ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ზესტაფონის" პირველი ახალწვეული "ზუგდიდის" 23 წლის ნახევარმცველი გახდა
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ზესტაფონის" პირველი ახალწვეული ლევან კუტალია გახდა. ფეროელებმა 23 წლის ნახევარმცველი "ზუგდიდიდან" გადაიბირეს და სრულიად შესაძლებელია, სულ მალე კუტალია "ზესტაფონისთვის" მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცეს.

"ლელო" მას თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ესაუბრა.

- რა ფაქტორების გამო გადაწყვიტე კარიერის "ზესტაფონში" გაგრძელება?

- "ზესტაფონი" საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და იქ თამაშზე ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს. "ზესტაფონს" ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ კიდევ უფრო წარმატებული გახდეს. იქ გადასვლა კი განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის არის სასურველი. ასე რომ, ამ წინადადებაზე ბევრი არ მიფიქრია, "ზესტაფონში" გადასვლა ჩემს კარიერაში უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია.

ამავდროულად, ეს დიდი პასუხისმგებლობაც არის და ყველანაირად ვეცდები, გუნდის ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო შტაბსა და გულშემატკივრებს იმედები გავუმართლო.

- რამდენიმე პოზიციაზე შეგიძლია თამაში. უკვე ცნობილია, რა ამპლუაში სჭირდები "ზესტაფონს"?

- ნახევარმცველი ვარ და შემიძლია ვითამაშო როგორც მოედნის ცენტრში, ასევე ორივე ფლანგზე. თავდამსხმელის პოზიციაზეც მაყენებენ ხოლმე და სხვათა შორის, ბათუმის "დინამოსთან" ამხანაგურ მატჩში სწორედ ფორვარდი ვიყავი. მთავარ მწვრთნელს ჩემთვის პოზიცია არ დაუკონკრეტებია. ცოტა ხანში მეცოდინება, უფრო ხშირად რა ამპლუა მერგება ხოლმე. მზად ვარ, "ზესტაფონს" ნებისმიერ პოზიციაზე გამოვადგე.

- "ზესტაფონში" საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და ალბათ, ამისთვისაც მზად ხარ...

- რა თქმა უნდა. სხვაგვარად შეუძლებელიცაა. ასეთ ამბიციურ კლუბში აუცილებლად მძაფრი კონკურენცია უნდა იყოს და ნამდვილად მზად ვარ იმისთვის, რომ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ვიბრძოლო. ძლიერი კონკურენტი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის აუცილებელია.

- ახალ გარემოში ადაპტაციისთვის დიდი დრო დაგჭირდება?

- ახალ კლუბს ყოველთვის მოკლე დროში ვეგუები ხოლმე. ასე რომ, "ზესტაფონთან" ადაპტაცია არ გამიჭირდება. თანაც, გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი დამხვდა, რომლებთან ერთადაც ადრეც მითამაშია.

- "ზუგდიდში" გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებ?

- ზუგდიდი ჩემი მშობლიური ქალაქია და იქ თამაში ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავდა და დიდი იმედი მაქვს, ფინანსური პრობლემები წარსულს ჩაბარდება.

რა თქმა უნდა, "ზუგდიდს" ჩემს გარეშეც წარმატებებს ვუსურვებ. ვფიქრობ, რომ სეზონის პირველი ნახევარი იქ მაღალ დონეზე ჩავატარე და "ზესტაფონის" ყურადღება სწორედ ამის გამო დავიმსახურე.

- გითამაშია ბოსნიასა და ხორვატიაში. დღევანდელი გადასახედიდან, ადრეულ ასაკში უცხოეთში წასვლას სწორ გადაწყვეტილებად აფასებ?

- ბოსნიის ვიცე-ჩემპიონი და თასის მფლობელი გავხდი და ბოსნიის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის შემოთავაზებაც კი მივიღე. ამას გარდა, იქ ბევრი რამ ვისწავლე და საკმაო გამოცდილებაც დავაგროვე. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიმაჩნია, რომ საქართველოდან ნაადრევად წასვლით შეცდომა დავუშვი - იმიტომ, რომ ქართული საფეხბურთო სამყაროს თვალთახედვის არეში არ ვიყავი მოქცეული და საკუთარი თავის წარმოჩენა რეალურად მხოლოდ ახლა მიწევს.

ჩემი აზრით, ფეხბურთელი ადრეულ ასაკში საზღვარგარეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა წავიდეს, თუ ვუნდერკინდია. სხვა შემთხვევაში კი სჯობს, საქართველოს უმაღლეს ლიგაში დაღვინდეს.

მომავალში მეც მინდა უცხოეთში დაბრუნება, მაგრამ ჯერ აქ უნდა გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები. "ზესტაფონში" საამისოდ ყველა წინაპირობა მაქვს. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში უკვე ვითამაშე, ახლა კი ჩემი პირადი მიზანი ის არის, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელების ყურადღება მივიქციო.

- როგორი შანსი აქვს "ზესტაფონს" საიმისოდ, რომ ამ სეზონში დასახული მიზნები შეასრულოს?

- ჩვენი მიზანი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაა. მართალია, კონკურენტებთან ჩამორჩენა გვაქვს, მაგრამ ამის აღმოფხვრა რეალურად მიმაჩნია. ჩემპიონატში ჩვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ და ასევე, მაქსიმალური შედეგისთვის ვიბრძოლოთ საქართველოს თასის გათამაშებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზესტაფონის" სპარინგ-პარტნიორები თურქულ შეკრებაზე ცნობილია

კახა კაჭარავა: ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად