეტის ბოლოს გამოასწორა - და მან სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა. ორი ენდიმ მოიგერია, მესამეზე კი შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც ნოვაკმა ნულზე მოიგო სეტზე მოწოდება.

მეოთხე სეტის პირველ გეიმებში ენდი ახერხებდა ბრძოლას და პირველმა მიიღო ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ძალიან დიდი იყო ჯოკოვიჩის უპირატესობა. მესამე გეიმში ეს ბრეიკში გამოიხატა, რასაც მალე მეორე ბრეიკიც მოჰყვა.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ მარეი ნაადრევად დანებდა: ჯოკოვიჩის ბოლო ორ გეიმზე მას ერთი ბურთი აშორებდა სამმაგ ბრეიკ-პოინტამდე, მაგრამ ვერც ერთი ვერ მოიპოვა. სერბმა დამაჯერებლად დაუსვა წერტილი ფინალს და ღიას ერაში გახდა პირველი ჩოგბურთელი, ვინც ზედიზედ სამჯერ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა.

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ენდი მარეი (ბრიტ, 3) 6:7(2), 7:6 (3), 6:3, 6:2.

ყველა ჩემპიონი

ერთეულები. კაცები - ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)

ქალები - ვიქტორია აზარენკა (ბელორუსი)

წყვილები. კაცები - ბობ ბრაიანი/მაიკ ბრაიანი (აშშ)

ქალები - სარა ერანი/რობერტა ვინჩი (იტალია)

მიქსტი - იარმილა გაიდოშოვა/მეტიუ ებდენი (ავსტრალია)

იუნიორები. ერთეულები. ვაჟები - ნიკ კირიოსი (ავსტრალია).

გოგონები - ანა კონიუხი (ხორვატია)

წყვილები. ვაჟები - ჯეი ანდრიჟიჩი/ბრედლი მუსლი (ავსტრალია)

გოგონები - ანა კონიუხი/კეროლ დაო (ხორვატია/კანადა)

ასევე იხილეთ:

ვიქტორია აზარენკამ ავსტრალიის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო

სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია

სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა

[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა

პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ

"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ

ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს

რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს

[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად