"ილიჩევეცის" ქართველი ფეხბურთელი "დინამოსთან" სპარინგზე და ვარჯიშების მიმდინარეობაზე საუბრობს
მარიუპოლის "ილიჩევეცმა" თურქეთში 29 იანვარს პირველი სპარინგ-მატჩი გამართა.

უკრაინელთა მეტოქე თბილისის "დინამო" იყო. გუნდებს შორის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ "ილიჩევეცში" სამი ქართველი ფეხბურთელი იმყოფება. დავით თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი მარიუპოლელთა რიგებში დონეცკის "შახტარიდან" არიან განათხოვრებულნი, ხოლო "გაგრას" მცველი გიორგი ჯგერენაია გუნდში ისინჯება და შესაძლოა, უკრაინული კლუბის წევრი გახდეს.

"დინამოსთან" სპარინგზე და ვარჯიშების მიმდინარეობაზე დავით თარგამაძე "სპორტ-ექსპრესის" უკრაინულ გამოცემასთან საუბრობს.

- იალტის პირველ შეკრებას როგორ შეაფასებდით?

- ზამთრის შეკრებები ყოველთვის რთულია. ჩემპიონატის გაზაფხულის ნაწილისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. ასეთი მომზადება არასდროს გამივლია. მიუხედავად ამისა, ეს ძალიან გამომადგა და ვგრძნობ, რომ მაღალ დონეზე თამაში მთელი მატჩის განმავლობაში შემიძლია.

- ნიკოლაი პავლოვის რომელი ვარჯიში იყო ყველაზე ძნელი?

- ჩემთვის ყველაზე რთული სამეფო ბილიკი იყო - დისტანცია, რომელიც მოთამაშეებს 23 წუთზე ადრე უნდა დაეფარათ.

- მოკლე დისტანციაზე სირბილი უფრო გიადვილდებათ, ვიდრე კროსი?

- დიახ.

- როგორ მიმდინარეობდა აღდგენითი პროცესი ვარჯიშების შემდეგ? თავისუფალ დროს რას აკეთებდით?

- ვარჯიშები დღეში ორჯერ გვქონდა - დილით და საღამოს. ვარჯიშების შემდეგ საუნაში, აუზსა და მასაჟებზე დავდიოდით. სხვას თითქმის არაფერს ვაკეთებდით, მხოლოდ ვისვენებდით.

- "სევასტოპოლთან" სპარინგში მონაწილეობა არ მიგიღიათ. რატომ?

- მატჩამდე ერთი დღით ადრე გავცივდი, მაღალი ტემპერატურა მქონდა. ნიკოლაი პავლოვმა მითხრა, რომ არ ვითამაშებდი და მხოლოდ ვირბენდი.

ქართველმა ფეხბურთელმა, ასევე, "დინამოსთან" სპარინგზე ისაუბრა.

- "დინამოსთან" სპარინგი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. "დინამოში" 4.5 წელი გავატარე. იქ ყველაფერი მომწონდა, მწვრთნელებიც მენდობოდნენ და 17 წლის ასაკში პროფესიონალური კონტრაქტიც კი შემომთავაზეს, მაგრამ გერმანიაში წასვლა ვამჯობინე.

"დინამოში" ბევრი მეგობარი დამრჩა. ამ გუნდის წინააღმდეგ არასდროს მითამაშია, შეკრებაზეც კი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული შეგრძნებაა, მაგრამ მოგების სურვილი უფრო დიდი იყო. სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ.

საბრძოლო ფრე გამოგვივიდა, თუმცა "ილიჩევეცი" უფრო ახლოს იყო მოგებასთან. მატჩის შემდეგ მე და თორნიკე ოქრიაშვილს გაგვიხარდა კიდეც, რომ მეგობრული ფრით დასრულდა მატჩი.

რატომ არ უყვართ ქართველებს სირბილი? ძნელი სათქმელია. ალბათ, ასეთი საფეხბურთო კულტურა გვაქვს, თუმცა ფიზიკური მონაცემების გარეშეც არ შეიძლება. თუ მზად არ ხარ, მხოლოდ ტექნიკის ხარჯზე ვერავის აჯობებ.

ხოლო ფიზიკურ მომზადებას ყველა თავისებურად უმკლავდება, ქართველი ფეხბურთელებიც კი.

აი, მაგალითად, ოქრიაშვილმა აღიარა, რომ უკვე ენატრება სამეფო ბილიკი და იალტის "ავანგარდის" სარბენი ბილიკები (იცინის). სერიოზულად რომ გითხრათ, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი გამოგვადგება.

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამო" მარიუპოლის "ილიჩევეცს" დაუზავდა - 2:2 [VIDEO]

Toko
m.m.m რა დინამო! რის კარბურატორი! კარგად არის სადაც არის და უკეთეს გუნდში ექნება შანსე ეგ ხო საერთოდ დაგლიჯავს :D
m.m.m
დავით დაბრუნდი საქართველოში. ითამაშე დინამოში და ჩემპიონთა ლიგაში თამაშის შანსი გექნება. მარიუპოლში რას უნდა მიახწიო?
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა