გუშინ ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე მანდილოსნებმა ორ-ორი შეხვედრა გამართეს

საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში სპეციალისტები ფავორიტებად თავიდანვე ქვეყნის ნაკრების წევრებს - სოფიო შაფათავას და თათია მიქაძეს მიიჩნევდნენ, რომლებიც ტურნირზე პირველ-მეორე ნომრებად არიან განთესილი. ისინი ავანსებს ამართლებენ. გუშინ ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე მანდილოსნებმა ორ-ორი შეხვედრა გამართეს.

მეორე წრეში სოფიო შაფათავამ იოლად სძლია ლანა როსტიაშვილს - 6:1, 6:2, აი, მე-6 ნომრად განთესილ ბარბარე ერისთავის დასამარცხებლად კი სამი სეტი დასჭირდა. არადა, მას შემდეგ, რაც პირველი ხელი შაფათავამ 6:0 მოიგო, მეორეში მის წაგებას არავინ ელოდა. ეტყობა, სოფიომ ნაადრევად ირწმუნა გამარჯვება და დაისაჯა კიდეც - 4:6. მესამე სეტის სათამაშოდ უფრო მობილიზებული გამოვიდა კორტზე, მეტოქეს 6:2 სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც დღეს მესამე ნომერ ეკა გორგოძეს დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა ჯერ თეონა ტატიშვილი (6:0, 6:0), შემდეგ კი თამარ კომახიძე (6:1, 6:2) ჩამოიშორა გზიდან. დანარჩენი ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: მე-2 წრე. თამარ მიქაძე-თამარ ჭალაგანიძე 6:1, 6:0, ანი გოგვაძე-ეკატერინე ლასარეიშვლი 6:1, 6:3, ანა ჯიქია-მარიამ დგებუაძე 6:1, 6:3, დიანა დავითაია-თეონა ფიფია 6:0, 6:2. მეოთხედფინალი. დავითაია-ჯიქია 7:6, 7:6, მიქაძე-გოგვაძე 6:1, 6:2.

ამდენად, დღეს ნახევარფინალში ითამაშებენ შაფათავა-გორგოძე, დავითაია-მიქაძე. ამასთანავე, ვაჟები მეორე წრისა და მეოთხედფინალურ შეხვედრებს გამართავენ.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა