ამაური არ გამოვიდა, "სოფლელები" ახლა ბელგიელის იმედად იქნებიან
ბუნდესლიგის მე-19 ტურის შემდეგ "ჰოფენჰაიმი" მე-17 ადგილამდე ჩამოქვეითდა და "სოფლელების" ხელმძღვანელები მიხვდნენ, რომ სასწრაფოდ გუნდის გაძლიერება იყო საჭირო.

"ჰოფეს", პირველ რიგში, კარგი თავდამსხმელი სჭირდებოდა და ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ ბოსებმა არჩევანი მიონხეგლადბახის "ბორუსიაში" დაწუნებულ იგორ დე კამარგოზე შეაჩერეს. არადა, საუბრები რამდენიმე უფრო სახელოვან თავდამსხმელზე იყო - მათ შორის კარვალიო ამაურიზეც.

29 წლის დე კამარგოს ტრანსფერი ჰოფენჰაიმელებმა 30 იანვარს დაადასტურეს - ბელგიელი მარკო კურცის გუნდში სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით ითამაშებს და თუ კრაიხგაუელები პირველ ბუნდესლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ, ზაფხულში იგორს სრულფასოვნად გამოისყიდიან.

"იგორ დე კამარგო ბუნდესლიგაში გამოცდილი თავდამსხმელია და იმედი მაქვს, რომ ჩვენს წინა ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს," - განაცხადა "ჰოფეს" მენეჯერმა ანდრეას მიულერმა და იქვე დასძინა, ამაურისთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ჩვენ კი სასწრაფოდ უნდა გვემოქმედაო.

დე კამარგო "გლადბახში" 2010 წელს, ლიეჟის "სტანდარდიდან" გადავიდა და მას მერე ამ გუნდის ფორმით ბუნდესლიგის 58 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მიონხენგლადბახელთა თავკაცი ლუსიენ ფავრი მას ძალიან იშვიათად ათამაშებდა და იგორმა "გლადბახიდან" წასვლა სწორედ ამიტომ მოისურვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარკო კურცი "ჰოფენჰაიმის" თავკაცად დაინიშნა

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...