ჩვენი ნაკრები სლოვენიასთან სათამაშოდ გადახალისებული შემადგენლობით გაემგზავრება
ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ლატვიასთან მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ სლოვენიასთან 17 ნოემბრის გასვლით ამხანაგური მატჩს ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად გამოიყენებდა. შესაბამისად, ბალკანეთზე ჩვენი ეროვნული გუნდი გადახალისებული შემადგენლობით გაემგზავრება. როგორც გავიგეთ, ხსენებული სპარინგისთვის ქეცბაია, სავარაუდოდ, 30 ფეხბურთელს გამოიძახებს, რომელთაგან სლოვენიაში 22-ს წაიყვანს. შეკრების დაწყება 11 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. არადა, 13-14 ნოემბერს, წესით, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მორიგი ტურის მატჩები უნდა გაიმართოს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პროფლიგა ამ ტურის გადადებას 27 ოქტომბრისთვის (ამ დღეს საქართველოს სუპერთასი გათამაშდება) აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩანაფიქრი.

სლოვენიასა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩი არა დედაქალაქ ლუბლიანაში, არამედ ქვეყნის ჩემპიონ "კოპერის" მშობლიურ, ამავე სახელწოდების ქალაქში, "ბონიფიკაზე" გაიმართება. ეს სტადიონი მხოლოდ 4 ათასს იტევს. აქამდე, სლოვენიის ნაკრებმა "ბონიფიკაზე" მხოლოდ ერთხელ ითამაშა - 2001 წლის 28 თებერვალს ურუგვაის ამხანაგურად გაეჯიბრა და 0:2 დამარცხდა.

დაბოლოს, ვნახოთ, თუ რა დონის გუნდი გვეყოლება სპარინგპარტნიორად ნოემბრის ამხანაგურ შეხვედრაში. 2007 წლიდან მოყოლებული, სლოვენიის ნაკრებს 49 წლის ადგილობრივი სპეციალისტი მატიაჟ კეკი წვრთნის. მანამდე ის 6 წლის განმავლობაში ჯერ "მარიბორს", ხოლო შემდეგ 15 და 16-წლამდელთა ნაკრებებს თავკაცობდა.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიის შედეგებსაც გადავავლოთ თვალი. მათიას კეკის გუნდმა ფარერები (5:1) და ესტონეთი დაამარცხა (1:0), სერბეთთან სტუმრად ფრე (1:1) ითამაშა... მანამდე კი სასტარტო შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიასთან შინ დამარცხდა (0:1). სლოვენიელებს იტალიის მსგავსად 7 ქულა აქვთ და ჯგუფში მეორე ადგილზე არიან. ფიფას რეიტინგში სლოვენიამ ბოლოს 4 საფეხურით წინ წაიწია და ამჟამად მე-15 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა