პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც "არსენალი" და "ლივერპული" ფრეს (2:2) დასჯერდნენ, "მეთოფეთა" თავკაცი უკმაყოფილო იყო
30 იანვარს გამართული ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც ლონდონის "არსენალი" და "ლივერპული" ფრეს (2:2) დასჯერდნენ, "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი შედეგით უკმაყოფილო იყო.
აღნიშნული მატჩის მე-60 წუთისთვის სტუმარი "ლივერპული" ორბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.
"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის, რომ ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და შედეგად თამაში საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა.
შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც, თუმცა თუ "ლივერპულის" კართან შექმნილი საგოლე მომენტების რაოდენობით ვიმსჯელებთ, 3-4 ბურთის სხვაობით უნდა მოგვეგო.
სამწუხაროდ, დაცვაში ბევრ შეცდომას ვუშვებთ, თუმცა კონკრეტული მოთამაშეების დადანაშაულებას ამჯერად არ ვაპირებ.
ჩემთვის გასაგებია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ზედმეტი ნერვიულობაა: აქამდე კარგად გვახსოვს, ჩვენთვის როგორ ცუდად იწყებოდა "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსისთან" მატჩები და ვცდილობთ, მსგავსი რამ თავიდან ავირიდოთ, თუმცა ასეთი დაძაბულობის ქვეშ ყოფნა იოლი არაა.
საერთოდ, "ლივერპული" კონტრშეტევებზე კარგად ირჯება და ნებისმიერი გუნდისთვის საშიშია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ და ძალიან დასანანია, რომ გამარჯვების გოლი ვეღარ გავიტანეთ", - თქვა ვენგერმა.
არსენალი - ლივერპული 2:2
"არსენალის" თავკაცმა თავისი ფეხბურთელებიდან თეო უოლკოტი გამოარჩია.
"თეო შესამჩნევად ვითარდება. მას არ ეშინია დიდ გუნდებთან მატჩებში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, მუდმივად ქმნის სახიფათო მომენტებს, ეხმარება თანაგუნდელებს.
მას შეუძლია არა მხოლოდ ლონდონის "არსენალის", არამედ ინგლისის ნაკრების ლიდერი გახდეს", - დასძინა არსენმა.
ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXIV ტური: "ჩელსიმ" კისერი ისევ წაიტეხა [VIDEO]
egnate
უნდა მოგვეგო, უნდა მოგვეგო! ხომ ხედავ რომ ვერ იგებ, იყიდე წესიერი გამიცდილი ფეხბურთელები!
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?