სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღიარებს, რომ ჭიდაობის ფედერაციაში მდგომარეობა ჩიხშია შესული

იმის მიუხედავად, რომ 31 იანვრის ღამეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მინისტრმა ლევან ყიფიანმაც და ლუკა კურტანიძემაც განაცხადეს, ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე კონფლიქტი ამოწურულიაო, დაპირისპირებას დასასრული მაინც არ უჩანს და ახალ ფაზაში გადადის - 1 თებერვალს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რომან რურუამ განაცხადა, დებულებით კურტანიძეს ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების მთავარ მწვრთნელთა ერთპიროვნულად გადაყენების უფლება არ ჰქონდაო. რურუა აღიარებს, რომ მდგომარეობა ჩიხშია შესული.

თუმცა მწვრთნელთა მოხსნის კანონიერება ფედერაციაში არსებული დაპირისპირების მხოლოდ ერთი გაგრძელებაა და გაჩუმებას არც თემურ ყაზარაშვილი აპირებს, რომელიც უკვე ფედერაციის ოფისში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების განხილვას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ მწვრთნელთა გადაყენების შედეგად წარმოქმნილმა კონფლიქტმა ახალი ძალით კურტანიძესა და ყაზარაშვილს შორის იფეთქა - ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს, რასაც კურტანიძე უარყოფს.

1 თებერვალს სახელოვანმა ვეტერანმა, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა რომან რურუამ ჯერ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გამართა, მერე კი მინისტრსაც შეხვდა. გთავაზობთ მის კომენტარს:

- ფედერაციის პრეზიდენტს ეროვნული თუ სხვა ნაკრებების მთავარ მწვრთნელთა აღმასკომის გარეშე, ერთპიროვნულად დათხოვნის უფლება არ ჰქონდა.

ეს პირდაპირაა მითითებული დებულების X პუნქტში, სადაც ლაპარაკია მხოლოდ მთავარ მწვრთნელებზე და არა დანარჩენებზე.

მათი გათავისუფლება უკანონო გადაწყვეტილება იყო, რისი გამოსწორებაც ახლა ვერ ხერხდება. ყოველ შემთხვევაში, გამოსავალს ვეძებთ და ჯერ ვერ ვპოულობთ.

ძველი მწვრთნელები რომ დააბრუნონ, მაშინ ახლები უნდა გაუშვან. ამას პრეზიდიუმის თანხმობა სჭირდება, მაგრამ შიშობენ და ეჭვობენ, ის ძველი მწვრთნელების გათავისუფლებას მხარს არ დაუჭერს.

ეს აფიქრებს კურტანიძესაც და ყველას. არადა, ეს დაპირისპირება მანამ არ დამთავრდება, სანამ ძველების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.

ამბობენ, ისინი ოფიციალურად არ იყვნენ დანიშნულებიო. აბა, ამდენი წელიწადი ხელფასს როგორ აძლევდით-მეთქი და ეს სტიპენდია იყოო.

ამაზე ფედერაციის მიღება-ჩაბარების აქტი მოვითხოვე, რაც არ აღმოჩნდა. არადა, ეს დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს, სადაც ქონებასთან ერთად კადრებიც იქნება მითითებული.

ერთი სიტყვით, იურიდიულად ყველანაირად წაგებული საქმეა. ძველი მთავრობის ვარიანტებს თუ გაიმეორებენ, მხოლოდ მაშინ მოიგებენ.

ამ საკითხზე მინისტრსაც შევხვდი, რომელმაც თქვა, ფედერაციის საქმეში ვერ ჩავერევი, თქვენვე მოაგვარეთო.

საამისოდ 3-დღიანი ვადა მოგვცეს, მაგრამ რა იქნება მერე, ვერ გეტყვით. იუსტიციის სამინისტროც რომ ჩავრიოთ, რა - ის ახალ დებულებას დაწერს?

P.S. მთელ ამ ამბავში გაკვირვებას ერთი გარემოება იწვევს - კანონი თუ მართლა დაირღვა (არადა, რომან რურუას აბსოლუტურად ვენდობით), სამართლიანობის აღდგენას წინ რა უდგას?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დაპირისპირება საჭიდაო ოჯახში - აბსურდის თეატრი თუ ჩვეულებრივი ემოციები?!

ლუკა კურტანიძე: ყაზარაშვილი რომ მეცემა, დღეს რა მდგომარეობაში იქნებოდა?

სპორტის სამინისტრო ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ლუკა კურტანიძემ თემურ ყაზარაშვილი და რაინდ აბრამიშვილი სცემა [VIDEO]

[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე