43 გოლიდან 31-ში კუბა, პიშჩეკი და ლევანდოვსკი მონაწილეობდნენ
დორტმუნდის "ბორუსიამ" ბუნდესლიგის მეორე წრე შესანიშნავად დაიწყო, რაც სხვებთან ერთად, პირველ რიგში, დორტმუნდული კლუბის პოლონური ტრიოს დამსახურებაა.

24 წლის თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, 27 წლის მარჯვენა გარემარბი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი და მარჯვენა მცველი ლუკაშ პიშჩეკი (27) ბრწყინვალე ფორმაში არიან, რაც პარასკევს, "ნიურნბერგთან" 3:0-ზე მოგებულ მატჩშიც დამტკიცდა, რომელშიც "კუბამ" დუბლი შეასრულა, მესამე გოლი ლევანდოვსკიმ გაიტანა, პიშჩეკმა კი ერთი საგოლე პასი მიითვალა. საერთო ჯამში, მათ დორტმუნდის გოლების ორ მესამედზე მეტში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

იურგენ კლოპის გუნდს ბუნდესლიგაში სულ 43 გოლი აქვს გატანილი და აქედან 31 გოლში პოლონელი ფეხბურთელები უშუალოდ მონაწილეობდნენ. ლევანდოვსკი 12 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორია. მას მხოლოდ ლევერკუზენელი შტეფან კისლინგი უსწრებს, რომელსაც 13 გოლი აქვს გატანილი. ბლაშჩიკოვსკის უკვე 8 გოლი აქვს გატანილი და კლუბის ბომბარდირებში მეორეა, მარჯვენა მცველმა პიშჩეკმა კი ერთი გოლის გატანა მოასწრო (სამაგიეროდ, მას 7 საგოლე პასი აქვს).

ერთი სიტყვით, გამოდის, რომ 43 გოლიდან 21 პოლონელების ანგარიშზეა.

"ეს მართლაც შესანიშნავი მაჩვენებელია. რობერტი საგოლე მომენტებს იშვიათად აფუჭებს და ნიშანდობლივია, რომ ჩვენი გოლების აბსოლუტური უმრავლესობა მარჯვენა ფლანგიდან იქმნება, სადაც ბლაშჩიკოვსკი და პიშჩეკი ერთმანეთს იდეალურად უგებენ. ამ სამეულმა კლოპის ხელში უდიდესი პროგრესი განიცადა," - აცხადებს "დორტმუნდის" გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუნდესლიგა. XIX ტურის შეჯამება: ასეთი დორტმუნდი უკვე საშიშია!

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა