28 იანვარს სასტუმრო "თორის" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე "დილას" ახალი მთავარი მწვრთნელი წარსდგა
28 იანვარს სასტუმრო "თორის" საპრესკონფერენციო დარბაზში შედგა "დილას" ახალი მთავარი მწვრთნელის, ვალდას ივანაუსკასის ჟურნალისტებისთვის წარდგენა. შემოგთავაზებთ ლიტველი სპეციალისტის ინტერვიუს:

ვალდას ივანაუსკასი: მოგესალმებით. სასიამოვნოა, რომ პირველ პრესკონფერენციას ვატარებ და მიხარია, რომ ამ ქვეყანაში ვარ და ძველი მეგობრების ნახვის საშუალება მეძლევა, რომლებიც სსრკ-ში გამოდიოდნენ.

სასიამოვნოა, რომ ასეთ გუნდში ვიმუშავებ, რომელიც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთია. მე საქართველოს ფეხბურთს, ავად თუ კარგად, უკვე ვიცნობ, მის შესახებ ინფორმაციას საზღვარგარეთ გავეცანი.

27 იანვარს ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ. გამოიკვეთა, რომ გუნდი საკმაოდ კარგად გამოიყურება, თუმცა სავარჯიშო გეგმას ცოტა ჩამოვრჩებით.

რაღაც-რაღაცების გამოსწორება საჭიროა, უფრო მეტიც, აუცილებელია. ვხედავ, რომ გუნდში კონკურენცია საკმაოდ მაღალია და ეს ძალიან მახარებს. არიან ახალგაზრდებიც და ასე ვთქვათ, ვეტერანებიც, რომლებმაც უკვე ითამაშეს და თამაშობენ საკმაოდ მაღალ დონეზე და ნათამაშები აქვთ დიდ გუნდებში.

ყველაფერი ჩვენს ხელშია და ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა მთავარი მაინც ფეხბურთელებია, რომლებმაც უნდა მიგვაღწევინონ დიდ წარმატებებს.

უნდა მოვემზადოთ 22 თებერვლის სუპერთასისთვის და წინ დიდი სამუშაო გველის. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ყველა თანამშრომელს გაწეული სამუშაოსთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ კლუბმა წარმატებას მიაღწიოს.

- რამდენხნიანი კონტრაქტი გააფორმეთ გუნდთან?

- გუნდთან ექვსთვიანი კონტრაქტი გავაფორმე გაგრძელების პერსპექტივით. იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ და ჩვენი თანამშრომლობაც გაგრძელდება.

- კლუბში ვინ დაგეხმარებათ?

- მე აქ დამხვდნენ მწვრთნელები, რომლებიც ჩემს ჩამოსვლამდე ხელმძღვანელობდნენ გუნდს. თურქეთში შეკრების დროს შემოგვიერთდება ფიზ-მომზადების გერმანელი სპეციალისტი.

მწვრთნელთან ერთად, რამოდენიმე შეკითხვას უპასუხა დავით კვირკველიამაც.

- დავით გოგუას შესახებ რას გვეტყვით?

- თუ გოგუა დაბრუნდება, ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუმცა მას თავისი მიზნები აქვს და სხვა გუნდში გადასვლას აპირებს, თუმცა ვიმეორებ, რომ თუ დარჩება, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით ამით.

- ცვლილებების შესახებ რას გვეტყვით?

- რა თქმა უნდა, გამოცდილი ფეხბურთელების წასვლა გუნდიდან არ იყო კარგი, რადგან ისინი დიდ ძალას წარმოადგენდნენ ჩვენთვის, თუმცა გუნდი სხვა ფეხბურთელებით შეივსო და ამ მხრივ პრობლემები არ უნდა იყოს.

"დილა" 29 იანვარს, გამთენიისას, გეზს თურქეთისკენ აიღებს. გუნდი ბელეკში 29 იანვრიდან 12 თებერვლამდე დაჰყოფს, სადაც გამართავს რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას. მეტოქეების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

fcdila.ge

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან