დღეს ტოკიოში გრან პრის სერიის პირველი ტურნირი NHK ტროფი იწყება, რომლის საპრიზო ფონდი 180 ათასი ამერიკული დოლარია
დღეს ტოკიოში გრან პრის სერიის პირველი ტურნირი NHK ტროფი იწყება. 12 ქალ მონაწილეს შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ელენე გედევანიშვილიცაა. სეზონის პირველ ტურნირს ტოკიოს "ნიჰონ გაიში არენა" მასპინძლობს, ტროფის საპრიზო ფონდი კი 180 ათასი ამერიკული დოლარია. გამარჯვებული 18 ათას დოლარს და 15 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

ჰონორარი შეხვდება მე-5 ადგილის ჩათვლით ყველა მოციგურავეს, ხოლო ქულები - პირველ რვას. როდესაც გრან პრის ყველა ეტაპი დასრულდება, სერიის ექვსი საუკეთესო მოციგურავე გრან პრის ფინალის საგზურს მიიღებს, რომელიც 9-12 დეკემბერს პეკინში გაიმართება (საპრიზო ფონდი 272 ათასი დოლარი). აქვე დავძენთ, რომ თითოეულ მონაწილეს სერიის 2 ტურნირში შეუძლია მონაწილეობის მიღება. ქართველს ბევრჯერ მიუღია მონაწილეობა გრან პრის სერიის ტურნირებში, თუმცა ჯერ ფინალის საგზური არ შეხვედრია.

ტოკიოში უპირობო ფავორიტად მსოფლიოს ჩემპიონ მაო ასადას მიიჩნევენ, რომლის მთავარი კონკურენტები იქნებიან იტალიელი კაროლინა კოსტნერი და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული იაპონელი კანაკო მურაკამი. სხვა ფავორიტთა შორის არიან ამერიკელი კაროლინ ჟანგი, ფინელი კიირა კორპი და ჩვენი თანამემამულე. აქვე ქალთა შეჯიბრების სხვა მონაწილეებსაც ჩამოვთვლით: დიან სმიეტი (კანადა), ლენა მაროკო (საფრანგეთი), ჯენა მაკკორკელი (დიდი ბრიტანეთი), ვიქტორია ჰელგესონი (შვედეთი), რეიჩელ ფლეტი (აშშ) და ეშლი ვაგნერი (აშშ).

ახლა 20 წლის ქართველი მოციგურავის პროგრამაზეც ვთქვათ: ის ახალია, ელენემ და მისმა მწვრთნელმა და ქორეოგრაფმა რობინ ვაგნერმა 2010-11 წლების სეზონის მოკლე პროგრამისთვის კინოფილმ "ჩიკაგოს" საუნდტრეკი შეარჩიეს ("გისოსების ტანგო"). თავისუფალ პროგრამას ელენე ენდრიუ ლოიდ ვებერის მუსიკის ჰანგებზე შეასრულებს მიუზიკლ "ოპერის მოჩვენებიდან". შეგახსენებთ, რომ ჩვენებურის საუკეთესო შედეგი ორი პროგრამის ჯამში 164,54 ქულაა, ეს შედეგი მან იანვარში ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა და საქართველოს ისტორიული მედალი მოუპოვა.

ელენე გედევანიშვილი მოციგურავეთა მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციაზეა 1906 ქულით. იმათგან, ვინც NHK ტროფიზე გამოდის, ყველაზე მაღალი რეიტინგი მაო ასადას აქვს - 3275 (მესამე ადგილი). ათეულში კიდევ სამი მათგანია: კაროლინა კოსტნერი (მე-7), კიირა კორპი (მე-9) და რეიჩელ ფლეტი (მე-10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"