სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი
სამთო-სათხილამურო სპორტი ისე განვითარდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპის ჩასატარებლად საჭირო აღარ არის მთაზე ასვლა და იქიდან სპორტსმენთა დაშვება.

საკმარისია რომელიმე მეგაპოლისში ხელოვნური ამაღლების აგება, მასზე თოვლის დაყრა და... ტრასაც მზად არის. წელს ასეთი რამ უკვე მეორედ მოხდა: ჯერ მიუნხენში, ახლა კი მოსკოვში. ორივე შემთხვევაში, სამთო მოთხილამურეები ერთმანეთს პარალელურ გიგანტურ სლალომში ეჯიბრებოდნენ. ეს შედარებით ახალი დისციპლინაა, სადაც გამარჯვებული ნოკაუტ-სისტემით ვლინდება. ტრასაზე ორი მოთხილამურე ერთდროულად იღებს სტარტს და გამარჯვებულია ის, ვინც უფრო მალე მიაღწევს ფინიშამდე.

რუსეთის დედაქალაქში ყველა უძლიერესი სლალომისტი შეიკრიბა, თუმცა ფავორიტმა სტატუსი მხოლოდ მამაკაცთა ასპარეზობაში გაამართლა. აქ ყველა ელოდა ავსტრიელი მარსელ ჰირშერისა და გერმანელი ფელიქს ნოიროიტერის ფინალს, მაგრამ ამ უკანასკნელმა ნახევარფინალი წააგო და ჰირშერს გადამწყვეტ რაუნდში შვედ ანდრე მიურერთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა, რომელიც უპრობლემოდ დაამარცხა. ამით მან გაიმყარა ლიდერობა სლალომის ჩათვლასა და გენერალურ კლასიფიკაციაში. რაც შეეხება ნოიროიტერს, მან მესამე ადგილისთვის დაშვებაც წააგო ხორვატ ივიცა კოსტელიჩთან.

ქალებს შორის სერიოზული მოულოდნელობა მოხდა. ფინალში არავინ ელოდა ნაკლებად ცნობილი გერმანელის, ლენა დუერის გამოჩენას. იქ უფრო სეზონის ლიდერის, სლოვენიელი ტინა მაზეს გასვლას პროგნოზირებდნენ, მაგრამ ის მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ბრძოლას. მეორე ფინალისტი სავსებით კანონზომიერი იყო – წელს სლოვაკმა ვერონიკა ზუზულოვამ მიუნხენში მოიგო ანალოგიური სტარტი და ახლა დუბლს უმიზნებდა, მაგრამ დუერი მხოლოდ ფინალში გასვლით არ დაკმაყოფილდა და კარიერაში პირველად მოიგო მსოფლიოს თასის ეტაპი.

მესამე ადგილისთვის დუელში ამერიკელმა თინეიჯერმა მიკაელა შიფრინმა სულ მცირედით აჯობა შვეიცარიელ ვენდი ჰოლდენერს. სხვათა შორის, შიფრინი ლიდერობს ქალთა შორის სლალომის ჩათვლას.

საერთო ჩათვლა

კაცები

1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 1135; 2. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) - 921; 3. ფელიქს ნოიროიტერი (გერმანია) - 776; 4. ტედ ლიგეტი (აშშ) - 736; 5. ივიცა კოსტელიჩი (ხორვატია) - 705; 6. ალექსის პინტურო (საფრანგეთი) - 570...

ქალები

1. ტინა მაზე (სლოვენია) - 1694; 2. მარია რიში (გერმანია) - 806; 3. ლინდსი ვონი (აშშ) - 740; 4. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 704; 5. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 697; 6. მიკაელა შიფრინი (აშშ) - 638...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მსოფლიოს თასი - ბოლო რეპეტიცია გავლილია

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა