მალხაზ ჟვანიას გუნდის ბირთვი შენარჩუნებულია, თუმცა სამწვრთნელო შტაბი კვლავ ახალგაზრდების დაწინაურებაზეა ორიენტირებული
მარტვილის "მერანი" ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე პირველ საკონტროლო შეხვედრას 31 იანვარს წყალტუბოს "სამგურალთან" ჩაატარებს.

3 თებერვალს მალხაზ ჟვანიას გუნდი ფოთის "კოლხეთს" გაეჯიბრება, 12 თებერვალს კი "მერანი" ურეკში გაემგზავრება შეკრებაზე და მომდევნო სპარინგებს იქ გამართავს.

ჯერჯერობით კი "მერანი" მარტვილში ვარჯიშობს. გუნდის ბირთვი შენარჩუნებულია, თუმცა სამწვრთნელო შტაბი კვლავ ახალგაზრდების დაწინაურებაზეა ორიენტირებული.

უდავოდ "მერანის" წისქვილზე დაასხამს წყალს ის ფაქტი, რომ გუნდში დარჩება საბა ლომია, რომელიც ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 13 გოლით "მერანის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შეგახსენებთ, ლომია "ზესტაფონის" საკუთრებაა და რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებში ივარჯიშა, მაგრამ ფეროელთა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, მისთვის უმჯობესი იქნება, თუ სეზონს მარტვილელთა რიგებში ჩაამთავრებს.

"მერანს" შეუერთდა გიორგი მეგრელაძე. გუნდის მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია დიდი ხანია, მის დაყოლიებას ცდილობდა და საბოლოოდ მეგრელაძემ დიდ ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვიტა.

"დარწმუნებული ვარ, იგი ჩვენს გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ახლა წონაშია და ძველ კონდიციებამდე დასაბრუნებლად გარკვეული დრო დასჭირდება.

ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო ტურებში მეგრელაძეს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდება, თუმცა ახლო მომავალში მისგან ბევრს ველი", - გვითხრა მალხაზ ჟვანიამ.

"მერანში" სინჯებზეა დავით სიჭინავა, ხოლო ნიგერიელი თავდამსხმელის, კრისის დამატება უკვე გადაწყვეტილია - მას "მერანმა" კონტრაქტი გაუფორმა.

ცნობისთვის, კრისი 21 წლისაა და მარტვილელებთან ერთად უკვე რამდენიმე თვეა, ვარჯიშობს. მასთან ხელშეკრულების დადება კი, უეფას კანონმდებლობით, მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი.

კრისი ერთ-ერთმა ქართველმა აგენტმა თურქეთიდან ჩამოიყვანა. ბოლოს იგი ერთ-ერთი იქაური დაბალი ლიგის კლუბში ასპარეზობდა. ათლეტური, ჯანიანი და ტექნიკური - ასე ახასიათებს ჟვანია ნიგერიელ ახალწვეულს.

ვნახოთ, როგორ გაამართლებს "მერანის" თავკაცთა იმედებს კრისი.

"მერანის" ფინანსური მდგომარეობა კი უცვლელია - კლუბის ბიუჯეტი კვლავ მოკრძალებული, მაგრამ კვლავ სტაბილური იქნება. ასე რომ, მარტვილელებს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეთ - ჩემპიონატის ფინიშამდე ათი ტურით ადრე "მერანი" გასავარდნ ზონას ათი ქულით უსწრებს. საქართველოს თასის გათამაშებას ჟვანიას გუნდი უკვე გამოეთიშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა