ახალ დირექტორ მალხაზ ბაბლიძეს, რომელსაც ესპანური კავშირები აქვს, სკოლის აღორძინებისთვის სერიოზული გეგმები აქვს
35-ე საფეხბურთო სკოლაში ახალი დირექტორი დაინიშნა. ზაზა ინწკირველი მალხაზ ბაბლიძემ შეცვალა, რომელიც გამოცდილი მენეჯერია და კომპანია "მაგნატის" გენერალური დირექტორი გახლდათ, მაგრამ ბოლო წლებში იძულებული გახდა, ესპანეთს გახიზნულიყო.

პირინეებზე საფეხბურთო სამყაროსთან საქმიანი კავშირები სწორედ ამ დროს დაამყარა.

ახლახან საქართველოში დაბრუნებულ მალხაზ ბაბლიძეს 35-ე სკოლა ჩააბარეს და როგორც ამბობს, სერიოზული გეგმები აქვს.

"35-ე სკოლა საქართველოში ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. აქ ბევრი ცნობილი მოთამაშე გაზრდილა და ცხადია, დანიშვნა ჩემთვის დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს.

სამწუხაროა, რომ სკოლიდან არჩილ არველაძე წავიდა, რომელმაც 35-ე სკოლის განვითარებისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

დაახლოებით 10 დღის წინ დავინიშნე და სამუშაო გეგმა და პირველი მონახაზი შევადგინე. არ მინდა, ხმამაღალი სიტყვა გამომივიდეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ სკოლას რებრენდინგი ესაჭიროება. ჩვენ ვიცით სამწუხარო მაგალითები, როდესაც წამყვანი სკოლები ფინანსური პრობლემების გამო ინფრასტრუქტურას ვეღარ ანახლებენ და ბავშვების ნაკადიც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ.

ამ კუთხით 35-ე სკოლაში აჩიკო არველაძემ ძალიან ბევრი რამ გააკეთა. "მარაკანაზე" საფარი დაგებულია, მაგრამ ინფრასტრუქტურა განახლებას ყოველწლიურად საჭიროებს. დანარჩენი მოედნები და მთლიანად სკოლაში ბევრი რამ გასაკეთებელია.

დღევანდელ მოთხოვნებს თვალი უნდა გავუსწოროთ, ფეხბურთი წინ მიდის და კარგი მოედნების, საშხაპეების, გასახდელებისა და მოკლედ, თანამედროვე პირობების გარეშე შეუძლებელია, სკოლამ პოზიცია შეინარჩუნოს და ლიდერებში დარჩეს.

ამიტომ ამ საკითხების მოგვარებას დიდ ყურადღებას მივაქცევ. "მარაკანაზე" აუცილებლად გაკეთდება საშხაპეები, ტრიბუნების რაოდენობა 400-მდე გაიზრდება, აშენდება დაახლოებით 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო, რომ გუნდმა შეკრების გავლა სკოლაში მოახერხოს.

მოედნები ამორტიზებულია და მათ ნაცვლად ახლების დაგებას ვაპირებთ. ესპანეთში არის ხელოვნური საფარის მწარმოებელი უდიდესი ქარხანა "ინსა ტურბო". ამ ქვეყანაში ცხოვრების დროს ახლოს გავიცანი ქარხნის ხელმძღვანელობა, საქმიანი კავშირები დავამყარე და ხალიჩას კარგ ფასებში შევიძენთ.

მოლაპარაკება დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ მალე 35-ე სკოლაში საუკეთესო ხარისხის მოედნები გვექნება.

თანამედროვე სკოლა წარმოუდგენელია სამედიცინო მომსახურების გარეშეც. აუცილებელია ბავშვების ჯანმრთელობაზე სისტემატური დაკვირვება, ვინ როგორ არის, თავს როგორ გრძნობს, რა პრობლემები აქვს და ა.შ. ამ მიზნით სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრს ჩამოვაყალიბებთ.

გარკვეულ ცვლილებებს ვგეგმავთ მენეჯმენტშიც, გარემონტდება ინტერნატი, რაიონებიდან ჩამოსულმა ბავშვებმა ნორმალურ პირობებში რომ იცხოვრონ", - ამბობს ბაბლიძე.

სამწუხაროდ, სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფმა 35-ე სკოლამ ბოლო წლებში პოზიციები დაკარგა. კერძო საფეხბურთო კლუბები უფრო მოქნილად და ეფექტურად მუშაობენ და ბავშვებსაც მეტად იზიდავენ:

"მე რაც ვიცი, თავის დროზე, სკოლაში 900-მდე ბავშვი ვარჯიშობდა, ახლა 300-მდეა.

ცხადია, ამაზე გავლენა იმანაც მოახდინა, რომ გაიხსნა "ოლიმპი", "საბურთალო", "დინამოს" აკადემია, განახლდა "ვისოლი-ავაზა", "ლოკომოტივი" ბავშვებს საგურამოს კეთილმოწყობილ ბაზაზე ავარჯიშებს.

ამ ტენდენციებს გაანალიზება სჭირდება. მე ყველანაირად შევეცდები, რომ ესპანური კავშირები გამოვიყენო და არა მხოლოდ ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემები, არამედ ბევრი სხვაც მოვაგვარო, თუნდაც ეკიპირების საკითხი, მწვრთნელთა განათლების და ბევრი სხვა რამ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოდერძი
ზუსტი მისამართი თუ შეიძლება
ფიორე
ქავთარაძეზე
giorgi makhashvili
რა ადგილასა ეს სკოლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"