ლუკას მოურამ ორი საგოლე პასი გააკეთა
23-ე ტური, ტრადიციულად, პარასკევს დაიწყო. ჩემპიონატის ლიდერი სტუმრად ტულუზში ჩავიდა და მასპინძელი მიწასთან გაასწორა.

პარიზელთა განაცხადში არ იყო დევიდ ბექჰემი. სამაგიეროდ, ძირითადში გახლდათ ლუკას მოურა, რომელმაც ორი საგოლე პასი გააკეთა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ანგარიში მე-4 წუთზე ხავიერ პასტორემ ესეკილ ლავეცის გადაცემის შემდეგ გახსნა. ამის შემდეგ ჩემპიონატში თავისი მე-20 გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, სწორედ ლუკასის პასით გაიტანა. მეორე ტაიმში "პარი სენ ჟერმენმა" ალი აჰამადას კარი კიდევ ორჯერ აიღო – თავი მცველებმა, მამადუ სახომ და გრეგორი ვან დერ ვილმა გამოიჩინეს. საბოლოოდ, 0:4 და კარლო ანჩელოტის გუნდმა ლიდერობა შეინარჩუნა.

იტალიელი სპეციალისტი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა: "ვფიქრობ, 2013 წელს საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. ამ შეხვედრაში ზუსტად ისე ვუტევდით, როგორც ზამთრის შესვენებამდე. ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და რაც მთავარია, სწრაფად ვმოქმედებდით. "ტულუზი" ძალიან კარგი გუნდია, უბრალოდ, პასტორეს ნაადრევმა გოლმა, მათზე ძალიან ცუდად იმოქმედა. აუცილებლად უნდა გამოვარჩიო ლუკასი, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა".

აღსანიშნავია, რომ პსჟ-მ ლიგა 1-ში "ტულუზს" ზედიზედ მეშვიდედ მოუგო. გარდა ამისა, ამ გუნდებმა ცოტა ხნის წინ თასზეც ითამაშეს და გამარჯვება იმ შეხვედრაშიც პსჟ-ს დარჩა.

ჩემპიონატში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა "სენტ ეტიენმა", რომელმაც ჩავარდნის პერიოდი დაძლია და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა. "სოშომ" მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მაინც დამარცხდა. სტუმართა რიგებში ისევ გამოირჩა პიერ-ემერიკ ობამეიანი, რომელმაც წინა ტურის მსგავსად, ამჯერადაც გაიტანა.

ტურის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია ლილში დაფიქსირდა, სადაც მასპინძელმა მე-19 ადგილზე მყოფ "ტრუას" ვერ მოუგო. სტუმართა მხრიდან მორიგი გოლი გაიტანა ფაბიენ კამიუმ – გენიალური მწერლის ტუნისელ მოგვარეს უკვე 6 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით, ბენჟამინ ნივეს შემდეგ, გუნდის ბომბარდირებში მეორე ადგილზეა. არადა, ნივეც და კამიუც ნახევარმცველები არიან.

"ძაღლები" მარცხისგან დივოკ ორიგიმ იხსნა, რომელიც "დიდების" ფეხბურთში კარიერაში პირველ შეხვედრას ატარებდა. ბელგიის 19-წლამდელთა ნაკრების 17 წლის წევრი, რომელიც კენიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, მაიკ ორიგის შვილი გახლავთ, მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად 6 წუთში პირველი გოლიც გაიტანა.

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა "ბორდომ", რომელსაც ლუდოვიკ ობრანიაკის დაბრუნება დაეტყო. პოლონეთის ნაკრების წევრმა "ვალანსიენს" მეორე გოლი გაუტანა. ანგარიში კი დავიდ ბელიონმა გახსნა, ვისთვისაც ეს გოლი ამ სეზონში პირველ იყო.

გიომ ჟიოს გუნდი მეოთხე ადგილზეა და ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის. მეხუთეზეა "ნიცა", რომელმაც წინა ტურში "ბორდოსთან" წაგების შემდეგ ხასიათი გამოიკეთა და სტუმრად "ბრესტს" სძლია. წინა შეხვედრის მსგავსად, ისევ ვერ გაიტანა დარიო ცვიტანიჩმა, მაგრამ ამჯერად ამის მიზეზი ტრავმა გახდა – არგენტინელი დაშავდა და მე-12 წუთზე შესაცვლელი გახდა.

კვირას სენსაციური შედეგი დაფიქსირდა კორსიკაზე, სადაც "ლიონმა" "აიაჩოსთან" წააგო. სტუმრებს ტრავმების გამო ლისანდრო ლოპესი და ჯიმი ბრიანი არ ჰყავდათ, მასპინძლების რიგებში კი აფრიკის თასიდან დაბრუნებული ბელგაზუანი და გუნდის ახალწვეულები: მატიო შალმე და დენის ოლიეჩი გამოჩნდნენ. ლაკაზეტის გოლის შემდეგ წონასწორობა სწორედ ბელგაზუანმა აღადგინა. ამის შემდეგ კი ადრიან მუტუს ჯერი დადგა – ვეტერანმა რუმინელმა დუბლი გაიფორმა და გოლების რაოდენობა 7-მდე გაზარდა.

ამ შეხვედრის შემდეგ პსჟ უახლოეს მდევარს უკვე სამი ქულით უსწრებს.

ლიგა 1. XXIII ტური

ტულუზი-პსჟ 0:4

გოლები: 0:1 პასტორე (4), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (36), 0:3 სახო (70), 0:4 ვან დერ ვილი (73).

ლორიანი-რენი 2:2

გოლები: 1:0 ჟუფრე (31), 1:1 ერდინჩი (56), 2:1 ალიადიერი (80), 2:2 ნგანდო (90).

სოშო-სტ. ეტიენი 1:2

გოლები: 0:1 ობამეიანი (23), 1:1 ბუტენი (72), 1:2 ლემუანი (77).

ბორდო-ვალანსიენი 2:0

გოლები: 1:0 ბელიონი (33), 2:0 ობრანიაკი (71).

ლილი-ტრუა 1:1

გოლები: 0:1 კამიუ (30), 1:1 ორიგი (75).

ბრესტი-ნიცა 0:2

გოლები: 0:1 პეიჩინოვიჩი (13), 0:2 ფერაჯი (46-საკ. კარში).

ბასტია-ევიანი 0:0

აიაჩო-ლიონი 3:1

გოლები: 0:1 ლაკაზეტი (53), 1:1 ბელგაზუანი (57), 2:1 მუტუ (65), 3:1 მუტუ (90-პენ).

მონპელიე-რეიმსი 3:1

გოლები: 0:1 კურტე (33), 1:1 ს. კამარა (49), 2:1 ესტრადა (65), 3:1 ბელჰანდა (71).

მარსელი-ნანსი 0:1

სატურნირო მდგომარეობა

შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები: 20 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 12 – ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 10 – ობამეიანი (სენტ ეტიენი); 9 – ალესანდრინი (რენი), ალიადიერი (ლორიანი), ბენ ბასატი (ბრესტი/ტულუზი), ბენ იედერი (ტულუზი), მოდესტი (ბასტია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგა 1. XXIII ტურის წინ: ელის იოლი გასეირნება ელის

მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
პსჟ-ში შეიძლება კიდევ ერთი პორტუგალიელი გადავიდეს
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა