რაჟონ რონდოს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში ბრუკ ლოპესი შეცვლის
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შედგა უკვე არაერთგზის დაანონსებული და ყველაზე პროგნოზირებადი ტრეიდი, რომლის მიხედვითაც "მემფის გრიზლისის" ლიდერი რუდი გეი "ტორონტო რეპტორზში" გადავიდა.

ამ ფორვარდის გარდა, კანადური კლუბი მიიღებს ცენტრ ჰამედ ჰადადის, 2013 წლის დრაფტის მეორე რაუნდში არჩევის უფლებას და გარკვეულ ფულად კომპენსაციას. ამის სანაცვლოდ, "მემფისი" "ტორონტოსგან" გადაიბირებს ფორვარდ ედ დევისსა და მცველ ხოსე კალდერონს. თუმცა ეს უკანასკნელი "გრიზლისში" დიდი ხნით არ დარჩება - ესპანელ გამთამაშებელს "დეტროიტ პისტონზში" გაუშვებენ.

კალდერონის სანაცვლოდ, "მემფისს" ერგება ახალგაზრდა ფორვარდი ოსტინ დეი და ვეტერანი თავდამსხმელი ტაიშონ პრინსი. სავარაუდოდ, სწორედ ის დაიკავებს "მემფისის" სასტარტოში ადგილს გეის ნაცვლად.

ეს გაცვლა "დეტროიტს" სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვის საშუალებას მისცემს, მით უმეტეს, რომ წლევანდელ ზაფხულს კონტრაქტი უმთავრდება "პისტონზის" ერთბაშად სამ მოთამაშეს (მაგეტის, მაქსიელსა და ბაინუმს). მართალია, ტაიშონ პრინსს კონტრაქტით დარჩენილი სამი წლისთვის 22 მილიონი დოლარი ერგება, მაგრამ ის "მემფისისთვის" უფრო "იაფი" მოთამაშეა, ვიდრე გეი, რომელიც ანალოგიური პერიოდისთვის 34 მილიონ დოლარს მიიღებს.

რონდოს ლოპესი შეცვლის

ერთი ცვლილება მოხდა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილე აღმოსავლეთ კონფერენციის შემადგენლობაში. როგორც იცით, ხანგრძლივი დროით გამოვიდა მწყობრიდან "ბოსტონ სელტიქსის" გამთამაშებელი რაჟონ რონდო.

მის ნაცვლად, NBA-ს კომისარმა დევიდ სტერნმა "ოლ სტარზე" მიიწვია "ბრუკლინ ნეთსის" ცენტრი ბრუკ ლოპესი.

ლოპესს დებიუტი ექნება "ყველა ვარსკვლავის მატჩში". წელს ეს ცენტრი საშუალოდ მატჩში 18.6 ქულასა და 7.3 მოხსნას აგროვებს.

ამასობაში "ბოსტონ სელტიქსი" რაჟონ რონდოს შემცვლელს ეძებს. როგორც ჩანს, ეს რთული პროცესია, რადგან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა "სელტიქსის" მოთამაშეთა განვითარების კოორდინატორს კეიონ დულინგს სთხოვა მოედანზე დაბრუნება რონდოს ადგილის დასაკავებლად.

თუმცა დულინგმა უარი განაცხადა მოთამაშის კარიერის განახლებაზე და დაეხმარება რაჟონს ტრავმის შემდეგ აღდგენაში.

NBA-მ გამოაცხადა "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" დებიუტანტებისა და მეორეწლიანების ტრადიციული მატჩის მონაწილეთა სია.

ზედიზედ მეორე წელია, ეს შეხვედრა ახალი ფორმატით გაიმართება. NBA-ს ორი ლეგენდა - ჩარლზ ბარკლი და შაკილ ო’ნილი საერთო სიიდან სპეციალური "დრაფტის" მეშვეობით აირჩევენ კალათბურთელებს და დააკომპლექტებენ შემადგენლობებს. თუმცა არის ერთი სიახლე შარშანდელთან შედარებით: ბარკლისა და ო’ნილის გუნდებში სასტარტო ხუთეულებს მაყურებელთა შორის ჩატარებული გამოკითხვა გამოავლენს.

მეორეწლიანები: კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), კენეტ ფარიდი ("დენვერი"), ბრენდონ ნაითი ("დეტროიტი"), კავაი ლეონარდი ("სან ანტონიო"), ჩენდლერ პარსონსი ("ჰიუსტონი"), კლეი ტომპსონი ("გოლდენ სტეიტი"), ტრისტან ტომპსონი ("კლივლენდი"), ნიკოლა ვუჩევიჩი ("ორლანდო"), კემბა უოკერი ("შარლოტი").

ახალბედები: ალექსეი შვედი ("მინესოტა"), დემიან ლილარდი ("პორტლენდი"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), ჰარისონ ბარნსი ("გოლდენ სტეიტი"), ანდრე დრამონდი ("დეტროიტი"), მაიკლ კიდ-გილკრისტი ("შარლოტი"), ბრედლი ბილი ("ვაშინგტონი"), დიონ უეიტერსი ("კლივლენდი"), ტაილერ ზელერი ("კლივლენდი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა