რუსულმა გამოცემა "სპორტ-ექსპრესმა" საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველს სტატია მიუძღვნა
რუსულმა გამოცემა "სპორტ-ექსპრესმა" საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს სტატია მიუძღვნა.

ალექსანდრ კრუჟკოვის სტატია, რომლის სათაურია: "გადაიქცევა ანანიძე ატომურ ჭიანჭველად?" ვფიქრობთ, ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა.

"ნამდვილი ჯანო თქვენ ჯერ კიდევ არ გინახავთ! - მითხრა ცოტა ხნის წინ ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ. - აი, ნახავთ, სრულებით გაიხსნება, როდესაც ტანს აიყრის და მოძლიერდება".

უცნაურია, რომ ეს აქამდე არ მოხდა, ის ხომ უკვე 20 წლისაა. "ფიზიკის" მომატება - დამიჯერეთ, ფეხბურთში ყველაზე მარტივია; აი, რაც შეეხება ტალანტს, რომელსაც ის ფლობს - თამაშის არასტანდარტულ მანერას, მწვავე გადაცემის გაკეთების უნარს, ბურთის გრძნობას - ეს ღვთისგანაა ბოძებული.

17 წლის ანანიძეს ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა როგორც საქართველოს ნაკრებში, ისე მოსკოვის "სპარტაკში" და რამდენიმე რეკორდიც განაახლა. ვისაც დეტალები გაინტერესებთ, გახსენით "ვიკიპედია"...

თუმცა აქ სხვა რამაა მნიშვნელოვანი - იმ შთამბეჭდავი მომენტიდან სამ წელზე მეტი გავიდა, ის კი კვლავ ერთ ადგილზეა, გნებავთ კლუბში, გნებავთ ნაკრებში...

და ყველა საუბარი სრულდება კითხვით - როდის მოძლიერდება ფიზიკურად ჰაეროვანი ჯანო? ისე, რომ მხოლოდ ეპიზოდებში კი არ ფეთქდებოდეს, არამედ მთელ 90 წუთს ატარებდეს მოედანზე...

არადა, ვერავინ უწოდებს ანანიძეს მხდალს. პირიქით, ყველა ორთაბრძოლაში ისეთი ჟინით ერთვება, ნაპერწკლებს ყრის. ლამის თავით ეშვება იქ, სადაც ფეხით ვერაფერს ხდება.

მაგრამ ატომური ჭიანჭველა მისგან ჯერჯერობით მაინც ვერ მივიღეთ.

ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვით, რომ სწორედ ეს სახელი შეარქვეს იტალიაში სებასტიან ჯოვინკოს. მისი სიმაღლე 164 სმ-ია (ჯანოსაზე ექვსით ნაკლები), წონა კი იგივე - 60 კგ. რა მერე? გასულ სეზონში "პარმას" მაისურით 15 გოლი შეაგდო, 11 პასი გააკეთა და 11 მილიონ ევროდ გაიყიდა "იუვენტუსში".

როდესაც პირველად ამ ცეროდენაზე გავიგე, ვიფიქრე: როგორ მოხდა, რომ სერია A-ს იტალიელმა "მჩეხავებმა" არ გადათელეს-მეთქი?! შემდეგ საქმეში ვნახე - კითხვები სრულებით გამიქრა.

ჯერ საქმე ჯოვინკოს დაწევაა და მას არამხოლოდ სისწრაფე, დრიბლინგიც შესაშური აქვს. ართმევის დროსაც მოიხელთებს ხოლმე ბურთს და მას დროულად იშორებს, რითაც იოლად ირიდებს მეტოქისგან "ფეხებში ვარდნას".

მოკლედ, ის მართლაც რომ ატომური ჭიანჭველაა და ბრწყინვალე მაგალითია, განსაკუთრებით ჩია ჯანოსთვის.

ანანიძე ქობულეთიდანაა. მისი აგენტი მისივე თანამემამულე და ოჯახის ძველი მეგობარი, 1981 წლის თასების თასის მფლობელი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძეა.

ორი წლის წინ ჩვენ მოსკოვში შევხვდით. ბატონი რეზო თავის კლიენტზე, როგორც შვილზე, ისე საუბრობდა.

"დიდი ქალაქი შენს თვისებებს მძაფრად წარმოაჩენს. ჩამოდიხარ ცუდი კაცი - მთლად ხელიდან წასული ხდები, თუ კარგი ბიჭი ხარ - უკეთესი გახდები.

აგერ, ავიღოთ ჯანოს მაგალითი - მოსკოვში მხოლოდ უკეთესობისკენ შეიცვალა.

საქართველოში გაჭირვებაა. მას უამრავი მეგობარი ჰყავს და მათ შორის ვერ ნახავთ ერთსაც კი, ჯანოს მისთვის ხელი რომ არ გაემართოს. ვიღაცას დაბადების დღე აქვს, ვიღაცას ვიღაც უყვარს და ფული არ აქვს საჩუქრისთვის - ჯანო უარს არავის ეუბნება, კეთილშობილი და ზრდილია".

მაშინ ვსაუბრობდით იმ ბინაში, რომელიც ანანიძისთვის "სპარტაკს" აქვს დაქირავებული. ჯანოს მამა, ამირანი, გვერდით გვეჯდა. საუბარში არ ჩარეულა. ბევრს ეწეოდა. არ ვიცოდი, რომ სერიოზულად იყო ავად. მკურნალობამ და ოპერაციამ თურქეთში შედეგი ვერ გამოიღო. 2012 წლის ნოემბერში უფროსი ანანიძე გარდაიცვალა. ის 48 წლის იყო.

იმ დროისთვის ვაჟიშვილმა, მამის ინიციატივით, უკვე გამოიცვალა აგენტი. ჩელებაძემ განშორება მტკივნეულად გადაიტანა.

და როგორც ჩანს, დრომ იარა ვერ მოუშუშა. გუშინ ტელეფონზე დავუკავშირდი, რათა ანანიძის "სპარტაკში" პერსპექტივებზე მეკითხა, მან კი მიპასუხა:

- ჩემო კარგო, მოდი, საბა კვირკველიაზე ვილაპარაკოთ. ბრწყინვალე მცველი იზრდება! ჯანოს კი, იმ ყველა გამოცდის შემდეგ, რომელიც ჰქონდა, უბრალოდ, წარმატებებს ვუსურვებ. ღმერთმა გააბედნიეროს!

სხვათა შორის, ქობულეთში, ჩემს კლუბში, სადაც პრეზიდენტი ვარ, მისი უმცროსი ძმა თამაშობს.

- ისეთივე ნიჭიერია, როგორც ჯანო?

- რას ამბობ! ჯანო ერთადერთი და განუმეორებელია...

ამოიოხრა ბატონმა რეზომ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

რა თქმა უნდა, 20 წელი ფეხბურთელისთვის - ასაკი დიდი არაა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს პერიოდი ანანიძისთვის გადამწყვეტი იქნება. თუკი "სპარტაკის" ძირითადში დამკვიდრებას ვერ შეძლებს, დუბლებსა და მთავარ გუნდში მიდი-მოდი - ეს დროის კარგვა იქნება და ამას სჯობს, ძალები სხვა კლუბში მოსინჯოს, თუნდაც იჯარის წესით.

და იქნებ ბოლოს და ბოლოს ვიხილოთ კიდეც ნამდვილი ჯანო?

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრებს ტირანაში ჯანო ანანიძე არ ეყოლება

ჯანო ანანიძე: საშინლად მომენატრა ფეხბურთი

ვალერი კარპინი: ჯანო ანანიძეს ადგილს ძირითადში ვუწინასწარმეტყველებ

იური მოვსისიანი: ჯანო ანანიძემ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა

ჯანო ანანიძე "სპარტაკის" ქომაგებმა ოქტომბერში საუკეთესოდ აღიარეს

ჯანო ანანიძე ანდრეა პირლოს და ლიონელ მესის ნაზავია!

giorgi89
გენაცვალე ჯანო... )
ggg
წარმატებებს ვუსურვებ გულით და სულით,ყველა გულანთებულ ქართველს გაუმარჯოს, ღმერთი შენსკენ, ყოვლადწმინდა შეგეწიოს
ჯ.ჩ.
ჯანო იმ გუნდში უნდა იკოს სადაც თამაშის მუდმივი პრაქტიკა ექნება
guja_kakhadze
ალექსანდრ კრუჟკოვი: "ფიზიკის" მომატება - დამიჯერეთ, ფეხბურთში ყველაზე მარტივია. ჩვენც ეგ გვინდა და იქნებ დროზე მოამატებინოთ!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია