ქალაქ ნიონში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება
31 იანვარს შვეიცარიაში, ქალაქ ნიონში, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება. ფინალური ეტაპი 2015 წელს ჩეხეთში ჩატარდება.

ნიონში გაემგზავრნენ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე.

შესარჩევ ეტაპზე 10 ჯგუფი იქნება - ორი ექვსგუნდიანი და რვა ხუთგუნდიანი. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მეოთხე კალათაშია განთესილი ბოსნიასთან, პოლონეთთან, ისლანდიასთან, ირლანდიასთან, მოლდოვასთან, ბულგარეთთან, კვიპროსთან, მაკედონიასთან და ლატვიასთან ერთად.

შესარჩევი ეტაპი 2013-14 წლებში გაიმართება.

ამ ციკლში 1992 წელს დაბადებულები და მათზე უმცროსები ითამაშებენ. ალბათ, გახსოვთ, როცა ჩივაძემ წინა შესარჩევში ჩაიბარა გუნდი, აქცენტი სწორედ ამ ასაკის ფეხბურთელებზე გააკეთა, რადგან ჩვენს 21-წლამდელებს ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი უკვე გადაწურული ჰქონდათ.

საქართველოსთან ერთად ჯგუფში ვერ მოხვდება რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრები - ეს ადრევე განისაზღვრა უეფას აღმასკომის მიერ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"