ავსტრალიის საუკეთესო მორაგბე "ვოლაბების" ფლანკერი დევიდ პოკოქი გახდა, რომელსაც ჯონ ილზის მედალი გუშინ საზეიმოდ გადასცეს...

ავსტრალიის საუკეთესო მორაგბე "ვოლაბების" ფლანკერი დევიდ პოკოქი გახდა, რომელსაც ჯონ ილზის მედალი გუშინ საზეიმოდ გადასცეს. წლის საუკეთესო მოთამაშეს ავსტრალიის ნაკრების მორაგბეები ასხელებენ. 22 წლის პოკოქი თანაგუნდელებმა ყველასგან გამოარჩიეს. მან 269 ქულა დააგროვა, შარშანდელმა წლის მოთამაშემ, მგეზავმა მეთ გიტომ 193 ქულა მიიღო. მესამე კი ქუადე კუპერი იყო 138 ქულით.

საუკეთსო ახალბედას პრიზი "ვორათაზის" ფულბეკმა ქართლი ბეილიმ დაისაკუთრა. 21 წლის ბეილის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2009 წლის ნოემბერში შედგა და მას შემდეგ 15 კეპი მოიხვეჭა. ავსტრალიის ნაკრების ბოლო ოთხ ტესტში კი სულაც ძირითად შემადგენლობაში იყო.

ორივე ახალგაზრდა ლაურეატი ახლა "ვოლაბების" შეკრებაზეა და ნოემბრის ტესტებისთვის ემზადება.

ტულიგაი რაგბიდან 50 დღით მოკვეთეს

საფრანგეთში თამაშის წესების უხეშად დამრღვევებზე სანქციები სულ უფრო მკაცრდება. ფრანგული რაგბის პროფესიული ლიგა მოთამაშეების ჯანმრთელობაზე ზრუნავს და ყველა ხიფათის შემცველ ქმედებას მკაცრად სჯის.

ახლახან საფრანგეთის რაგბის პროფესიული ლიგის სადისციპლნო კომიტეტმა "პერპინიანისა" და სამოას ნაკრების მესამეხაზელ ჰენრი ტულიგაის 50-დღინაი სასჯელი დაუწესა. მან საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში "ლა როშელის" მესამეხაზელი დანიელ ნევო სახიფათოდ შებოჭა. დიკვალიფიკაციის გამო ტულიგაის საფრანგეთის ჩემპიონატის სამი ტურისა და სამოას ნაკრების ორი ტესტის გამოტოვება მოუწევს.

ასეთია და რა ქნას?!

ახალი ავსტრალიური კლუბი "მელბურნ რებლზი", რომელიც მომავალი წლიდან ყოფილი ზე 14-ის გუნდებს დაემატება და უკვე ოფიციალურად გადანათლულ "ზე რაგბის" გათამაშებაში ჩაებმება, მომავლი კვირიდან საწვრთნელ შეკრებას იაპონიაში გამართავს.

მელბურნული გუნდი ახალი "შეკოწიწებულია" და უკეთ შეთამაშებისთვის მზადებას ადრიანად შეუდგა. იაპონიაში "რებლზი" ამ ქვეყნის A ნაკრებს და რამდენიმე კლუბს დაუპირისპირდება.

"მელბურნ რებლზი" ახალი გუნდია, რომელიც მორაგბეებს ახალ პერსპექტივას სთავაზობს. წარმატება რაგბიში გუნდურად მიიღწევა. თუ გუნდი წარმატებულია, მისი ცალკეული მოთამაშეებიც წარმატებულნი იქნებიან. ამიტომ ყველა ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და გამარჯვებები ვჭედოთ" - უთხრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა როდ მაკქუინმა მორაგბეებს ბოლო კრებაზე.

ამ ტავყრილობას არ ესწრებოდა გუნდის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე, ინგლისელი მგეზავი დენი სიპრიანი, რომელსაც ვითომდა ავსტრალიის ვიზის მიღება გაუჯანჯლეს. არადა, დენის, წესით, პრობლემები არ უნდა ჰქონდეს. თავსაც ჯანმრთელად გრძნობს და ახლახან ლონდონში მოდების ჩვენებაზეც ნახეს ყოფილ გელფრენდ კელი ბრუკთან ერთად. აღსანიშნავია, რომ სიპრიანი და მაქკუინი ლონდონში ერთი თვის წინ სწორედ "ფეშენ ვიკის" მსვლელობისას შეხვდნენ, როცა ემპორიო არმანის სამოდელო სახლის ნაწარმის ჩვენება მიმდინარეობდა.

ერთი სიტყვით, სიპრიანი თავისას არ იშლის. ასეთია და რა ქნას?! ჰოდა, "პომების" თავკაცმა მარტინ ჯონსონმა სწორედ ამიტომ მოკვეთა გუნდიდან და, საქმეს ისეთი პირი უჩანს, სიპრიანიმ რაც უნდა კარგად ითამაშოს, ჯონსონის ხელში ინგლისის ნაკრების კვართს ვერ მოირგებს.

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"