ინგლისში აუტსაიდერებმა ფავორიტები გაამწარეს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საოცარი გოლი გავიდა, ორმა არგენტინელმა კი 4-4 გოლი გაიტანა...
686 – წუთი გაშვებული გოლის გარეშე. "პარი სენ-ჟერმენის" მეკარემ, სალვატორე სირიგუმ, საკუთარი კარი მშრალად ზედიზედ 7 შეხვედრაში შეინახა.

26 წლის კიპერმა ლიგა 1-ში გოლი უკანასკნელად 1 დეკემბერს, "ნიცასთან" გამართული მატჩის 85-ე წუთზე გაუშვა, როდესაც ვალენტინ ეისერიკმა საკუთარ გუნდს 2:1 მოაგებინა. იქიდან მოყოლებული, პარიზელებს გოლი უკვე შვიდი მატჩია, არ გაუშვიათ. ამ პერიოდში პსჟ-ის მეტოქეები იყვნენ: "ევიანი", "ვალანსიენი", "ლიონი", "ბრესტი", "აიაჩო", "ბორდო" და "ლილი". მიუხედავად ამ მიღწევისა, სირიგუს საფრანგეთის ჩემპიონატის რეკორდამდე მაინც ბევრი აშორებს – 2005/06 წლების სეზონში "სენტ ეტიენის" მეკარე ჟერემი ჟანომ კარი მშრალად 1 276 წუთის განმავლობაში შეინახა.

"ლილთან" შეხვედრაში პარიზელებმა კარისკენ სულ ორჯერ დაარტყეს და ორივეჯერ არაზუსტად, მაგრამ იმის გამო, რომ 67-ე წუთზე ორელიენ შეჯუმ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა, "პარი სენ ჟერმენმა" მატჩი 1:0 მოიგო და 1996/97 წლების სეზონის შემდეგ "ძაღლებთან" ჩემპიონატში ორივე მატჩის მოგება პირველად მოახერხა.

24 – წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ინგლისის თასზე რიგით მეხუთე დივიზიონის გუნდმა უმაღლესი ლიგის წევრი დაამარცხა. "სატონ იუნაიტედის" 1989 წლის მიღწევა, როდესაც ამ გუნდმა "ქოვენთრის" 2:1 მოუგო, წელს "ლუტონმა" გაიმეორა, რომელმაც "ნორვიჩს", სკოტ რენდელის მიერ მე-80 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოუგო. ამ გუნდის შედეგი უფრო გასაოცარია, რადგან 80-იანი წლების შემდეგ სხვაობა დივიზიონების გუნდებს შორის კიდევ უფრო გაიზარდა, თანაც "ლუტონმა" "იადონებს" სტუმრად მოუგო.

ზოგადად, ასოციაციის თასის ეს ეტაპი პრემიერლიგის გუნდებისთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან ქვედა ლიგების გუნდებთან უმაღლესი დივიზიონის ერთბაშად ხუთი წარმომადგენელი დამარცხდა, ასეთი რამ კი 1994 წლის შემდეგ არ მომხდარა, ხოლო 1927 წლის შემდეგ მხოლოდ მეშვიდედ მოხდა.

"ლივერპულმა", ლუის სუარესის მორიგი გოლის მიუხედავად, რომელიც ურუგვაელისთვის ბოლო 8 მატჩში მე-8 იყო, 2:3 წააგო "ოლდჰემთან" და 1999/2000 წლების სეზონის შემდეგ ქვედა ლიგის წარმომადგენელთან მეექვსედ დამარცხდა.

"ნორვიჩის" და "ლივერპულის" გარდა, თასის გათამაშებას ასევე "ასტონ ვილა", "ქუინზ პარკ რეინჯერსი" და "ტოტენჰემი" გამოეთიშნენ.

21 – წლის წინ ალჟირის ნაკრები აფრიკის თასს მოქმედი ჩემპიონის რანგში, ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა. ალჟირელთა ეს შედეგი 2013 წელს ზამბიის ნაკრებმა გაიმეორა, რომელმაც ბურკინა ფასოსთან 0:0 ითამაშა. საბოლოოდ ზამბიამ ჯგუფში სამივე მატჩი ფრედ დაასრულა და მესამე პოზიციაზე გავიდა. საინტერესოა, რომ ზამბიელებს აფრიკის თასზე 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკვე გავარდნენ.

მეორე ადგილზე ნიგერია გავიდა, რომელმაც ვიქტორ მოზესის დუბლის წყალობით, ეთიოპიას მოუგო. ჯგუფის გამარჯვებული კი, ბევრისთვის მოულოდნელად, ბურკინა ფასოს ნაკრები გახდა. ამ გუნდმა ნიგერიასთან 1:1 ითამაშა (გოლი ალენ ტრაორემ გაიტანა), შემდეგ კი ეთიოპიას 4:0 მოუგო (ტრაორემ დუბლი შეასრულა) და აფრიკის თასის ფინალურ ეტაპზე 19-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა - ბოლოს ბურკინა ფასოს 1998 წელს გვინეის ნაკრებთან ემარჯვა. ბოლო ტურში, ზამბიასთან ნათამაშები ფრის შემდეგ, პოლ პუტის (კამბოჯის დიქტატორ პოლ პოტში არ აგერიოთ) სამწყსო მეოთხედფინალში გავიდა, რაც ამ ნაკრების ისტორიაში სულ მეორედ მოხდა.

11 – ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა კომბინაციაში, რომელიც 19 გადაცემას მოიცავდა და გოლით დასრულდა. არაბეთის გაერთიანებული საემიროების გრანდმა "ალ აინმა" "აჯმანს" 4:0 მოუგო და ამ ოთხი გოლიდან ერთ-ერთი, რომელიც იუსუფ აჰმადმა ბურთთან პირველივე შეხებით გაიტანა, მართლაც საოცარი გამოდგა.

ამ მოგების წყალობით, "ალ აინმა" უახლოეს მდევართან სხვაობა 9 ქულამდე გაზარდა, ტურნირის დასრულებამდე კი 12 ტურია დარჩენილი. ემირატების ლიგის ლიდერს 14 ტურში 53 გოლი აქვს გატანილი (საშუალოდ 3,8), არადა, წინა სეზონში, როდესაც გუნდი ჩემპიონი გახდა, "ალ აინმა" ამაზე ერთით ნაკლები, 52 გოლი გაიტანა.

4 – გოლი ერთ შეხვედრაში. ორმა არგენტინელმა - მაურო იკარდიმ და ლიონელ მესიმ - შეძლო ის, რაც წლევანდელ სეზონში, ხუთ წამყვან ჩემპიონატში (ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი), მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა გაკეთებული. ეს ადამიანი რადამელ ფალკაო გახლავთ, ვინც დეკემბერში "დეპორტივოს" (6:0) ხუთი გოლი გაუტანა.

19 წლის იკარდი, რომელიც "სამპაში" 2011 წელს "ბარსელონადან" გადავიდა, საკუთარ გუნდს "პესკარას" განადგურებაში" დაეხმარა (6:0). აღსანიშნავია, რომ "სამპდორიამ" 5 გოლზე მეტი, "მარასიზე" 1997 წლის შემდეგ პირველად გაიტანა. მაშინ გენუელებმა "ნაპოლი" დაიბრიყვეს (6:3), ვინჩენცო მონტელამ ჰეთ თრიქი შეასრულა, რასაც იურგენ კლინსმანმა ორი გოლი დაუმატა.

მესიმ პოკერი "ოსასუნასთან" შეასრულა, "ბარსამ" კი 5:1 მოიგო. არგენტინელმა კრიშტიანო რონალდოს გაასწრო და გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც 21-ე საუკუნეში, ლა ლიგის ეგიდით, პოკერი სამჯერ შეასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კვირა ციფრებში: ფორვარდების რეკორდები და ბევრი არაზუსტი დარტყმა

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...