"თავად გაზაევი, გუნდის ხელმძღვანელობა და ოსი ბიჭები ქართველებს გამორჩეული სითბოთი დაგვხვდნენ"
ვლადიკავკაზის "ალანიამ" თურქულ შეკრებაზე მეორე სპარინგი რუსეთის პირველი ლიგის ბელგოროდის "სალუტთან" 0:2 წააგო. ამ მატჩის შემდეგ ვლადიკავკაზელთა შეკრება ქართველმა თავდამსხმელმა მამუკა ღონღაძემ დატოვა.

მამუკა საქართველოში დაბრუნდა და წამოსვლის მიზეზებზე გველაპარაკა:

- თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად იყო. პირველივე მატჩში ყაზახურ "ვოსტოკს" 3:1 მოვუგეთ და ერთი გოლი გავიტანე. მერე რაც მოხდა, არ დავმალავ და ჩემთვისაც გაუგებარი დარჩა. თუნდაც იმიტომ, რომ გუნდის ორმხრივ თამაშებზე გოლები სულ გამქონდა, რაც ყველას უკვირდა. მაინც, ლატვიიდან ახალი ჩასული ვიყავი, ახალწვეულს კი უცხო გარემოსთან შეგუება უჭირს.

- გულახდილად ვთქვათ: გუნდიდან ფეხბურთელს იმიტომ უშვებენ, რომ არ მოსწონთ ან ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან...

- რომ არ მეთამაშა, კიდევ მესმის, მაგრამ მე მაინც ხომ ვიცი, კარგად ვიყავი მომზადებული - ამას მე კი არა, გუნდში ლაპარაკობდნენ. საქმე მარტო გოლებში არ არის. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ "დაუგავაში" ვვარჯიშობდი, თავი უცხოდ არ მიგრძვნია. ფიზიკურადაც ძალიან კარგად ვიყავი.

კმაყოფილები იყვნენ. მითხრეს, რომ მეორე შეკრების ბილეთს ამიღებდნენ და კონტრაქტზე დავილაპარაკებდით. ამიტომ ვფიქრობ, რომ სპორტული მიზეზი არაფერ შუაშია და სხვა რამ მოხდა.

- მაინც რა მოხდა? რუსული კლუბისთვის 100 ათასი ევროს გადახდა პრობლემა არ იქნებოდა...

- არ გამოვრიცხავ, რომ "ალანიას" მართლაც არ უნდოდა თანხის გადახდა, როდესაც რამდენიმე თვეში თავისუფალი აგენტი ვხდებოდი. მე რაც ვიცი, დიდხელფასიანი თავდამსხმელების, სელაიასა და მაურისიოს იჯარით გაშვებას აპირებდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს. გუნდში კი ისედაც ბევრი თავდამსხმელი ჰყავდათ. ეტყობა, ამიტომ გამიშვეს.

გაზაევმაც მითხრა, რომ მოვეწონე, მაგრამ ვერ დაგტოვებთო. აბა, ამ სიტყვების შემდეგ რა უნდა მეფიქრა? გაზაევს დიდი ავტორიტეტი აქვს და ფეხბურთელებს ენის მოჩლექვით არ ელაპარაკება და ჩემთან თავის მართლებას დაიწყებდა? ეტყობა, "ალანიაში" თითოეულ კაპიკს უფრთხილდებიან.

ასეა თუ ისე, გული დამწყდა, რუსეთის პრემიერლიგის კლუბში მოხვედრა ჩემს კარიერაში მართლაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

- "ალანიას" ვებ-გვერდზე ეწერა, რომ "დაუგავაში" ბრუნდები.

- ამის არანაირი სურვილი არ გამაჩნია. იმხელა სტრესი მივიღე, რომ ახლა აუცილებლად ორიოდე დღე უნდა დავისვენო და ახალი კლუბი მერე მოვძებნო. 100-პროცენტიანი არ არის, მაგრამ მითხრეს, რომ პოლონური კლუბი, ლოძის "ვიძევი" დაინტერესდა. უკრაინულ კლუბზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცი, "დაუგავასთან" მოლაპარაკება როგორ დასრულდება. ლაპარაკი ყაზახეთის კლუბზეც იყო, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია.

- "ალანიას" ქართველებზეც გკითხავ - კარგა ხანი ერთად ვარჯიშობდით და როგორ გამოიყურებიან?

- გიორგი ჭანტურიაზე ბევრი რამ გამეგო, მაგრამ გუნდში ნანახით გაოცებული დავრჩი. ძალიან ნიჭიერი თავდამსხმელი და გულიანი ბიჭია. მამუკა კობახიძე ახლა გავიცანი და ისიც მომეწონა, პერსპექტიული მცველია.

- კობახიძე "ალანიაში" რჩება?

- მე რაც ვიცი, ჭანტურიას მსგავსად, კობახიძემაც კონტრაქტი სეზონის დასრულებამდე გააფორმა.

- სხვათა შორის, ოსური მედიის ნაწილი "ალანიაში" ქართველების გადასვლას აგრესიულად შეხვდა. თანაგუნდელი ოსები როგორ გეპყრობოდნენ?

- ჩემს თავთან მართალი არ ვიქნები, ამაზე რომ არ ვთქვა: თავად გაზაევი, გუნდის ხელმძღვანელობა და ოსი ბიჭები გამორჩეული სითბოთი დაგვხვდნენ. პირადად მე, შეკრებაზე ყველაზე მეტად სწორედ ოსებს დავუახლოვდი. დანარჩენი თავად თქვენ და გულშემატკივრებმა შეაფასეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მამუკა ღონღაძემ ვლადიკავკაზის "ალანიას" რიგები დატოვა

მამუკა ღონღაძის სადებიუტო გოლი "ალანიას" მაისურით [VIDEO]

მამუკა ღონღაძე: ფეხბურთს თავს დავანებებ, "დაუგავა" კვლავ ხელს თუ შემიშლის!

ოსები ჩვენი ძმები არიან,ჩვენი უახლესი ერთგული მეგობრები და საქართველოს აღორძინება და გამთლიანება მათთან ძმობის და ჰარმონიული თანაცხოვრების აღდგენით უნდა დაიწყოს და განმტკიცდეს,რომ ჩვენმა შინაურმა(გამსახურდია,კიტოვანი,სააკაშვილი) თუ გარეულმა(დიდი რუსეთი)მტრებმა ჩხვირი ვეღარ ჩაყონ ამ ორი ერის ისტორიულ,მრავალსაუკუნოვან ძმობაში მტრობის ჩამოსაგდებად.გაუმარჯოს ქართველი და ოსი ხალხის მეგობრობას.
[VIDEO] სანტანდერში საგიჟეთი დიდი გამარჯვებით დასრულდა - გულიაშვილმა ტრავმა მიიღო, მისი გუნდი კი ლა ლიგაში გადავიდა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო