ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელის გადაწყვეტილებით, თურქეთში სათადარიგო შემადგენლობა გაემგზავრა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უკვე სტამბოლშია, სადაც ამ უქმეებზე ვები ემრეს სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" პირველი შეჯიბრება იმართება ჭიდაობის ამ სტილის მიმდევართათვის.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბეგი დარჩიას გადაწყვეტილებით, თურქეთში ნაკრების სათადარიგო შემადგენლობა გაემგზავრა, რადგან ლიდერებს ანუ საქართველოს ჩემპიონებს მწვრთნელი 23-24 თებერვალს უნგრულ სომბათჰეიში გასამართი ამავე რანგის მეორე ტურნირისთვის ინახავს, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის ევროპის პირველობისთვის მზადების გზაზე სასტარტო იქნება.

ზურაბ კეკელიძე (55), ირაკლი ჭოჭუა, ქემალ ხარაბაძე (ორივე - 60), საჩინო დავითაია, მარადი აბულაძე, ანტონ მამაგეიშვილი, გოგიტა გოგიბერაშვილი (ოთხივე - 66), გენადი გოგიშვილი, უშანგი ჩიტიაშვილი (ორივე - 74). ვალერი მურვანიძე, გიორგი ცირეკიძე, რევაზ ნადარეიშვილი (სამივე - 84), მიხეილ ქაჯაია, ჯონი მინაძე (ორივე - 96), შოთა გოგისვანიძე, ლევან არაბული (120) - ამჯერად სტამბოლში ესენი იასპარეზებენ.

როგორც ვხედავთ, დარჩიამ გუნდს თურქეთში საჩინო დავითაიაც გააყოლა - საქართველოს წლევანდელ ჩემპიონთაგან ერთადერთი.

ამის მიზეზი სატურნირო პრაქტიკის დეფიციტია - შარშან, როცა ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ასაკობრივი ნაკრებიდან ეროვნულში გადმოვიდა, პრაქტიკულად, არსად უჭიდავია, ახლა კი, ინტენსიური სეზონის წინ, ეს ნაკლი როგორმე უნდა გამოსწორდეს.

დავითაია საუნგრეთო შემადგენლობაშიც მოიაზრება, ოღონდ იქ მისი ჭიდაობა დამოკიდებული იქნება ზედ უნგრული შეჯიბრების წინ მინსკში გასამართ მეორე შეკრებაზე - როგორ გაივლის მას.

დარჩიას სტამბოლში საქართველოს ჩემპიონთაგან კიდევ ერთი ახალგაზრდის - რობერტ ქობლიაშვილის (84) გაგზავნაც სურდა, თუმცა ამჯერად თავი შეიკავა. ქობლიაშვილი და საქართველოს ჩემპიონი ედნარ შავაძე (55) კვლავაც 20-წლამდელთა ნაკრების წევრები არიან და იმ გუნდთან ერთად გადიან შეკრებას. ჯერ არაა გადაწყვეტილი, რომელ ნაკრებში დარჩებიან ისინი.

სხვათა შორის, უფროსთა შემდეგ მათ ახალგაზრდებშიც მოიგეს საქართველოს პირველობა.

რაც შეეხება უნგრეთის ტურნირს, იქ ლაშა გოგიტაძე, რევაზ ლაშხი (ორივე - 60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი, მანუჩარ ცხადაია (ორივე -74), რობერტ ქობლიაშვილი, ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე, ირაკლი ქაჯაია (96), სერგო გოგისვანიძე და გურამ ფერსელიძე (120) გამოვლენ. თუმცა კიდევ ერთხელ შევნიშნავთ, რომ იქ დავითაიას და ქობლიაშვილის ჭიდაობა ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი.

თურქეთშივე, ოღონდ ცოტა მოგვიანებით და სხვა ქალაქში - 9-10 თებერვალს ანკარაში იაშარ დოგუს სახელობის დიდ საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ რევაზ მინდორაშვილის გადაწყვეტილებით, იქ გიორგი ედიშერაშვილი (55), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96) და გენო პეტრიაშვილი (120) გამოვლენ.

დარჩიასი არ იყოს, 19-24 მარტს თბილისში გასამართავ ევროპის პირველობამდე დარჩენილი დროის სიმცირის გამო ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ტურნირში გამოცდას ვერც მინდორაშვილი ასწრებს. ამიტომ გუნდი მანაც ორად გაყო - ლიდერები ანკარაში იჭიდავებენ, სათადარიგოები კი 16-17 თებერვალს კიევში საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავენ ძალებს. თუმცა სათადარიგოებსაც გააჩნია.

მაგალითად, მძიმე წონაში ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი დავით მოძმანაშვილი და ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი გიორგი საკანდელიძე იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა