ალეგრი ცვლილებებს ამზადებს
"რეალთან" განცდილი მარცხი "მილანის" ბანაკში მტკივნეულად მიიღეს. საქმე მხოლოდ შედეგში არაა, "როსონერიმ" ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მადრიდულ გრანდს და პირწმინდად დამარცხდა. მასიმილიანო ალეგრის კრიტიკის ქარცეცხლი დაადტყდა თავს, რის შემდეგაც პრესასთან გასაუბრება გადაწყვიტა და მეტად საგულისხმო განცხადებები გააკეთა:

"მადრიდულმა მატჩმა ბევრ საკითხზე დამაფიქრა და რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე. შეტევის იმ მოდელმა, რომელიც არჩეული გვქონდა, არ გაამართლა და ცვლილებები აუცილებლად მოხდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომდევნო პაექრობებში ერთად ვიხილოთ მოედანზე რონალდინიო, პატო, იბრაჰიმოვიჩი და ზეედორფი. "რეალთან"' ცენტრში შეგვექმნა პრობლ;ემები და აშკარაა, რომ ამდენი შემტევით თამაში დიდი ფუფუნებაა. მოკლედ, ცვლილებები იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ გაამართლებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენთან ხელშეუხებელი ფეხბურთელები არ არსებობენ და თუ ვინმე სათანადო კონდიციაში არ იქნება, სათადარიგოთა სკამზე დაჯდება. არ იფიქროთ, ამ ერთი მარცხისგან ტრაგედიას ვქმნიდე, უბრალოდ ხარვეზების გამოსწორებაა საჭირო და ამის შესაბამისად ვმოქმედებ".

ალეგრიმ მართლაც საინტერესო განცხადება გააკეთა და როგორც ჩანს, ცვლილებებს მართლაც განახორციელებს. არ არის გამორიცხული, "მილანი" 4-4-2 ტაქტიკაზე გადაეწყოს, ან უბრალოდ კლარენს ზეედორფს ჩაშლაზე ორიენტირებული ნახევარმცველი ჩაენაცვლოს. პრინციპში, ალეგრი ლოგიკურად მსჯელობს - როდესაც მოედანზე სამი თავდამსხმელი გყავს და ამასთან, სამი ნახევარმცველიდან ერთს ჩაშლის არაფერი გაეგება, "რეალის" დონის გუნდთან სერიოზული პრობლემები შეგექმნება. ოღონდ, ეს ალეგრის შეხვედრის დაწყებამდეც უნდა ცოდნოდა და აქედანაც ჩანს, რომ დიდ შეხვედრებში დიდი გუნდის გაძღოლის გამოცდილება არ აქვს. ალბათ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ ძირითად შემადგენლობაში კევინ პრინც ბოატენგი და ვთქვათ მატია ფლამინი დაეყენებინა, რომლებიც გაცილებით უფრო მობილურ ცენტრს შექმნიდნენ, წინ კი თუნდაც ორი სუფთა ფორვარდი გაემწესებინა.

მოკლედ, ისე გამოდის, ურემი რომ გადატრიალდებოდაო, მაგრამ როდესაც "მილანის" მთავარი მწვრთნელი ხარ, გადატრიალებამდე უნდა შეგეძლოს გზის დანახვა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო - კიდევ ერთი კარგი გამოთქმის მოყვანა შეგვიძლია, მაგრამ საკითხავი ის არის, რამდენად მოეწონა სიახლეები სილვიო ბერლუსკონის. სწორედ ის გაიძახდა სეზონის დაწყებამდე, რომ "როსონერის" ზეშემტევი ფეხბურთი უნდა ეთამაშა და ყველა ვირტუოზი მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ყოფილიყო. ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ამ ამბავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

madridista
არა უშავს ალეგრი. ერთ ტრენინგს კიდე ჩაგიტარებს ჩვენი მოუ მილანში და მერეც ისწავლი რამეს!!! :)))))) ისე,რა გინდა, უფასოდ სწავლობ ფეხბურთის პროფესორისაგან მადლობელი უნდა იყო!!!:)))
milaneli
მიდი ალეგრი შენი იმედი გვაქ და არ გაგვიცრუო
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა