გიბრალტარში, მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე, 28 იანვარს მე-7 ტურის პარტიები გაიმართა
გიბრალტარში, მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე, 28 იანვარს მე-7 ტურის პარტიები გაიმართა. კვლავ წარმატებით ითამაშა ნანა ძაგნიძემ, რომელმაც შავი ფიგურებით იანგ-ფან ჩჟოუ (ინგლისი) დაამარცხა, ხოლო სალომე მელია, ასევე შავებით, ინდოელ ჰარიკა დრონავალის დაუზავდა.

საგულისხმოა, რომ ინდოელი დიდოსტატი ჩვენებურს მსოფლიო რეიტინგში 112 პუნქტით უსწრებს.

რაც შეეხება მეწინავეთა პაექრობებს, ნიკიტა ვიტიოგოვმა (რუსეთი) თეთრებით კირილ გეორგიევი (ბულგარეთი) დაამარცხა და შეჯიბრების დამთავრებამდე 3 ტურით ადრე ერთპიროვნულად დაწინაურდა. წარმატებით ითამაშა ნაიჯელ შორტმა (ინგლისი), რომელმაც დავიდ ლარინოს (ესპანეთი) აჯობა და გატა კამსკისა (აშშ) და ლე ქუანგ ლიემთან (ვიეტნამი) ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.

კამსკიმ ედუარდო იტურისაგას (ვენესუელა) სძლია, ლიემი კი ვასილი ივანჩუკს (უკრაინა) დაუზავდა. ყაიმზე შეთანხმდნენ: მაიკლ ადამსი (ინგლისი)-ვლადისლავ ტკაჩიევი (საფრანგეთი), ივან ლოპეს სალგადო (ესპანეთი)-დავი ნავარა (ჩეხეთი), გავაინ ჯონსი (ინგლისი)-ალექსეი შიროვი (ლატვია).

შვიდი ტურის შემდეგ ქალებში 5,5 ქულით ჟაო სიუ (ჩინეთი) პირველობს. აზიელს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან ნანა ძაგნიძე, ანა მუზიჩუკი (სლოვენია), მარია მუზიჩუკი (უკრაინა), ვალენტინა გუნინა (რუსეთი), პია კრამლინგი (შვედეთი), ტანია საჩდევი (ინდოეთი) და ოლგა დოლჟნიკოვა (ნორვეგია).

შეგახსენებთ, რომ გიბრალტარის ტურნირის გამარჯვებული 20 000 ევროთი დაჯილდოვდება, ქალებში პირველ ადგილზე გასული 12 000 ევროს დაიმსახურებს. სულ შეჯიბრებაზე 22 ფულადი პრიზია დაწესებული.

29 იანვარს მე-8 ტურის პარტიები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
ფუნტებზეა საუბარიიიი
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა