"მილანის" ფანები 9-ნომრიან მაისურებს იტაცებენ... მაშინ, როცა ბალოტელი "მილანშიც" 4(+)5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს!
"ბალო დაბრუნდა" - იუწყება "გაძეტა დელო სპორტის" პირველი გვერდი (რომელიც, უბრალოდ, შესანიშნავია).

დიახ, მარიო ბალოტელი მილანში დაბრუნდა, უბრალოდ, სხვა გუნდში და 31 იანვარს მას "მილანში" დებიუტიც ექნება ქალაქ ბრეშას სამოყვარულო კლუბთან.

"სან სიროს" მიმდებარე მაღაზიები უცბად ცარიელდება ბალოტელის 9-ნომრიანი მაისურებისგან. ისინი უკვე ათასობით შეისყიდეს "მილანის" ფანებმა, მაგრამ...

ბალო თავისი საყვარელი 9-იანით ვერ ითამაშებს!

მართალია, პატომ დატოვა "მილანი" და "კორინთიანსში" გადავიდა, მაგრამ სერია A-ს თავისი წესები აქვს და ერთი ნომერი სეზონის ბოლომდე კლუბში მხოლოდ ერთ ფეხბურთელზეა განპირობებული.

ასე რომ, იტალიის ნაკრების ვარსკვლავს მოუწევს 45-იანი მაისურით დაკმაყოფილება. სწორედ ამ ნომრით თამაშობდა ბალოტელი "ინტერში", მერე კი "მანჩესტერ სიტიში".

ბალოტელი, ალბათ, ივან სამორანოს მიბაძავს, რომელსაც "ინტერში" საყვარელი 9-იანი არ შეხვდა და 18-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. უბრალოდ, ერთიანსა და 8-იანს შორის + დაუსვა. 4+5-იც, მოგეხსენებათ, 9-ს უდრის.

აი, რას ამბობს რობერტო მანჩინი ბალოტელის ტრანსფერზე: "ჩვენ ძალიან ვწუხვართ, ის "სიტის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია და მაგარი შანსი აქვს, დიდ კლუბში თავი გამოიჩინოს და გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი".

მანჩინი გამორიცხავს, რომ ბალოტელის ტრანსფერის მიზეზი თავადაა - "არა, არა, მარიო ჩემთვის კიდევ ერთი შვილივით არის, რომელიც ხანდახან მაცოფებს. ტრანსფერი კი ასე შედგა: კლუბში მითხრეს, რომ "მილანს" სურდა ბალოტელის ყიდვა. მე ველაპარაკე მარიოს და მივხვდი, რომ წასვლა სურდა".

ასე გამოიყურება "გაძეტა დელო სპორტის" პირველი გვერდი. დიდებულია!

მარიო ბალოტელის მაისურები ინტენსიურად იყიდება

ასე იწყებოდა... რობერტო მანჩინიმ კიდევ კარგა ხანს გაუძლო ჭირვეულ თანამემამულეს.

ეს ჯერ კიდევ "მანჩესტერ სიტის" ფორმაა (საგარეო), თუმცა თითქმის იდენტურია მილანურის.

ბალო საყვარელი 9-იანით ნაკრებში თუ თამაშობს

ბალო "ინტერშიც" 45 ნომერი იყო. მან "განსაკუთრებული" ლამის ჭკუიდან შეშალა, სანამ ამ უკანასკნელმა არ მოიშორა.

ივან სამორანოს "ინტერში" 9-იანი ვერ შეხვდა და ჩილელმაც ხერხი იხმარა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარიო ბალოტელიმ "მილანთან" პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა

dato
დაღუპავს მილანსაც
სოსო
ყოჩაღ ნიკა, კარგი სტატიაა :) კარგად გიშრომია :)
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად