დუშან უჰრინი ცენტრალური ნახევარმცველების პოზიციაზე მოთამაშეებს ეძებს
ბოლო დროს გავრცელდა საკმაოდ დაუჯერებელი ინფორმაცია, რომ თბილისის "დინამო" მოლაპარაკებას აწარმოებს ხორხე ვალდივიასთან და რომ, თითქოს, დიდი შანსია, ჩილელი ნახევარმცველი მალე თბილისის "დინამოში" ჩაირიცხოსო.

ამ ფეხბურთელის ტრანსფერს "ტრანსფერმარკტ"-ი 1,5 მილიონ ევროდ აფასებს. ვალდივიას უთამაშია ისეთ პოპულარულ კლუბებში, როგორებიც არიან "კოლო-კოლო", "რაიო ვალეკანო" და "სერვეტი", 2010 წლიდან კი ბრაზილიურ "პალმეირასში" ირიცხებოდა და 65 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.

ჩილეს ეროვნულ ნაკრებში 51 თამაში აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.

ინფორმაციის თანახმად, ვალდივია თავისუფალი აგენტია და ცალსახად ვიტყვით, რომ ის თბილისის "დინამოსთვის" დიდი შენაძენი იქნებოდა, მაგრამ ჩილელი შემტევი ნახევარმცველით არგენტინის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი "რივერ პლეიტია" დაინტერესებული და მისი ჩამოყვანა საკმაოდ დაუჯერებლად ჟღერდა.

ასევე მცირე ხნის წინ გავრცელდა ცნობა, "დინამო" თითქოს, პრაღის "სპარტას" სლოვაკი ფეხბურთელით, პეტერ გრაიციარითაც დაინტერესდა და ტრანსფერი რეალური იყო. ისიც ცენტრალური ნახევარმცველია და საყრდენის პოზიციაზეც თამაშობს.

დაუჯერებელი ის იყო, რომ 29 წლის გრაიციარს პრაღის "სპარტასთან" 2015 წლამდე გააჩნია კონტრაქტი, მისი სატრანსფერო თანხა კი 750.000 ევროს შეადგენდა - პირველი კითხვა, რაც მისი და ვალდივიას ტრანსფერის გამო იბადებოდა - სად მოიძიებდა "დინამო" მათი პირადი კონტრაქტების სახსრებს. ბოლო დროს ხომ კლუბის საკადრო პოლიტიკა ბევრად მოკრძალებულ ტრანსფერებზეა აწყობილი.

თუმცა, მთავარი მაინც სხვა არის. თბილისის "დინამოშიც" გვითხრეს, რომ ვალდივიასთან და გრაიციართან არანაირი მოლაპარაკება არ ჰქონიათ.

თუმცა, ამ ინფორმაციებიდან ერთი მაინც ცხადია, კლუბი ცენტრალური ნახევარმცველების პოზიციაზე მოთამაშეებს ეძებს. ეს კლუბის მთავარი მწვრნელის, დუშან უჰრინის ადრინდელი ინტერვიუებიდანაც ცნობილი იყო. მაგრამ როგორც ჩანს, ახლა ძიება გაძლიერებულად მიმდინარეობს და ისიც არაა გამორიცხული, მათი კანდიდატურები "დინამოს" მართლაც შესთავაზეს.

შესაძლოა, ასე წელიწადში 100-მდე მოთამაშეს სთავაზობდნენ. მაგრამ ერთია შეთავაზება და მეორე, რეალობა, რომელსაც ქართული კლუბები ვერ გადაახტებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამო" ევროპის 21-ე საუკუნის საუკეთესო კლუბებს შორის 132-ეა

თბილისის "დინამო" მარიუპოლის "ილიჩევეცს" დაუზავდა - 2:2 [VIDEO]

დაუჯერებელია, დაუჯერებელი ქართული გუნდი ფეხბურთელში ფულს იხდიდეს... ის თავისუფალი აგენტი უნდა იყოს,გუნდიდან გაგდებული, ბურთს მონატრებული
datagona
რა გასაკვირია გრაიციარში 750000 გადაიხადონ,ბოლობოლო დვალში გადაიხადეს 400 000 დოლარი :)
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია