სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო საინტერესო ადამიანია - თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, პოლიტიკოსი, ერუდიტი, მოჭადრაკე... უკრაინელის ცხოვრების შესახებ მისი ინტერვიუებიდან გაკეთებული მიქსტის დახმარებით შევიტყობთ.

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო საინტერესო ადამიანია - თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, პოლიტიკოსი, ერუდიტი, მოჭადრაკე... უკრაინელის ცხოვრების შესახებ მისი ინტერვიუებიდან გაკეთებული მიქსტის დახმარებით შევიტყობთ.

პატარაობისას ბაბუამ ანდაზა მითხრა, რომელიც დღემდე ჩემს ცხოვრებისეულ კრედოდ რჩება: "მთავარია გამარჯვებისკენ სწრაფა!" ეს ანდაზა ბაბუაჩემმა თავისი მშობლებისგან მოისმინა.

ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი. მაგრამ ჩემი მეგობრები ხუმრობენ - ერთხელ კლიჩკოსთვის ბურთის ართმევა მოინდომეს და... ის მოკრივე გახდა.

კრივი - ერთ-ერთი ყველაზე უხეში სახეობაა, მაგრამ ეს სპორტი ყველაზე მეტად ჰგავს ცხოვრებას.

ჩვეულებრივ, ყველაფერი ხუმრობაში გადამაქვს. ჟურნალისტები მეკითხებიან: "საიდან პოულობთ ძალებს?" ვპასუხობ: "საქმე ისაა, რომ მე უკრაინიდან ვარ. როცა ჩერნობილი აფეთქდა, იქვე ახლოს ვცხოვრობდით. ვფიქრობ, ატომური ენერგია მაქვს".

დიდი ადამიანი დიდ საგნებს, დიდ ავტომობილებს თხოულობს. "ეკონოს-კლასის" თვითმფრინავში ვერ ვეტევი - საჭიროა "ბიზნეს-კლასის" ფართო სავარძლები. ხოლო იმის გამო, რომ ყველაფერი დიდი ორჯერ მეტი ღირს, შესაბამისად, გაორმაგებულად გვიწევს მუშაობაც და ფულის შოვნაც.

ჩემი პირველი პროფესია იყო - ექსკურსიამძღოლობა. ჯერ კიდევ სსრკ-ის პერიოდში კიევში დავატარებდი მოსწავლეთა ჯგუფებს, რომლებიც მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოდიოდნენ.

ახალგაზრდობაში ხშირად დავდიოდი მოდების ჩვენებებზე. მოდა დიდად არ მაინტერესებდა, უფრო ლამაზ ქალებს ვაკვირდებოდი. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ჩვენებაზე გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე.

კრივი ბიზნესისა და სპორტის ერთგვარი მიქსია, თანაც წილი თანაბარია - ორმოცდაათი ორმოცდაათზე. რით განსხვავდება მოყვარული პროფესიონალისგან? მოყვარული შედეგისთვის იბრძვის, პროფესიონალი - შედეგისთვისა და ჰონორარისთვის. ამით ის ოჯახს ინახავს.

პროფესიულ კრივში მხოლოდ კარგი სპორტსმენობა არ არის საკმარისი - მსახიობის თვისებებიც უნდა გქონდეს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს და მათგან ყველაზე თვალსაჩინოა - მუჰამედ ალი. მაგრამ მოკრივემ ზუსტად უნდა იცოდეს სად მთავრდება შოუ და სად იწყება რეალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპექტაკლს, შესაძლოა, ნაღვლიანი დასასრული ჰქონდეს.

პოლიტიკა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ის ტარაკანებით სავსე ქილას ჰგავს. აქ ბევრი იტყუება. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიტიკოსები ერთმანეთის მიმართ აკრძალულ ილეთებს იყენებენ, ისინი ისევ ხვდებიან ერთმანეთს ამ ქილაში.

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ადამიანის მთავარი მეტოქე - საკუთარი თავის. თუ ადამიანი დაძლევს შიშებს, ნეგატიურ ემოციებს - ეს უკვე გამარჯვებაა. გამარჯვება საკუთარ თავზე.

არაერთხელ ჩამიდენია საქციელი სიგიჟის ზღვარზე. მაგალითად, ჯამპინგი ვერტმფრენიდან. ამაზე ჩემმა ძმამ წამაქეზა: "მე გადავხტი, შენ შეგიძლია?"

ძმის წინააღმდეგ რინგზე არასოდეს გავალ. არასოდეს გვიჩხუბია და არც მომავალში გავაკეთებთ ამას. ყველას ჰყავს ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს სცემს და მასთან ერთად ცხოვრების დიდი ნაწილი აქვს გატარებული. მაგალითად, შეძლებთ დედასთან ან მამასთან კრივს ან საყვარელი ადამიანისთვის მუშტის სახეში გარტყმას?!

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოკრივეს დაემართოს - ბრძოლის წინა დღეს მომავალ მეტოქეზე ფიქრია. უმჯობესია დაისვენო, გამოიძინო, კონცენტრაცია მოახდინო.

ვოცნებობდი ტაისონთან და ფორმანთან ჩხუბზე... არ გამოვიდა. მადლობა ლენოქს ლუისს, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას დამანახა, რომ შემიძლია ნამდვილი კრივი და თანამედროვეობის დიადი მოკრივეების დამარცხება.

მაქვს გარკვეული ცრურწმენები, რომელსაც ბრძოლის წინ ვიცავ. მაგალითად, რინგზე გასვლამდე არასოდეს მივირთმევ ერთად მჟავე კიტრსა და რძეს.

ბულგაკოვი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია. მისი ზოგიერთი წიგნი რამდენჯერმე მაქვს გადაკითხული. მისი ნოველის ("ძაღლური გული") მიხედვით გადაღებული ფილმი უკვე გახდა კლასიკა და არც კი ვიცი, რამდენჯერ მაქვს ნანახი. რაც ყველაზე საინტერესოა, მასში ყოველთვის რაღაც ახალს აღმოაჩენ.

ბევრი ლექსის ავტორი ვარ. ვწერ ჩემთვის, ჩემი ახლობლებისთვის, რომლებსაც ეს ლექსები ეძღვნება, მაგრამ მზად არ ვარ მათ გამოსაქვეყნებლად.

ფსიქოლოგი არ მჭირდება. თუ ადამიანს სტაბილური ფსიქიკა აქვს, მისი ვარჯიში საჭირო არ არის. ნერვების მხრივ ყველაფერი წესრიგში მაქვს. ჩემს კარიერაში იყო შემთხვევა, როცა ბრძოლის წინ რომელიღაც ექსტრასენსი მომიახლოვდა. მან იმ ორთაბროლის წაგება მიწინასწარმეტყველა. "სახალხო მკურნალი" თავიდან მოვიშორე, მაგრამ მაინც დავფიქრდი - იქნებ არ ღირდეს რინგზე გასვლა... ის ბრძოლა მოვიგე.

კრივი ძალიან ჰგავს ჭადრაკს. გარი კასპაროვის წინააღმდეგ 31 სვლა გავძელი და ერთხელ ქიშიც კი ვუთხარი, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, მან დამაშამათა. მიუხედავად ამისა, ძალიან ამაყი ვიყავი იმით, რომ ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკეს ღირსეულად ვეთამაშე.

მაინც და მაინც არ მომწონს, როცა ჩემი მეუღლე ჩემს ბრძოლებს ესწრება. ამის შესახებ ნატაშას ვუთხარი, მან კი მიპასუხა, რომ თუ დარბაზში არ შევუშვებ, ბილეთს მაინც შეიძენს და ტრიბუნაზე დაიკავებს ადგილს. ნატალიას მიაჩნია, რომ რთულ წუთებში ჩემს გვერდით უნდა იყოს.

მთელი ჩემი სხეული ნაიარევებით არის დაფარებული, ორმოცდაათი ნამდვილად იქნება. ყველაზე დასამახსოვრებელია - ჭრილობა ტუჩის მარცხენა კუთხიდან მთელს ლოყაზე. მკაფიოდ მამჩნევია სახეზე. ეს იარა ხუთი-ექვსი წლის ასაკში მივიღე. მეგობართან ერთად "ვგიჟობდი". შუშის კარს დავეჯახე და ნამსხვრევები ჩემსკენ წამოვიდა. ერთ-ერთი სახეში მომხვდა. ექიმი მალე ვერ მოვიდოდა, ამიტომაც ბებიამ ჩვეულებრივი ნემსითა და ძაფით გამიკერა ჭრილობა. ყოველგვარი ნარკოზის გარეშე.

პლასტიკურ ქირურგს რეგულარულად ვსტუმრობ. ჩვეულებრივ, ის ჩემთან რამდენიმე დღე მუშაობს ბრძოლამდე და ბრძოლის შემდეგ. კრივში ხშირია ჭრილობები, რის გამოც შეიძლება ბრძოლა შეწყვიტონ. ექიმის არაპროფესიული მუშაობის გამო, შესაძლოა, სახეზე ნაიარევი დაგრჩეს, რომელთან ნებისმიერი შეხება ქრონიკულ სისხლისდენას გამოიწვევს.

იოცნებეთ, რამდენად ფანტასტიკური არ უნდა მოგეჩვენოთ თქვენი მიზანი და იბრძოლეთ მისი ასრულებისთვის. მეც ვაგრძელებ ოცნებას. და ვცდილობ მათ რეალიზებას.

ჩემი ოცნებაა - ძმასთან ერთად გავინაწილო

ოთხი ყველაზე პრესტიჟული საჩემპიონო ტიტული: თითოს ორი ქამარი გვექნება. თუმცა ის სიტუაციაც მაწყობს, თუ ვლადიმერი სამ ტიტულს დაისაკუთრებს, მე კი ერთი მექნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ოთხივე საჩემპიონო ქამარი კლიჩკოების ოჯახის საკუთრება იქნება.

კარიერის დასრულების შემდეგ ჩემს ძმას აბსოლუტური ტიტულის მოპოვებაში დავეხმარები, აგრეთვე გავაგრძელებ კომპანია K2 Promotions-ში მუშაობას. თუმცა არც პოლიტიკურ კარიერას დავივიწყებ.

ფოტო:

VITALI - ვიტალი კლიჩკო

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა