მარიო გომესი დაბრუნდა, შტეფან კისლინგი მოიცდის
ოთხშაბათს პარიზში ძალიან საინტერესო ამხანაგური მატჩი უნდა შედგეს:

საფრანგეთის ნაკრები გერმანიას უმასპინძლებს. ფრანგების თავკაც დიდიე დეშამის განაცხადი უკვე გაგაცანით, დღეს კი გერმანიის ნაკრების შემადგენლობას გაეცნობით, რომელიც ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა 1 თებერვალს დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ იოგის სიურპრიზები არ შემოუთავაზებია.

სიახლეა ის, რომ გერმანიის ნაკრებში მარიო გომესი ბრუნდება, რომელიც გამოჯანმრთელების შემდეგ ბუნდესგუნდის ფორმას პირველად მოირგებს. ლიოვის თქმით, საფრანგეთთან გერმანიის ნაკრების კარს ჰამბურგელი რენე ადლერი დაიცავს, თუმცა იოგიმ იქვე დასძინა, ეს მანუელ ნოიერის დეგრადაციას არ ნიშნავს - პირველი ნომერი კვლავაც მანუა, ადლერმა კი უბრალოდ შანსის მიღება დაიმსახურაო.

ბუნდესგუნდში ისევ არაა გამოძახებული ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი შტეფან კისლინგი, მაგრამ ლიოვმა აღნიშნა, მომდევნო მატჩისთვის (ყაზახეთთან) შტეფანს აუცილებლად გამოვიძახებო.

მეკარეები: რენე ადლერი (ჰამბურგი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი)

მცველები: ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), მატს ჰუმელსი (ბორუსია /დ/), ფილიპ ლამი (ბაიერნი), პერ მერტეზაკერი (არსენალი), მარსელ შმელცერი (ბორუსია /დ/), ჰაიკო ვესტერმანი (ჰამბურგი).

ნახევარმცველები: ლარს ბენდერი (ლევერკუზენი), იულიან დრაქსლერი (შალკე), მარიო გიოტცე, ილქაი გიუნდოგანი (ორივე ბორუსია /დ/), სამი ხედირა (რეალი), ტონი კროოსი, თომას მიულერი (ორივე ბაიერნი), მესუთ იოზილი (რეალი), ლუკას პოდოლსკი (არსენალი), მარკო როისი (ბორუსია /დ/), ანდრე შიურლე (ლევერკუზენი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი).

თავდამსხმელები: მარიო გომესი (ბაიერნი), მიროსლავ კლოზე (ლაციო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საფრანგეთის ნაკრები: დეშამმა ვარანს უხმო

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...