ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო
"ქართლი 2011" - ფანჯარა ევროპაში, ადგილი ტრიბუნაზე
"ქართლი 2011" - ფანჯარა ევროპაში, ადგილი ტრიბუნაზე
მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონის ლიდერის პირველ ლიგაში აღზევება გასაკვირი არ იქნება, თუმცა გორელთა საბოლოო მიზანი გაცილებით შორსმიმავალია
რომელი ლიგაც უნდა იყოს, სატურნირო ცხრილის ლიდერის შესახებ ინფორმაცია გულშემატკივრისთვის მუდამ საინტერესოა. მით უფრო, როცა ცხრილის სათავეში მოქცეულ გუნდს შთამბეჭდავი უპირატესობა აქვს უშუალო მდევრებთან.
მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში პირველ ადგილზე მყოფი გორის "ქართლი 2011" წაუგებლად ასპარეზობს: პირველ წრეში ჩატარებული 13 მატჩიდან ერთი ფრე ითამაშა, დანარჩენი ყველა კი მოგებით დაასრულა (ბურთების სხვაობა 46:4)!
"ქართლი 2011"-ის შემადგენლობა მხოლოდ ადგილობრივი კადრებითაა დაკომპლექტებული. აქ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიც ასპარეზობს, უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება რომ აქვს. გუნდს წვრთნიან გორელი სპეციალისტები, ემზარ წკრიალაშვილი და ლავრენტი ბოლოთაშვილი.
კლუბის მზარდი ინფრასტრუქტურული განვითარებიდან, შემადგენლობიდან, ფინანსური ზურგიდან და სატურნირო ცხრილში არსებული მნიშვნელოვანი უპირატესობიდან გამომდინარე, ამ გუნდის პირველ ლიგაში აღზევება გასაკვირი არ იქნება, თუმცა საბოლოო მიზანი გაცილებით შორსმიმავალია.
კლუბი რუსეთში მოღვაწე გორელი ბიზნესმენის, 45 წლის პაატა ფილიევის ინიციატივითაა დაფუძნებული. იგი თავადაც ყოფილი ფეხბურთელი (მეკარე) გახლავთ, რომელიც შემდეგ უცხოეთში წავიდა, წარმატებით შეუდგა კომერციულ საქმიანობას და ბუნებრივია, ფეხბურთის დიდი სიყვარულით იყო ნაკარნახევი, რომ დაგროვებული კაპიტალი გორში, კერძოდ, ფეხბურთში დააბანდა.
ამ ცოტა ხნის წინ კლუბის კონსულტანტი გახდა გია დაუშვილი, რომელსაც რუსეთის პირველი ლიგის სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის სტრუქტურაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
ამბიციური სამომავლო მიზნებით ჩამოყალიბებულმა საფეხბურთო აკადემიამ ძირითადი აქცენტი გააკეთა გორის რაიონის სოფლის ბავშვებზე, კერძოდ, შინდისში, ხელთუბანში, ზეღდულეთსა და ქვახვრელში ჩამოაყალიბა თავისი ფილიალები.
საფეხბურთო აკადემია "ქართლი 2011"-ს აქვს თავისი ჰიმნი, გერბი, დროშა და ვებ-გვერდი fakartli2011.com, სადაც ოპერატიულად, მატჩის დასრულებისთანავე განათავსებს მისი ყველა ასაკობრივი გუნდის მიერ გამართულ შეხვედრათა შედეგებს.
აკადემიამ თავიდანვე ლიცენზირებული მწვრთნელები ჩაუყენა ასაკობრივ ჯგუფებს სათავეში. საფეხბურთო აკადემიის ინიციატივით განვლილი წლის მაისში ერთობ მასშტაბური ტურნირის ორგანიზება მოხდა, რომელიც აფხაზეთში დაღუპული ადგილობრივი ფეხბურთელის, სტანისლავ ბურაკოვის ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი. ორ ასაკობრივ (2000-2001 და 2002-2004 წწ.) ჯგუფში გამართულ შეჯიბრებაში გორის და გორის რაიონის 58-ე საჯარო სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას.
ერთი თვის განმავლობაში ჩატარდა 179 მატჩი. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებამ მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. სპონსორის ხელშეწყობით, თასები და ფინანსური წახალისება მხოლოდ გამარჯვებულ გუნდებს და ნომინაციების მიხედვით საუკეთესო მოთამაშეებს კი არა, ყველაზე აქტიურ გულშემატკივართა ჯგუფსაც კი გადაეცა.
ადვილი მისახვედრია, რომ აკადემიას და კლუბს ეკიპირებისა და სხვა პრობლემები არა აქვს. მათი უმთავრესი საწუხარი ამ ეტაპზე სტადიონი და ბაზაა.
"არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენთვის გადმოსაცემი არენა ან სტადიონის ასაშენებელი ტერიტორია გორში ვერ გამოინახა.
ამას გარდა, წინა ხელისუფლების პირობებში ვერ მოგვარდა გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე მქონე სოფელ ტინისხიდის საფეხბურთო სტადიონის რაიმე იურიდიული ფორმით ჩვენთვის გადმოცემის საკითხი.
ახლა კი დიდი იმედი გვაქვს, რომ ქალაქის ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.
გარდა ამისა, გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელთან მიწა შევიძინეთ, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაფერის ბაზას და რამდენიმე ათას მაყურებელზე გათვლილ სტადიონს ავაშენებთ.
სხვათა შორის, ბატონი პაატა ფილიევის უმთავრესი მიზანია, რომ უმაღლეს ლიგაში გადასვლის და იქ წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ევროტურნირებზე გასულმა "ქართლი 2011"-მა საშინაო შეხვედრები გორში, საკუთარ სტადიონზე ჩაატაროს", - გვითხრა აკდემიის დირექტორმა გელა ნადირაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა