აისა გამესმა დიეგო გოდინის გარდა კიდევ ორი სევილიელი გააძევა
"კლასიკო მაგარი იყო, ისევე როგორც მეორე თამაში "ვისენტე კალდერონზე", ეს კი ესპანეთის თასის პრესტიჟის ამაღლებას უწყობს ხელს", -

ეს სიტყვები ესპანეთის ნაკრების მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს ეკუთვნის და მართლაც ასე იყო, ოღონდ ერთი შენიშვნით:

"ატლეტიკომ" და "სევილიამ" ერთმანეთი არ დაზოგეს, შედეგად მივიღეთ თამაშში სამი გაძევება და სამი პენალტი. ეს ყველაფერი ერთ, მეორე ტაიმში მოხდა.

"ატლეტიკომ" დიეგო კოშტას დუბლით (რა თქმა უნდა, პენალტებით) მოუგო "სევილიას", რომლის შემადგენლობაშიც თავი (პენალტით) ალვარო ნეგრედომ გამოიჩინა, რომელიც მეორე დღეს ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს. რა თქმა უნდა, ამ დაპირისპირებაში აბსოლუტურად არაფერი გარკვეულა, ყველაფერს 27 თებერვლის მატჩი გადაწყვეტს, რომელიც "სანჩეს პისხუანზე" გაიმართება.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ თურქი არდა თურანის კარგი თამაში. თქმა არ უნდა, დღეისათვის არდა ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის ნახევარმცველია.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ატლეტიკომ" ბრწყინვალე მატჩი ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მე ასე ვიტყოდი: ამ თამაშის შემდეგ შანსები 50-50-ზეა".

უნაი ემერი (სევილია): "თამაშის შედეგი იყო სამართლიანი. ძალიან მაგარი მატჩი იყო და ბევრი ენერგია წაიღო, ცალკე საფიქრალი მაქვს, საპასუხო მატჩისთვის ორი მცველის შემცვლელის გამოძებნა".

ესპანეთი. კოპა დელ რეი. ნახევარფინალი. I მატჩი

ატლეტიკო-სევილია 2:1

გოლები: 1:0 დ. კოშტა (49-პენ), 1:1 ნეგრედო (56-პენ), 2:1 დ. კოშტა (71-პენ)

ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი, მ. სუარესი - არდა თურანი, ადრიან ლოპესი (63. კ. როდრიგესი), კოკე (59. კატა დიასი) - დ. კოშტა.

სევილია (4-3-3): ბეტო - სისინიო, ფასიო, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მედელი, მადურო (51. ბოტია), კონდობია (76. რეიესი) - ხესუს ნავასი, ნეგრედო (86. კოკე), რაკიტიჩი.

გაძევება: სპაჰიჩი (48), გოდინი (55), ნავარო (85)

საპასუხო მატჩი 27 თებერვალს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კოპა დელ რეი. ნახევარფინალი. I მატჩი: კოლოსალური ვარანი!

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"