ამ სეზონში "რომა" არაფრად ვარგა და ყველაფერს აგებს, რისი წაგებაც შეიძლება და არ შეიძლება
ამ სეზონში "რომა" არაფრად ვარგა და ფაქტობრივად ყველაფერს აგებს, რისი წაგებაც შეიძლება და არ შეიძლება. სერია A-ში გუნდმა კატასტროფული სტარტი აიღო და ცხრილის ქვედა ნაწილშია, რასაც ჩემპიონთა ლიგაში არადამაჯერებელი ასპარეზობა მოჰყვა. მართალია, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის გადალახვის შანსი ჯერ კიდევ დიდია, მაგრამ "ბაზელთან" საშინაო კედლებში მარცხი რა თქმა უნდა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. არადა, სეზონის წინ "რომას" ბანაკში სულ სხვა განწყობა იყო - ადრიანოს დამატებით, ლამის ეიფორიული ატმოსფერო შეიქმნა და თითქოს პირი შეკრესო, ყველანი ერთხმად სკუდეტოს მოპოვებაზე ალაპარაკდნენ. ადრიანო ისე გამოადგა "რომას", როგორც თავის დროზე ვიტალი კუტუზოვი - "მილანს", ან გაისკა მენდიეტა - "ლაციოს". ამასთან, ვერც ფრანჩესკო ტოტი და მირკო ვუჩინიჩი შევიდნენ ოპტიმალურ ფორმაში. შედეგად, "რომა" ღრმა კრიზისშია.

იტალიურ პრესაში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ კრიზისს კლაუდიო რანიერის სკამი შეეწირება. "ბაზელთან" განცდილი მარცხის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტმა მწვრთნელ-ფეხბურთელები შეკრიბა და ხანგრძლივი თათბირი მოაწყო. დიდია შანსი, კიდევ ერთი წარუმატებელი მატჩის შემთხვევაში, რანიერი გაუშვან და მის ნაცვლად, გუნდის სათავეში ან ლეონარდო დაინიშნოს ან ფრანკ რაიკაარდი. დიახ, პრესაში სწორედ ეს ორი კანდიდატურა განიხილება, თანაც ძალიან აქტიურად. როგორც ჩანს, ჰოლანდიელთან დაკავშირება აპენინელ ჟურნალისტებს გაუჭირდათ, აი ბრაზილიელს კი ვრცელი კომენტარი ჩამოართვეს:

"კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო, რომ ფეხბურთში დაბრუნების დიდი სურვილი, მაქვს, მაგრამ სანამ კონკრეტული შეთავაზება არ მექნება, საინტერესოს ვერაფერს გეტყვით. წინადადებები მქონდა ბრაზილიიდან, მაგრამ ჩემი სურვილია, რომ ევროპაში დავამტკიცო შესაძლებლობები. ვფიქრობ, რომ "მილანის" სათავეში ცუდად არ მიმუშავია და დიდი სურვილი მქონდა, რომ საქმე გამეგრძელებინა. რას ვიზამთ, ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა. რაც შეეხება "რომას", გუნდი კრიზისშია და უამრავი პრობლემაა გადასაჭრელი. ეს დიდი გამოწვევა იქნებოდა და ძალიან საინტერესო სამუშაო, რომელსაც სიამოვნებით მივიღებდი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სანამ ოფიციალური შეთავაზება არ მექნება, ამაზე საუბარი ნაკლებად აქტუალური და საინტერესოა".

"ბაზელთან" განცდილი მარცხით, ძალიან დამწუხრებულია ფრანჩესკო ტოტი. კაპიტანმა "კორიერე დელო სპორტს" შემდეგი განუცხადა: "ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და რამე უნდა ვიღონოთ. კარგად ვხვდები, რომ გულშემატკივრები იმედგაცრუებულნი არიან და ვითარება მალე უნდა გამოვასწოროთ. საბედნიეროდ, ჯგუფიდან გასვლის შანსი არ დაგვიკარგავს და ჯერ კიდევ, ყველაფერი ჩვენს ხელშია. მიუხედავად იმისა, რომ საშინელ ხასიათზე ვარ, ოპტიმიზმს ვინარჩუნებ და მჯერა, რომ შვეიცარიაში გამარჯვება სწორედ ჩვენ დაგვრჩება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო