22 წლის ფეხბურთელის თავს ზუსტად იგივე ვითარებაა, რაც ბუბა დაუშვილის, "ზესტაფონისა" და "კარპატის" "სამკუთხედის" შემთხვევაში
ზაქარია ბეგლარიშვილი ლვოვის "კარპატიდან" წამოვიდა.

უკრაინული კლუბის მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი კოსტოვი 22 წლის ქართველით ესტონეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაინტერესდა. ტალინის "ფლორას" შემტევმა ნახევარმცველმა გასულ წელს "მეისტრიილიგაში" შედეგიანი თამაშით გამოიჩინა თავი - 28 მატჩში 17 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ბომბარდირებში მესამე ადგილზე გავიდა.

ბეგლარიშვილით ლვოველები ჯერ კიდევ 2012 წლის ზაფხულში დაინტერესდნენ, რაც ქართველისთვის მისაღები ვარიანტი აღმოჩნდა. ისიც თავისუფალი აგენტი იყო და უკრაინაში გადასვლა გადაწყვიტა.

ბეგლარიშვილი 13 იანვარს ლვოვის "კარპატს" თურქულ შეკრებაზე გაჰყვა. მაგრამ 20 იანვარს უკრაინელები ანთალიაში უკვე მეორედ გაემგზავრნენ, ოღონდ, ბეგლარიშვილის გარეშე; ლვოველთა შემადგენლობაში მხოლოდ ორი ქართველი ფეხბურთელი იყო: ასევე ცენტრალური ნახევარმცველები, ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი.

უკრაინული მედიის ცნობა, თითქოს, ბეგლარიშვილი კოსტოვმა აღარ წაიყვანა, დაზუსტებას საჭიროებს. ჩვენი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბეგლარიშვილი თავისუფალი აგენტია, ტალინის "ფლორა" მასში საკომპენსაციო თანხას ითხოვს: ქართველი ნახევარმცველი 23 წლის არ გამხდარა, ასეთ დროს კი კომპენსაცია სავალდებულოა.

მოკლედ, ზუსტად იგივე ვითარებაა, რაც დაუშვილის, "ზესტაფონისა" და "კარპატის" "სამკუთხედის" შემთხვევაში.

ლვოვის "კარპატი" ვალდებული იყო, ესტონელებისთვის საკომპენსაციო გადაეხადათ. მერე რა მოხდა, დეტალები ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ტრანსფერი ამიტომაც ჩაიშალა. თავად ბეგლარიშვილმა არ ისურვა გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა და კლუბი საკუთარი სურვილით დატოვა.

ვფიქრობთ, ახლა საკმაოდ კარგი დრო არის, ბეგლარიშვილით წამყვანი ქართული კლუბები დაინტერესდნენ. მისი აყვანა რომ არავის აწყენდა, "ფლორაში" ზაქარიას შედეგიანობა და ესტონელების დამოკიდებულება მეტყველებს - მათ დღემდე არ სურთ ქართველის გაშვება და ახალ კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობენ.

ლვოვის "კარპატის" ეკუთვნის სანდრო გურულის ტრანსფერიც. საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს გორის "დილასთან" იჯარის ვადა ამოეწურა და უკრაინაში დაბრუნდა, მაგრამ "კარპატის" შეკრებაზე ისიც არ გაჰყოლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზაქარია ბეგლარიშვილი ლვოვის "კარპატიში"?

ზაქარია ბეგლარიშვილი თავისუფალი აგენტი ხდება

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად