როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანკფურტის "აინტრახტმა" "ვოლფსბურგიდან" თავდამსხმელი სრდიან ლაკიჩი გადაიბირა
როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანკფურტის "აინტრახტმა" "ვოლფსბურგიდან" თავდამსხმელი სრდიან ლაკიჩი გადაიბირა. 29 წლის ფორვარდი ფრანკფურტულ კლუბში ერთწლიანი იჯარით გადავიდა და "აინტრახტში" 2014 წლის ბოლომდე დარჩება.

ლაკიჩმა ფრანკფურტში სამედიცინო შემოწმება ორშაბათს გაიარა. კლუბებმა გარიგება ოფიციალურად დაადასტურეს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "აინტრახტმა" "ვოლფსბურგისგან" ლაკიჩის სრულფასოვანი შესყიდვის უპირატესი უფლებაც მიიღო. შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტელები ცოტა ხნის წინ უსარგებლო თავდამსხმელებს, რობ ფრენდს (მიუნხენ 1860-ში გადავიდა) და დორგე კუემაას (გაზიანთეფში) გამოეთხოვნენ.

"ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი დამთავრდა და "აინტრახტის" ფეხბურთელი გავხდი. სატელეფონო საუბრებში ფრანკფურტელთა მწვრთნელმა არმინ ფეემ დამარწმუნა, რომ ძალიან ვჭირდებოდი და მას მერე ტრანსფერზე მუშაობის დასრულებას მოუთმენლად ველოდი," - უთხრა ლაკიჩმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

მას პირველი ბუნდესლიგის 68 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი, მეორე ბუნდესლიგაში კი, 49 შეხვედრაში - 19 გოლი. ლაკიჩი "აინტრახტში" 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"აინტრახტი" სრდიან ლაკიჩს უმიზნებს

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად