ელგუჯა ქომეთიანის განკარგულებაში დღეისთვის 35 ფეხბურთელია, საიდანაც საანტალიოდ 25 ფეხბურთელი შეირჩევა
რამდენიმე ქართული კლუბის მსგავსად, სეზონის მეორე ნახევრისთვის ანტალიის მხარეში "ზუგდიდიც" მოემზადება.

როგორც კლუბის პრესსამსახურმა გვაცნობა, "ზუგდიდი" ქემერში გაემგზავრება, სადაც 10-იდან 22 თებერვლამდე დარჩება.

ელგუჯა ქომეთიანის გუნდი თურქეთში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავდება და ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავს. მეტოქეების ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

სავარაუდოდ, "ზუგდიდი" ყაზახურ და რუმინულ კლუბებს გაეჯიბრება.

თურქეთში გამგზავრებამდე კი "ზუგდიდი" "ბაიას" საწვრთნელო ბაზაზე ივარჯიშებს. ელგუჯა ქომეთიანის განკარგულებაში დღეისთვის 35 ფეხბურთელია, საიდანაც საანტალიოდ 25 ფეხბურთელი შეირჩევა.

"ბურთთან ერთად ვარჯიში უკვე დავიწყეთ, თუმცა თურქეთში გამგზავრებამდე ძირითად დროს მაინც ფეხბურთელთა ფიზიკურ მზადებას დავუთმობთ.

პარალელურად, მიმდინარეობს იმ კონტინგენტის შერჩევა, რომლებიც თურქეთში უნდა ვიახლოთ.

მართალია, ძირითადი ბირთვი უკვე ცნობილია, თუმცა ვაკვირდებით ბევრ ახალბედა ფეხბურთელს და სწორედ მათი შერჩევა გვინდა ანტალიური შეკრებისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ დღეის მდგომარეობით, კლუბში ნორმალური სიტუაციაა და საფეხბურთო სეზონის განახლებას საბრძოლო მოტივაციით ვხვდებით", - გვითხრა ელგუჯა ქომეთიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ