"ვაშინგტონის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ადამ ოუსტმა, როგორც იქნა, შეძლო ლიგაში სადებიუტო გამარჯვების მოპოვება
"ვაშინგტონის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ადამ ოუსტმა, რომელიც შარშანდელი სეზონის შემდეგ ჩაუდგა სათავეში დედაქალაქელებს, როგორც იქნა, შეძლო ლიგაში სადებიუტო გამარჯვების მოპოვება.

მწვრთნელმა ისევ მიმართა ექსპერიმენტებს ალექსანდრ ოვეჩკინთან დაკავშირებით – რუსი ვარსკვლავი მარცხენა ფლანგზე დააბრუნა და ჯეი ბიგლთან და ჯოი კრაბთან სამეულში დააყენა. "კეპიტალზმა" ტრავმირებული ტომაშ ვანეკის გარეშე მოთამაშე "ბაფალო" დაამარცხა - 3:2. გამარჯვების გოლი რიცხობრივ უპირატესობაში სწორედ ოვეჩკინმა გაიტანა – ეს მისი პირველი შაიბაა მიმდინარე სეზონში. "ვაშინგტონი" ბოლო ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში, "ბაფალომ" კი ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ "პიტსბურგმა" ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა "ოტავა" – 2:1 ბულიტების სერიაში. ძირითად დროში გუნდებმა შაიბები გაცვალეს, ბულიტების სერიაში კი ექვსიდან ხუთი პენალტი აღმოჩნდა ზუსტი. ვერ გაიტანა მხოლოდ მილან მიხალეკმა და ეს "ოტავას" ერთ დაკარგულ ქულად დაუჯდა.

შეუჩერებელია ჩემპიონატის სტარტზე "მონრეალის" მცველი ანდრეი მარკოვი, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა ტრავმის შემდეგ და ისევ შიშის ზარს სცემს მეკარეებს თავისი უძლიერესი დარტყმებით. 28 იანვარს "კანადიენსმა" საკუთარ მოედანზე ოვერტაიმში მოუგო "ნიუ ჯერსის", გადამწყვეტი გოლი კი სწორედ მარკოვმა გაიტანა, როცა დამატებაზე აჯობა ყველას. "ნიუ ჯერსიმ" სეზონში პირველი მატჩი წააგო.

"ტამპა ბეიმ" მოულოდნელად გაანადგურა "ფილადელფია" – 5:1 და ზედიზედ მესამე გამარჯვება გაიფორმა. ამით გი ბუშეს გუნდი კონფერენციაში პირველ ადგილზე გადავიდა. კუტურიეს სწრაფი გოლის მიუხედავად, "ტამპამ" უკვე პირველ პერიოდში უპასუხა სამი გოლით, რასაც ბოლო პერიოდში კიდევ ორი დაუმატა.

მატჩის გმირად შეიძლება დავასახელოთ მარტინ სან ლუი, რომელმაც ოთხი შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში; აგრეთვე, ტედი პურსელი – მის ანგარიშზე სამი ქულაა. შესანიშნავად შეხვდა ახალ სეზონს მცველი ერიკ ბრიუერი, რომელსაც უკვე სამი გოლი აქვს, არადა, შარშან მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთი გოლი შეაგდო.

"ვინიპეგი" საკუთარ მოედანზე, პრაქტიკულად, არავის უტოვებს შანსს. "ჯეტსმა" შემტევ ჰოკეიში გამოსტაცა გამარჯვება "აილენდერსს" – 5:4 ოვერტაიმში. არადა, მასპინძლები მესამე პერიოდის შუაში ორ შაიბას აგებდნენ. ეს ჯონ ტავარესის დამსახურება იყო, რომელმაც ათ წუთში სამი ქულის აღება შეძლო. მაგრამ ბაფლინმა და ბურმისტროვმა თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს, სადაც გადამწყვეტი გოლი ევანდერ კეინმა ჩაიწერა. გარდა ამისა, პირველი გოლი გაიტანა ახალ გუნდში ალექსეი პონიკაროვსკიმ, ოლი იოკინენმა კი პირველი ქულა მოიხვეჭა "ვინიპეგის" მაისურით.

დასავლეთში, სეზონში საუკეთესო სტარტის მხრივ, საკლუბო რეკორდი მოხსნა "ჩიკაგომ". "ბლეკჰოქსმა" "დეტროიტს" 2:1 მოუგო და ზედიზედ ექვსი გამარჯვება დაუგროვდა. მასპინძლებში ორივე შაიბა მცველებმა გაიტანეს – კიტმა და ლედიმ. "ჩიკაგო" ასპროცენტიანი მაჩვენებლით მთლიანად რეგულარული ჩემპიონატის ლიდერია.

არანაკლებ ბრწყინვალე ტემპი აქვს აღებული "სან ხოსეს", რომელიც 28 იანვარს "ვანკუვერს" გაუსწორდა – 4:1. პატრიკ მარლომ ვერ შეძლო ზედიზედ მეხუთე მატჩში დუბლის შესრულება, თუმცა თავისი გოლი და შედეგიანი პასი მაინც მიითვალა. ასეთივე შედეგი ჰქონდა ჯო ტორნტონს, პაველსკიმ კი დუბლი შეასრულა. "შარქსს" ხუთიდან ხუთი მოგება აქვს სეზონის სტარტზე.

ზაკ პარიზეს მონდომება ისევ არ ეყო "მინესოტას" გამარჯვების მოსაპოვებლად. ისევე, როგორც "დეტროიტთან" მატჩში, ექსნიუჯერსელმა დუბლი გაიფორმა, მაგრამ მისმა გუნდმა ოვერტაიმში წააგო "სენტ ლუისთან". ამ მოგებით "ბლუზმენებმა" შეინარჩუნეს მეოთხე ადგილი, "მინესოტა" კი, მოკრძალებული ხუთი ქულის მიუხედავად, საკუთარი დივიზიონის ლიდერია.

სამი ვარსკვლავი

ტრადიციულად, ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის სამი ვარსკვლავი დაასახელა. საუკეთესოდ აღიარეს "ტამპას" 37 წლის ფორვარდი მარტინ სან ლუი, რომელმაც ოთხი საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მეორე ვარსკვლავია "სან ხოსეს" თავდამსხმელი ჯო პაველსკი. მან ორი გოლი გაუტანა "ვანკუვერს" და ახლა 5 მატჩში 10 ქულა (2+8) აქვს.

საუკეთესო სამეულშია კიდევ ერთი ფორვარდი – ევანდერ კეინი "ვინიპეგიდან", რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა "აილენდერსთან" და თან ერთი შედეგიანი პასიც შეასრულა.

ვაშინგტონი-ბაფალო 3:2

1:1, 1:0, 1:1

გოლები: 0:1 ენისი-1 (ოტი-1, სტეფორდი-2), 1:1 ჯ. უორდი-3 (ჩიმერა-3, რიბეირო-4), 2:1 ერსკინი-1 (ჯ. უორდი-2, ჩიმერა-4), 3:1 ოვეჩკინი-1 (მაიკ გრინი-2, რიბეირო-5), 3:2 ფოლინო-1 (კალეტა-1, სეკერა-2).

ოტავა-პიტსბურგი 1:2 (ბ)

0:1, 1:0, 0:0, 0:0

გოლები: 0:1 ჯ. ნილი-4 (მალკინი-5), 1:1 გრინინგი-1 (სპეცა-3, მ. მიხალეკი-4).

ბულიტები გაიტანეს: ჯ. ნილი (პიტსბურგი), სპეცა (ოტავა), კროსბი (პიტსბურგი), ტარისი (ოტავა), მალკინი (პიტსბურგი).

მონრეალი-ნიუ ჯერსი 4:3 (ო)

2:0, 0:1, 1:2, 1:0

გოლები: 1:0 რ. უაიტი-1 (მოენი-1, ემელინი-1), 2:0 გალაჰერი-1 (გალჩენიუკი-1), 2:1 ელიაში-2 (ფეინი-2, კლარკსონი-2), 3:1 პრუსტი-1 (გალჩენიუკი-2), 3:2 კლარკსონი-3 (ელიაში-3, კოვალჩუკი-3), 3:3 ზუბრუსი-1 (ელიაში-4, კლარკსონი-3), 4:3 მარკოვი-4 (ე. კოული-2, რ. ბურკი-2).

ტამპა ბეი-ფილადელფია 5:1

3:1, 0:0, 2:0

გოლები: 0:1 კუტურიე-2 (ტელბოტი-2), 1:1 პურსელი-1 (სტემკოსი-7, სან ლუი-5), 2:1 ბრიუერი-3 (პურსელი-5, სან ლუი-6), 3:1 ლეკავალიე-2 (სან ლუი-7, სალო-4), 4:1 ჰედმანი-2 (ა. ჰოლი-2, სალო-5), 5:1 სტემკოსი-3 (პურსელი-6, სან ლუი-8).

სტ ლუისი-მინესოტა 5:4 (ო)

1:0, 1:3, 2:1, 1:0

გოლები: 1:0 რედენი-2 (ბეკსი-3, პერონი-3), 1:1 პარიზე-4 (გილბერტი-2, სატერი-2), 1:2 პარიზე-5 (მ. კოივუ-5, ჰიტლი-2), 1:3 მ. კოივუ-1 (პარიზე-4, გილბერტი-3), 2:3 ბერგლუნდი-3 (პერონი-4, პიეტრანჯელო-5), 3:3 კ. სტიუარტი-4 (პიეტრანჯელო-6, შატენკირკი-7), 4:3 ჯეკმანი-1 (ტარასენკო-4, შატენკირკი-8), 4:4 ჰიტლი-4 (კულენი-1, სატერი-3), 5:4 სობოტკა-1 (ე. მაკდონალდი-3, პოლაკი-1).

ჩიკაგო-დეტროიტი 2:1 (ო)

1:0, 0:0, 0:1, 1:0

გოლები: 1:0 კიტი-1 (სიბრუკი-2, მარიან ჰოსა-3), 1:1 ფრანცენი-1 (ბრუნერი-1, ზეტერბერგი-4), 2:1 ლედი-1 (სტალბერგი-1, ტეივზი-3).

ვინიპეგი-აილენდერსი 5:4 (ო)

1:1, 1:0, 2:3, 1:0

გოლები: 0:1 ულსტრიომი-2, 1:1 პონიკაროვსკი-1 (უელვუდი-1, ენსტრიომი-6), 2:1 ლიტლი-1 (ანტროპოვი-2, ლედი-3), 2:2 ტავარესი-1 (ოკსოპო-2, მოულსონი-2), 2:3 მოულსონი-3 (ტავარესი-5, ჰამონიკი-2), 2:4 მოულსონი-2 (ნილსენი-3, ტავარესი-6), 3:4 ბაფლინი-3 (ველერი-3, ე. კეინი-3), 4:4 ბურმისტროვი-1, 5:4 ე. კეინი-3 (ო. იოკინენი-1, ჰეინსი-1).

სან ხოსე-ვანკუვერი 4:1

2:0, 1:1, 1:0

გოლები: 1:0 ჯ. ტორნტონი-3 (ვლასიჩი-2, ბ. სტიუარტი-2), 2:0 პაველსკი-1, 2:1 ბაროუზი-1 (ჰანსენი-3), 3:1 მარლო-9 (დ. ბოილი-4, კუტური-5), 4:1 პაველსკი-2 (ჯ. ტორნტონი-10, მარლო-4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: როგორც 94 წლის წინ

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?