სერჯო ფლოკარიმ "ლაციო" ფინალში გაიყვანა
იტალიის თასის ფინალში "ლაციო" ითამაშებს, რომელმაც "იუვენტუსი" საოცრად დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.

ტურინში დაფიქსირებული 1:1-ის შემდეგ რომაელები ფავორიტებად ითვლებოდნენ და მოლოდინი გამართლდა კიდეც. თუმცა თამაში სტუმართა უპირატესობით წარიმართა და თავისუფლად შეიძლებოდა, ფინალური მატჩის საგზური ანტონიო კონტეს შეგირდებს მოეპოვებინათ...

მოიგო იმ გუნდმა, რომელსაც ალბათ უფრო მეტად უნდოდა მოგება. ვლადიმირ პეტკოვიჩმა ორივე ნახევარფინალურ შეხვედრაში საუკეთესო შემადგენლობა ათამაშა, მაშინ, როდესაც კონტემ სწორედ თასზე დაასვენა წამყვანი ფეხბურთელები – თუნდაც ანდრეა პირლო და კლაუდიო მარკიზიო, რომლებიც შესვენების შემდეგ ჩაერთვნენ თამაშში.

პირველი ტაიმი მეტად მძიმე საყურებელი გამოდგა, რადგან მომენტები, ფაქტობრივად, არ შექმნილა. სამაგიეროდ, მეორე იყო საინტერესო ეპიზოდებით დახუნძლული და ფინალი სულაც დრამატული გამოვიდა. რომაელებმა პირველივე სახიფათო მომენტი გოლად აქციეს, ეს ყველაფერი კი 53-ე წუთზე მოხდა... კრისტიან ლედესმამ საჯარიმოში, შორეულ ძელთან ჩააწოდა, სადაც ბურთს გონსალესი დაუხვდა და კარში გადაგზავნა.

აღსანიშნავია, რომ გონსალესმა გოლი ლიონელ სკალონის მიუძღვნა, რომელიც რამდენიმე დღის წინ "ლაციოდან" "ატალანტაში" გადაბარგდა.

გაშვებული გოლის შემდეგ ტურინელები გააქტიურდნენ და მთელი დარჩენილი დრო აშკარა უპირატესობით წარმართეს. მომენტები მხოლოდ რომაელთა კართან იქმნებოდა და რომ არა ტურინელთა უზუსტობა დამაგვირგვინებელ ფაზაში, "იუვე" უპრობლემოდ მოიპოვებდა ფინალის საგზურს. მატჩის კულმინაცია კი მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო გახლდათ, როდესაც ორი წუთის ინტერვალში ამდენივე გოლი ვიხილეთ.

მეორე დამატებული წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში არტურო ვიდალმა შეირბინა, სტეფან რადუს დასწრებაზე აჯობა და ბურთი კარში გადაგზავნა, 1:1.

ტურინელებს სიხარული დიდხანს არ დასცალდათ, რადგან უკვე მომდევნო შეტევა "ლაციომ" გოლად აქცია - კუთხურიდან სტეფანო მაურიმ ჩააწოდა, სერჯო ფლოკარიმ კი ყველას აჯობა და "ბიანკოჩელესტე" ფინალში გაიყვანა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დარჩენილ დროში ტურინელებს კიდევ ორჯერ შეეძლოთ გატანა და 2:2-ის შემთხვევაში გამარჯვება სწორედ კონტეს გუნდს დარჩებოდა. იმავე ვიდალმა თავური დარტყმით სცადა ფედერიკო მარკეტის კარის აღება, მარკიზიომ კი ფაქტობრივად დაუცველ კარს ააცილა ბურთი... "ლაციომ" მეტოქის კარის მიმართულებით ორჯერ დაარტყა, 2:1 მოიგო და ფინალში გავიდა.

ნამატჩევს ანტონიო კონტემ ირონიული კომენტარი გააკეთა, თუმცა იქამდე ვლადიმირ პეტკოვიჩს მოვუსმინოთ...

ვლადიმირ პეტკოვიჩი (ლაციო): "მატჩის ფინალი მართლაც საოცრად დრამატული გამოვიდა და საბედნიეროდ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. მაღალ დონეზე ვითამაშეთ, რისთვისაც შეგირდები მადლობას იმსახურებენ. თუ ყველა შეხვედრას ასეთი მონდომებით ჩავატარებთ, ნებისმიერი სირთულის ამოცანას გადავჭრით. ჩვენ "იუვენტუსი" გამოვაგდეთ თასიდან და ეს მეტად საამაყოა".

ანტონიო კონტე (იუვენტუსი): "რამდენიმე ეპიზოდში მსაჯის გადაწყვეტილება გავაპროტესტე? – არა, მოგეჩვენათ, მსაჯების საქმეში არასდროს ჩავრეულვარ და არც ჩავერევი. არბიტრებზე ლაპარაკი როგორ შეიძლება, ისინი ხომ არასდროს ცდებიან. ამ შემთხვევაშიც, იდეალური მსაჯობა იყო და საწუწუნო არაფერი მაქვს. კრიზისში ვართ? – დიახ, ეს მართლაც საშინელი კრიზისია და როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ტალახიდან, წარმოდგენა არ მაქვს".

იტალიის თასი. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩი

ლაციო-იუვენტუსი 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 გონსალესი (53), 1:1 ვიდალი (90), 2:1 ფლოკარი (90).

ლაციო (4-5-1): მარკეტი – კონკო, ბიავა, დიასი, სიანი – ლედესმა, გონსალესი (86. ცანა), ერნანესი (62. ლულიჩი), მაური, რადუ – კლოზე (70. ფლოკარი).

იუვენტუსი (3-5-2): სტორარი – ბარცალი, ბონუჩი, პელუზო – ისლა, ჯაკერინი (76. კვალიარელა), ვიდალი, მარონე (70. მარკიზიო), პადოინი (68. პირლო) – ვუჩინიჩი, ჯოვინკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ლაციომ" "იუვენტუსი" თასის ფინალის მიღმა დატოვა [VIDEO]

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად