როდიკი სახლს ყიდის

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა ენდი როდიკმა გასაყიდად გამოიტანა თავისი ძვირფასი სახლი ქალაქ ოსტინში (ტექსასის შტატი).

2003 წელს როდიკმა ეს სახლი 2.15 მილიონ დოლარად შეიძინა, ახლა კი მას 3.75 მილიონად ჰყიდის.

"სახლი 1998 წელს აშენდა. ის აღჭურვილია კინოთეატრით, ბიბლიოთეკით, პოკერის მაგიდით, აგრეთვე ბილიარდის ოთახით", - წერს ინტერნეტგვერდი Luxist. გარდა ამისა, სახლის უკანა მხარეს არის ჩოგბურთის კორტი და პატარა ყურე კატერის ნავსადგურით.

მარია დიზაინერებში გაერია

რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ ახალგაზრდა დიზაინერთა დაჯილდოვების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. დიზაინერები CFDA-სა და Vogue-ის მოდური პროექტის მონაწილეები იყვნენ.

პროექტის შემქმენელების ჩანაფიქრით, ეს პრესტიჟული კონკურსი ახალ, ნიჭიერ მოდელიერებს ეძებს. გამარჯვებულები სოლიდურ ფულად თანხას იღებენ - 200-300 ათას დოლარს, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ ფულით ახალ კოლექციას შექმნიან. სპეციალურად შექმნილი კომისია მიღებული თანხის სწორად განაწილებას აკონტროლებს.

წელს ცერემონია ლოს ანჯელესში გაიმართა. სტუმრებს შორის ბევრი ცნობილი ადამიანი იყო - მსახიობები აბიგეილ სპირსი, პერი რივერსი და დიზაინერი გრეგორი პარკინსონი.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"