სპეციალური სლალომით დასრულდა მსოფლიოს თასის ეტაპები ავსტრიის კიტცბუელსა და სლოვენიის მარიბორში
სპეციალური სლალომით დასრულდა მსოფლიოს თასის ეტაპები ავსტრიის კიტცბუელსა და სლოვენიის მარიბორში და წინა დღეებისგან განსხვავებით, ამჯერად ბოლო ორი სტარტი მასპინძლების მოსალოდნელი გამარჯვებით დასრულდა.

კიტცბუელში დიდი დუელი იყო მოსალოდნელი ავსტრიელ მარსელ ჰირშერსა და გერმანელ ფელიქს ნოიროიტერს შორის. სწორედ ისინი არიან დღეისთვის საუკეთესო სლალომისტები მამაკაცებს შორის.

ჰირშერს წელს უკეთესი შედეგები აქვს და ლიდერობს საერთო ჩათვლას, მაგრამ ნოიროიტერმა შეძლო ვენგენში ავსტრიელის დამარცხება და მიუნხენშიც, პარალელური სლალომის ფინალშიც სწორედ ჰირშერს სძლია. და მაინც, ავსტრიელის სარისკო მანერამ და ბრწყინვალე მეორე ცდამ შანსი არ დაუტოვა გერმანელს. ასე რომ, მარსელმა გაზარდა თავისი უპირატესობა სლალომის ჩათვლაში.

ნოიროიტერმა, თავის მხრივ, უკვე მესამედ დაიკავა მეორე ადგილი და კიდევ ერთი პოდიუმი დაუმატა ორ გამარჯვებას. ფელიქსისთვის ეს არის საუკეთესო სეზონი კარიერაში, რასაც ვერ ვიტყვით ივიცა კოსტელიჩზე. თუმცა ხორვატმა სუპერკომბინაციაში შეძლო გამარჯვება, რომელიც კიტცბუელში ორი დღის განმავლობაში იმართებოდა. ამ წარმატებას ივიცამ სლალომში მესამე ადგილი დაუმატა. ასე რომ, ხორვატმა, შესაძლოა, კარგი ფორმა აკრიფოს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.

აღვნიშნავთ სლალომში ოლიმპიური ჩემპიონის, ჯულიანო რაცოლის მეოთხე ადგილს, რომელიც, როგორც იქნა, გამოვიდა ჩრდილიდან. იტალიელებმა შესანიშნავად ჩაატარეს პირველი ცდა (სტეფანო გროსი ლიდერი იყო პირველი დაშვების შემდეგ), მაგრამ ვერ შეინარჩუნეს უპირატესობა. ბენიამინ რაიხი 25-იდან მეხუთე ადგილზე ამაღლდა, რითაც, სავარაუდოდ, გაინაღდა სასტარტო ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატის სლალომში.

სლალომი

1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 1:44.34; 2. ფელიქს ნოიროიტერი (გერმანია) - +0.77; 3. ივიცა კოსტელიჩი (ხორვატია) - +0.93; 4. ჯულიანო რაცოლი (იტალია) - +1.01; 5. ბენიამინ რაიხი (ავსტრია) - +1.29; 6. პატრიკ ტალერი (იტალია) - +1.42...

სუპერკომბინაცია

1. ივიცა კოსტელიჩი (ხორვატია) - 3:45.80; 2. ალექსის პინტურო (საფრანგეთი) - 3:47.06; 3. ბლონდინ ტომან მერმილო (საფრანგეთი) - 3:48.36; 4. რომედ ბაუმანი (ავსტრია) - 3:51.33; 5. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) - 3:51.55; 6. ჩიეტილ იანსრუდი (ნორვეგია) - 3:51.63...

საერთო ჩათვლა

935 ქულა; 2890; 646; 5490; 5. მანფრედ მოელგი (იტალია) - 477...

1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 1035; 2. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) - 935; 3. ტედ ლიგეტი (აშშ) - 750; 4. ფელიქს ნოიროიტერი (გერმანია) - 726; 5. ივიცა კოსტელიჩი (ხორვატია) - 650; 6. ალექსის პინტურო (საფრანგეთი) - 570...

გიგანტურ სლალომში მეორე ადგილით სლოვენიელი ტინა მაზე აშკარად იმედგაცრუებული ჩანდა, რადგან მშობლიურ ტრასაზე პირველობა გადაულოცა ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, ლინდსი ვონს, რომელთანაც მაზეს არც ისე კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ტინას რეაბილიტაცია სპეციალურ სლალომში ჰქონდა დაგეგმილი.

სეზონის ლიდერს ეს კარგად გამოუვიდა. არადა, არ შეიძლება ტინა ამ სახეობაში დომინატორად გამოვაცხადოთ – ის კარგია სლალომში, მაგრამ არის სახეობები, რომელშიც უკეთ გამოდის. მიუხედავად ამისა, მარიბორის ტრასა და მაყურებლის დიდი რაოდენობა აშკარად დაეხმარა მაზეს ორივე ცდაზე საუკეთესო დროის ჩვენებაში. კონკურენტებს მის წინააღმდეგ არანაირი შანსი არ ჰქონდათ.

თავის მხრივ, დაძაბული გამოვიდა ბრძოლა პოდიუმისთვის. მეორე ადგილი საკმაოდ დამაჯერებლად შვედმა ფრიდა ჰანსდოტერმა დაიკავა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ავსტრიელმა კატრინ ცეტელმა მხოლოდ ერთი მეასედი წამით აჯობა ვერონიკა ზუზულოვას.

გენერალურ კლასიფიკაციაში ტინა მაზეს უპირატესობა მარია რიშზე, რომელიც პირველ ცდაზე გამოეთიშა ბრძოლას, 800 ქულას გადასცდა. სლოვენიელს უკვე 1654 ქულა აქვს და ყველანაირ რეკორდს ემუქრება.

სლალომი

1. ტინა მაზე (სლოვენია) - 1:33.68; 2. ფრიდა ჰანსდოტერი (შვედეთი) - +0.86; 3. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - +1.13; 4. ვერონიკა ზუზულოვა (სლოვაკეთი) - +1.14; 5. მიხაელა კირხგასერი (ავსტრია) - +1.53; 6. ირენე კურტონი (იტალია) - +1.62...

საერთო ჩათვლა

1. ტინა მაზე (სლოვენია) - 1654; 2. მარია რიში (გერმანია) - 820; 3. ლინდსი ვონი (აშშ) - 740; 4. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 711; 5. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 704; 6. ვიქტორია რებენსბურგი (გერმანია) - 590...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

100 ათასი მაყურებელი ავსტრიაში

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე