ჩოგბურთელის სატრფოს თავისუფლად შეუძლია ტრუსებით გავიდეს სცენაზე და მაყურებელს თავისი შიშველი უკანალი უჩვენოს

ავსტრალიის ღია პირველობაზე, რომელიც გასულ კვირას დასრულდა, 23 წლის ვიქტორია აზარენკას ემოციურად გულშემატკივრობდა ერთი უცნაური მამაკაცი ხუჭუჭა თმებით, წვერითა და დიდი სათვალით.

ეს არის ამერიკელი რეპერი სტეფან კენდალ გორდი, მაგრამ ის უფრო ცნობილია თავისი სცენური ფსევდონიმით - რედფუ.

37 წლის ამერიკელი - საკმაოდ ექსტრავაგანტული ნატურაა. მას თავისუფლად შეუძლია ტრუსებით გავიდეს სცენაზე და მაყურებელს თავისი შიშველი უკანალი უჩვენოს.

სწორედ ასეთი პერფორმანსი ჩაატარა მან რუსეთის ქალაქ სამარაში, რითაც აღფრთოვანებაში მოიყვანა ახალგაზრდა მაყურებელი, უფრო ასაკოვანი ქალბატონები კი კარგა ხანი ვერ გამოდიოდნენ შოკიდან.

მელბურნში სკანდალური რეპუტაციის დიჯიეისა და რეპერს ასეთი რამ არ უკადრებია - ის რეგულარულად ესწრებოდა ვიქტორიას ვარჯიშებს და ეხმარებოდა მას ჩოგნების ჩანთის ტარებაში.

"მე შეყვარებული ვარ და არ არის მნიშვნელოვანი, როგორ შეხვდა ხალხი ჩემს არჩევანს, - განუცხადა ჟურნალისტებს აზარენკამ. - ის უჩვეულო ბიჭია, განსაკუთრებული. თითქოს სხვადასხვა სამყაროდან ვარ".

ავსტრალიის ღია პირველობირს ჩემპიონმა არ დაასახელა თავისი რჩეულის სახელი. რედფუც ქარაგმებით ლაპარაკობს: "ის მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარულია. ის არის ნომერ პირველი".

ვიქტორია მართლაც მსოფლიო კლასიფიკაციის პირველი ნომერია. ვიკამ და რედფუმ შარშან სექტემბერში, ნიუ იორკში გაიცნეს ერთმანეთი, როცა აზარენკა აშშ-ის ღია პირველობაზე თამაშობდა, სეზონის დასრულების შემდეგ კი რეპერი ვიკასთან მინსკში ჩავიდა. მათ ერთად ხედავდნენ საჩოგბურთო კორტზე და საკალათბურთო მოედანზე, გარდა ამისა, აზარენკამ ამერიკელს მისთვის საყვარელ ადგილებზე ექსკურსია მოუწყო.

თუმცა რეპერი მშობლებს არ გააცნო - დედ-მამას, შესაძლოა, არ მოსწონებოდათ გოგონას არჩევანი. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი ქალიშვილი ჩოგბურთელ სერგეი ბუბკას ხვდებოდა.

ნახტომი მესამე სართულიდან

ბუბკასა და აზარენკას რომანი რამდენიმე წელი გრძელდებოდა. ისინი ერთად ჩნდებოდნენ საღამოებზე და გარშემო მყოფნი ამჩნევდნენ, რომ მათ შორის დიდი სიყვარული იყო.

"ის კარგი და კეთილი ადამიანია. და სრულიადაც არ არის კაპრიზული. მასში არაფერია ვარსკვლავური, - ყვებოდა ნახევარი წლის წინ უკრაინელი ჩოგბურთელი. - ჩვენ ყველაფერი შესანიშნავად გვაქვს.

ვიქტორია ჩამოსული იყო კიევში, მე ის ჩემს მშობლებს გავაცანი, მათ სწრაფად იპოვნეს საერთო ენა. ვფიქრობ, ამ მომენტისთვის ვიკას პრიორიტეტი - კარიერაა. მას ძალიან უნდა საუკეთესო გახდეს".

აზარენკამ თავისას მიაღწია - საუკეთესო გახდა. ხოლო ჭოკით ხტომის ლეგენდის, უფროსი სერგეი ბუბკას ვაჟი ბოლომდე იმედისმომცემ ჩოგბურთელად დარჩა. ის რეიტინგის მეორე ასეულში ჩაიკარგა - "დიდი სლემის" ტურნირებზე ბუბკას აღარ იწვევდნენ.

2012 წლის ნოემბერში კი მას სულელური ისტორია შეემთხვა. უმცროსი ბუბკა მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა. ეს პარიზში მოხდა. დილით ადრე, დაახლოებით შვიდ საათზე, ახალგაზრდა ჩოგბურთელი მძიმე ტრავმებით მიიყვანეს ჟორჟ პომპიდუს სახელობის საავადმყოფოში.

თავიდან ექიმები მისი სოცოცხლის გამოც კი შიშობდნენ. ბუბკა იცოცხლებს, მაგრამ უცნობია, შეძლებს თუ არა კორტზე დაბრუნებას.

ფრანგული პრესის ვერსიით, სერგეი ტურნირის დროს თავის ერთ-ერთ მეგობართან გაჩერდა. საღამოს ბიჭები კარგად გაერთნენ და დილით გაღვიძებულმა ბუბკამ აღმოაჩინა, რომ სააბაზანოში იმყოფებოდა, კარი კი გარედან იყო ჩაკეტილი. მან უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და ფანჯრიდან სცადა მეზობელ ოთახში გადასვლა, მაგრამ წონასწორობა დაკარგა და ფანჯრიდან გადავარდა.

თუმცა არსებობს სხვა ვერსია. ის შემდეგში მდგომარეობს: უმცროსმა ბუბკამ შეგნებულად სცადა თვითმკვლელობა. იმ მომენტისთვის ის უკვე დაშორებული იყო ვიქტორია აზარენკასთან და როგორც საჩოგბურთო წრეებში ჭორაობენ, მძიმედ გადაიტანა შეყვარებულის დაკარგვა. ამ გაყრის ინიციატორი აზარენკა ყოფილა.

მოგვიანებით მან საავადმყოფოში მოინახულა ბუბკა და უთანაგრძნო მას, თუმცა მიახვედრა, რომ კავშირის აღდგენა შეუძლებელი იქნებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავსტრალიის ღია პირველობა: შარშანდელი ჩემპიონები

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს