ლადო ბურდული ბოლნისური კლუბის გენერალურ დირექტორად დაინიშნა
სულ რაღაც ორი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც ბოლნისის "სიონში" ხელმძღვანელობა შეიცვალა. კლუბში გენერალურ დირექტორად დანიშნულმა მალხაზ მაღრაძემ ძველი კადრების ახლით ჩანაცვლება გადაწყვიტა.

სპორტული დირექტორის, ლადო ბურდულის კანდიდატურა ყველასათვის მისაღები აღმოჩნდა, მაგრამ არა - მაღრაძისთვის.

როგორც შევიტყვეთ, კლუბში მიმდინარე მოვლენები ბოლნისის გამგეობაში განიხილეს და საბოლოოდ მაღრაძის გაშვება გადაწყვიტეს.

მის ნაცვლად "სიონის" გენერალურ დირექტორად სწორედ ბურდული გადაიყვანეს. ინფორმაცია საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა თავად დაგვიდასტურა:

- დიახ, ამ პოსტზე უკვე ოფიციალურად დამამტკიცეს.

- მაღრაძე რატომ გაუშვეს?

- ვერ გეტყვით, ეს გამგეობის გადაწყვეტილება იყო.

- ახალ სპორტული დირექტორად ვინ დაინიშნა?

- საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე ზვიად სტურუა. ის ბოლოს ასაკობრივი ნაკრებების მეკარეების მწვრთნელად იყო მიწვეული, წესიერი ადამიანია და მიხარია, რომ გვერდში დაგვიდგა.

- ასევე შევიტყვეთ, რომ "სიონში" პრესატაშედ დარჩა ჯემალ ჭიპაშვილი, რომელიც ქართულ სპორტულ მედიაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თუმცა, მისი დროებითი გაშვება გაუგებარი იყო.

- მასთან კონტრაქტის გაწყვეტას ჩვენ არ ვაპირებდით, მაგრამ გაუგებრობა მოხდა, რაც ჩვენ მოვაგვარეთ და ის კვლავ ჩვენი პრესატაშე იქნება.

- საინტერესო სატრანსფერო სიახლეები გქონიათ: ისრაელის უმაღლესი ლიგის ფეხბურთელი ჩამოგიყვანიათ.

- დიახ, ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი გალ საპირი დავიმატეთ.

- საიდან სადაო?!

- საპირი ისრაელშია დაბადებულ-გაზრდილი, მაგრამ ბოლოს ჰოლანდიის მეორე დივიზიონში თამაშობდა. იქაც იმიტომ გადავიდა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიეღო.

- "სიონში" როგორ მოხვდა?

- ახლა ისრაელში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ გარკვეული ფორმალური პრობლემები შეექმნა. დრო რომ არ დაეკარგა, 4 თვით სხვაგან თამაში გადაწყვიტა და ამ დროს შევთავაზეთ "სიონში" გადმოსვლა, რაც მისთვის მისაღები წინადადება აღმოჩნდა. ჩვენთან თამაში ამიტომაც სურს, ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებში ადგილი რომ შეინარჩუნოს.

გეცოდინებათ, რომ 2013 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი სწორედ ისრაელში იმართება და მისი სურვილი გასაგებია, საკუთარი მაყურებლის წინაშე ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

- კიდევ ვინმე დაიმატეთ?

- საპირის გარდა, ჩვენთან გამოცდილი ოლეგ გველესიანიც ვარჯიშობს. მიმაჩნია, რომ ფორმის აღდგენის შემთხვევაში, ის გუნდს წაადგება. "სიონშია" გიორგი ჩივაძე და პირველი ლიგის სტუ-ს ფეხბურთელი გიორგი ბიბილეიშვილი. დანარჩენი ტრანსფერების შესახებ კი ადრე უკვე გითხარით.

- მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იური გაბისკირია გაუშვით?

- არა, რატომ, დარჩა და სელექციონერად იმუშავებს.

- ანთალიურ შეკრებაზე ბოლოს სპარინგის მეტოქე გაარკვიეთ?

- ჯერ არ დაგვიზუსტებია, რადგან რამდენიმე გუნდთან მოლაპარაკება გვაქვს. ერთ-ერთი ვარიანტი ნორვეგიულ კლუბთან თამაშია. ვნახოთ, ეს ამბავი ამლე გაირკვევა.

დავინტერესდით, ვინ არის გალ საპირი და აი, რა დავადგინეთ: ის არის რიშონ ლეზიონის "ჰაპოელის" გაზრდილი, სადაც საკმაოდ ბევრი შეხვედრა ჩაატარა. ჰოლანდიურ კლუბ "ტელსტარში" 2012 წლის ივნისში ჩაირიცხა.

ნიდერლანდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წელს "ვილემ II"-ში ისინჯებოდა, მაგრამ საბოლოოდ, კონტრაქტი ვერ გააფორმა.

რაც შეეხება ბოლნისელთა ახალ სპორტულ დირექტორს, 34 წლის ზვიად სტურუას: მას საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდა, უთამაშია "სამტრედიაში", წყალტუბოს "სამგურალში", "ქუთაისის "ტორპედოში", თსუ-ში, "ვიტ ჯორჯიაში", თბილისის "ლოკომოტივსა" და "დინამოში", საჩხერეს "ჩიხურაში", ბათუმის "დინამოში", რუსთავის "ოლიმპში", ხოლო კარიერა 2009 წელს სწორედ ბოლნისის "სიონში" დაასრულა.

2005-2007 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი და მის შემადგენლობაში 3 ოფიციალური თამაში აქვს ჩატარებული.

სულ ორად-ორი მეკარეა საქართველოში, რომლებმაც 11-მატჩის განმავლობაში კარი უგოლოდ შეინახეს - ერთი ფედერაციის დღევანდელი ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძეა, მეორე კი "სიონის" დღევანდელი სპორტული დირექტორი.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სტურუამ კარიერა ნაადრევად, 31 წლის ასაკში დაასრულა და სამწვრთნელი საქმიანობის შესწავლა დაიწყო. აქვს შესაბამისი სერტიფიკატი და ასაკობრივ ნაკრებებშიც მუშაობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბოლნისის "სიონი" ანტალიაში შეკრებაზე მიემგზავრება

არმაზ ჯელაძე: იმედიანად ვართ, ოღონდ შესათამაშებლად დრო გვჭირდება

გიორგი
კარგად ვიცნობ ნაქლხაზ მაღრაძეს და ეს ისტორიაც კარგად ვიცი :) კარგი ქენი ქვაზე დადე წინ გაივლი და გველი გიკბენსო ლადო ბურდულზე არის ნათქვამი! :) მოკლედ რომ არ გამიგრძელდეს საუბარი მალხაზ მაღრაძეს წინააღმდეგობები ქონდა ლადო ბურდულის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, ეს წინააღმდეგობა განპირობებული იყო მისი წარსულიდან გამომდინარე, ვინაიდან როგორც შემდგომში ირლკვევა ის აზერბაიჯანის ერთერთი საფეხბურთო კლუბიდან გამოგდებული არის თამაშების ჩაწყობების გამო, ასევე მას დაუპირისპირდნენ სპორტული სამყაროს წარმომადგენლები როგორც ფედერაციის პრეზიდენტის სიჭინავასთან მისი ახლო კავშირრის გამო და პოზიცისს გამო... (მოგახსენებთ რომ მისი დედა მუშაობს თილისის მერიაშ, და ფეღბურთის ფედერაციაში, თვითონ კი კირკიტაძესთან და ლადო ვარძელაშვილთან მეგობრობდა) საინტერესო წარსულით...
Walkabout
საინტერესო იქნებოდა ინტერვიუ იმ ვინმე მალხაზ მაღრაძესთან...
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა