ქუთაისის "ტორპედო" მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად 1 თებერვალს, გამთენიისას, ესპანეთში გაემგზავრება
1 თებერვალს, გამთენიისას, მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად ქუთაისის "ტორპედო" ესპანეთში გაემგზავრება და ესპანეთის სამხრეთში, ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქ ესტეპონაში, სასტუმრო "H10 Estepona Palace"-ში დაბინავდება.

ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ შეკრებაზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სია დაასახელა:

მეკარეები: მაქსიმე ქვილითაია, ომარ მიგინეიშვილი, დავით კუპატაძე;

მცველები: ვაჟა ტაბატაძე, ბიძინა ცინცაძე, გიორგი გურული, გიორგი ონიანი, დათა რიგვავა, ზაზა ჭელიძე;

ნახევარმცველები: ნიკა ფირცხალავა, მერაბ გიგაური, გიორგი კუხიანიძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი, გოგი გოგიჩაიშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, გრიგოლ დოლიძე, გიორგი დათუნაიშვილი, ნიკა ახვლედიანი, ვალერი ბოლქვაძე;

თავდამსხმელები: ნიკა საბანაძე, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი ფანცულაია, ვახტანგ კვარაცხელია, ბექა ტუღუში.

სიაში არ არიან ნიკა სანდოხაძე და ლაშა შერგელაშვილი, რომლებიც ტრავმირებულები არიან. ამავე დროს, "ტორპედოს" პრესატაშე რამაზ ჩხიკვაძემ დაადასტურა "ლელოს" ინფორმაცია, რომ ორმხრივი შეთანხმებით, გუნდთან კონტრაქტი გივი იოსელიანმა გაწყვიტა.

ფლანგის მცველმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა სწორედ "ტორპედოში" ჩაატარა, სულ კი ქუთაისურ გუნდში 35 მატჩი გამართა და ანგარიშზე 4 გოლი ჩაიწერა.

იოსელიანმა რამდენიმე მატჩი ჩაატარა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში და გულშემატკივარს თავი მებრძოლი ხასიათითა და შეტევებში ჩართვებით დაამახსოვრა. თუმცა, 22 წლის იოსელიანს მიმდინარე სეზონში "ტორპედოს" მაისურა ერთხელაც არ მოურგია და სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო გუნდის დატოვება გადაწყვიტა, კლუბის ხელმძღვანელობას კი ხელი არ შეუშლია.

როგორც შევიტყვეთ, იოსელიანს რამდენიმე მიწვევა აქვს. სად ითამაშებს, უახლოეს პერიოდში გვეცოდინება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად