ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება
20-წლამდელთა კოპა ამერიკის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა.

ჯერჯერობით მხოლოდ ის გაირკვა, რომ ეკვადორი ბოლო ადგილს ვერ ასცდება და შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურსაც ვერ მოიპოვებს. ჩემპიონობისთვის კი ორი გუნდი იბრძვის და ძალიან კარგია, რომ ეს ორი გუნდი ერთმანეთს ხვდება. პრაქტიკულად, ფინალი მივიღეთ, ოღონდ ამ "ფინალში" ფრე პარაგვაის აძლევს ხელს.

მე-4 ტურის სამივე შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და ჩვენც პირველი მატჩით დავიწყოთ:

პირველად მოედანზე (მატჩები ქალაქ მენდოსაში, "ესტადიო მალვინას არგენტინას"-ზე ტარდება) ჩილე და კოლუმბია გამოვიდნენ. კოლუმბიელები ამ ტურის წინ ჯგუფის ლიდერები და შესაბამისად, ტურნირის მთავარი ფავორიტები იყვნენ, ხოლო ჩილე მე-4 პოზიციაზე იმყოფებოდა და მისთვის მთავარი საზრუნავი ამ პოზიციის შენარჩუნება იყო, რისთვისაც აუცილებლად უნდა მოეგო.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა გულშემატკივარმა ორი გაძევება და ბევრი ყვითელი ბარათი იხილა. სამაგიეროდ, გოლი იყო ცოტა, უფრო სწორად, მხოლოდ ერთი, რომელიც 45-ე წუთზე ნიკოლას კასტილიომ პენალტით გაიტანა. კასტილიოსთვის ეს ბურთი მეხუთე გახლდათ და ის ბომბარდირთა დავაში სეხნიას, ნიკოლას ლოპესს წამოეწია.

ამ მოგების წყალობით, ჩილემ მუნდიალის საგზურის მოპოვების შანსი შეინარჩუნა, კოლუმბიამ კი უმნიშვნელოვანესი სამი ქულა დაკარგა.

ამის მერე მინდორზე პერუ და უქულო ეკვადორი გავიდნენ. თუ ეს შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა, პირველი ოთხეულის ვინაობა ცნობილი გახდებოდა. 82-ე წუთამდე ყველაფერი ამისკენ მიდიოდა, მაგრამ ნახსენებ წუთზე "ჯენოას" 18 წლის ფეხბურთელმა, ენდი პოლომ გამოიჩინა თავი და პერუს სამი ქულა მოუტანა. მანამდე პერუელთა მხრიდან დუბლი იორდი რეინამ შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ისიც ერთ-ერთი თანალიდერია. გარდა ამისა, წითელი ბარათი ამ შეხვედრაშიც იყო: 85-ე წუთზე არბიტრმა ეკვადორელებს ჯუნიორ სომოსა გაუძევა. 10-კაციანმა ეკვადორმა ანგარიშის კიდევ ერთხელ გათანაბრება ვერ შეძლო და საბოლოოდ შეხვედრა 3:2 დასრულდა.

ახლა, ბოლო ტურში, პერუ ჩილეს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონატზეც გავა.

ტურის ცენტრალური მატჩი კი მეზობლებს შორის შედგა. პარაგვაი-ურუგვაის მატჩის გამარჯვებული ბოლო ტურის წინ პირველ პოზიციაზე გადავიდოდა, ფრე კი კოლუმბიას აწყობდა. მატჩი ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორიც ტურის ცენტრალური შეხვედრა უნდა ყოფილიყო. დაძაბული ბრძოლა მთელი 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, ბოლოს კი დრამატული ფინალიც ვიხილეთ, რამაც ეს მატჩი კიდევ უფრო გაალამაზა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის მე-60 წუთზე, პარაგვაელთა მარცხენა მცველმა, ჯუნიორ ალონსომ გაიტანა. ამ მომენტიდან 5 წუთში კი ურუგვაელები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ - არბიტრმა სებასტიან კრისტოფორო გააძევა, რომელმაც 3-წუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

თითქოს ამით ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ 85-ე წუთზე ურუგვაიმ შესანიშნავი შანსი მიიღო - მათ 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს. ბურთთან უკვე "ბორდოში" გადასული დიეგო როლანი მივიდა, რომელსაც ამ ტურნირზე ორი პენალტი ჰქონდა გატანილი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაძაბულობას ვერ გაუძლო და 11-მეტრიანი ვერ გაიტანა.

ურუგვაიმ ჩემპიონობის ყველანაირი შანსი დაკარგა, არადა, ფინალური ჯგუფის დაწყების წინ ეს გუნდი მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა. ჩემპიონობას ვინ ჩივის, იმის შანსიც კი არსებობს, რომ ხუან ვერსერის გუნდი მუნდიალის საგზურის გარეშე დარჩეს. ამისთვის საჭიროა, რომ პერუმ ჩილეს მინიმალური ანგარიშით მოუგოს, ხოლო ურუგვაიმ ეკვადორთან დიდი ანგარიშით წააგოს.

თითქოს არარეალური სცენარია, მაგრამ სამხრეთ ამერიკაში, მით უმეტეს ამ ასაკის ფეხბურთელებში, გამორიცხული არაფერია.

პარაგვაი კი "პოულ პოზიციაზეა" და როგორც აღვნიშნეთ, ბოლო ტურში ერთგვარი ფინალი ელის. ფრის შემთხვევაშიც კი პარაგვაი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი გახდება, რაც მათთვის მეორე ტიტული იქნება (პირველი 1971 წელს მოიპოვეს). კოლუმბიას, რომელიც ახალგაზრდული კოპა ამერიკის გამარჯვებული ორჯერ გახდა (1987 და 2005 წლებში), მესამედ გაჩემპიონებისთვის მხოლოდ მოგება სჭირდება.

20-წლამდელთა კოპა ამერიკა. ფინალური ჯგუფი. IV ტური.

ჩილე-კოლუმბია 1:0

გოლი: 1:0 ნ. კასტილიო (45-პენ).

გაძევება: ბაესა (33. ჩილე), ბალანტა (64. კოლუმბია).

პერუ-ეკვადორი 3:2

გოლები: 1:0 რეინა (28), 2:0 რეინა (34), 2:1 უჩუარი (51), 2:2 ესტერილია (70), 3:2 პოლო (82).

გაძევება: ჯ. სომოსა (85. ეკვადორი).

პარაგვაი-ურუგვაი 1:0

გოლი: 1:0 ჯ. ალონსო (60).

გამოუყენებელი პენალტი: როლანი (87. ურუგვაი).

გაძევება: კრისტოფორო (68. ურუგვაი).

თ მ ფ წ ბ ქ

1. პარაგვაი 4 3 1 0 6-2 10

2. კოლუმბია 4 3 0 1 4-2 9

3. ჩილე 4 2 0 2 6-5 6

4. ურუგვაი 4 2 0 2 4-3 6

5. პერუ 4 1 1 2 5-7 4

6. ეკვადორი 4 0 0 4 4-10 0

ბომბარდირები: 5 ნიკოლას ლოპესი (ურუგვაი), ნიკოლას კასტილიო (ჩილე), იორდი რეინა (პერუ); 4 დერლის გონსალესი (პარაგვაი), დიეგო როლანი (ურუგვაი), ჯონ კორდობა (კოლუმბია), ხუან კინტერო (კოლუმბია), ელი ესტერილია (ეკვადორი).

ბოლო ტური

4 თებერვალი

ჩილე-პერუ, კოლუმბია-პარაგვაი, ურუგვაი-ეკვადორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

20-წლამდელთა კოპა ამერიკა: ჩემპიონობისთვის ტრიადა იბრძვის

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში