"ბარსელონას" ბომბარდირი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში "ოსასუნასთან" ოთხი გოლი გაიტანა, თამაშის შემდეგ მშვიდი და თავმდაბალი იყო
"ბარსელონას" ბომბარდირი ლიონელ მესი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში "ოსასუნასთან" ოთხი გოლი გაიტანა, თამაშის შემდეგ მშვიდი და თავმდაბალი იყო.
უკვე მერამდენე რეკორდი დაამყარა არგენტინელმა და კიდევ რამდენს დაამყარებს?! - საკითხავი ესაა. 27 იანვარს მან თავის სიას მორიგი მიღწევა შემატა - "ოსასუნასთან" პოკერის შესრულებით ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც პრიმერაში 200 გოლი მიითვალა.
რაც შეეხება შეხვედრას, ის კატალონიელთა სასარგებლოდ, 5:1 დასრულდა.
ბარსელონა - ოსასუნა 5:1
"ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, - ჩვეული მოკრძალებული მანერით ისაუბრა მესიმ მატჩის შედეგზე. - ამ თამაშის წინ ბევრს საუბრობდნენ "ელ კლასიკოზე", თუმცა ჩვენ ჯერ წინ "ოსასუნასთან" თამაში გვქონდა და კონცენტრირება მასზე გვმართებდა".
"რეალისა" და "ბარსელონას" მორიგი დაპირისპირება ფეხბურთის მოყვარულებს უკვე მომავალ ოთხშაბათს ელით, როდესაც ესპანური გიგანტები ერთმანეთს ესპანეთის თასის შეხვედრაში შეხვდებიან.
ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ ორივე კლუბის ლიდერს ლა ლიგაში კარგი მოთელვა გამოუვიდა - მესის პოკერს კრიშტიანო რონალდომ "ხეტაფეს" კარში ჰეთ თრიკით უპასუხა. თუმცა, ალბათ, უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ არგენტინელმა უპასუხა პორტუგალიელს, რადგან მადრიდელებმა კატალონიელებზე ადრე ითამაშეს.
"არ ვიცი, იყო თუ არა ლიონელ მესი რონალდოს გოლებით მოტივირებული. ვფიქრობ, მას დამატებითი მოტივაცია არც არავისგან სჭირდება.
როდესაც ხედავ, როგორ სჩადის მესი ყოველდღიურად სასწაულს, უკვე ეჩვევი ამას. თუმცა, დროთა განმავლობაში იმასაც ხვდები, რომ მისი შესაძლებლობები ამოუწურავია", - აქვეყნებს "ბარსელონას" მწვრთნელის, ჟორდი როურას ნათქვამს Goal.com.
ასევე იხილეთ:
ჟორდი როურა: ტიტო ვილანოვა "ბარსას" ნიუ იორკიდან მართავს
კრიშტიანო რონალდო: "ბარსელონას" დამარცხების კარგი შანსი გვაქვს
ლა ლიგა. XXI ტური: რონი - ჰეთ თრიკი, მესი - პოკერი [VIDEO]
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"