ზესტაფონურ კლუბთან კონტრაქტი 19 წლის ალჟირელმა თავდამსხმელმა მოჰამედ რეკრუკმა გააფორმა, რომელიც ესპანური "სარაგოსას" მეორე გუნდში ასპარეზობდა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ზესტაფონმა" მეორე ტესტმატჩი პოლონეთის 14-გზის ჩემპიონის, ხოჟუვის "რუხის" წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქეს უგოლოდ დაუზავდა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი უდანაკლისოდ ვერც ამ შეხვედრას შეხვდა. ტრავმების გამო "რუხთან" მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს თედორე და თორნიკე გრიგალაშვილებმა, მიხეილ სარდალიშვილმა და ავთო ენდელაძემ.

მატჩი მაინცდამაინც სანახაობრივი არ ყოფილა, თუმცა გამარჯვების გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. ასე მაგალითად, 58-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილის დარტყმის შემდეგ "რუხის" კარი გოლისგან მცველმა გადაარჩინა.

ამხანაგური მატჩში

ზესტაფონი-რუხი 0:0

ზესტაფონი: რ. კვასხვაძე, თ. ღონღაძე, ლოსანო, კაჭკაჭიშვილი, გაგოშიძე, იელიჩი, შარიქაძე, სამუშია, ჭანტურიშვილი, რაჟამაშვილი, კუტალია

შეცვლაზე შევიდნენ: ბენაშვილი, ბაბუნაშვილი, გორგიაშვილი, რეკრუკი, ჭანკოტაძე, აფციაური, წინამძღვრიშვილი

რუხი: პეშკოვიჩი, კიკუტი, ჯოკიჩი, ბაშჩინსკი, ხვასტეკი, ლევინსკი, ტიმინსკი, შენჩუკი, იანოშკა, იანკოვსკი, სულტესი

შეცვლაზე შევიდნენ: კამინსკი, კონჩაკოვსკი, სტავარჩიკი, ლევჩუკი, პანკა, მალინოვსკი, კუშვიკი, ვლოდიკა, ნიდზელანი, სმეკტალა, სტარჟინსკი.

5 თებერვალს "ზესტაფონის" მეტოქე უკრაინული "ვორსკლა" იქნება.

ფეროელებმა თურქეთში სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს ალჟირელ თავდამსხმელ მოჰამედ რეკრუკს. შეგახსენებთ, იგი "ზესტაფონს" საქართველოში შეუერთდა, გუნდის სამწვრთნელო შტაბზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და როცა იმერელთა თავკაცმა კახა კაჭარავამ მისი ანტალიაში წაყვანა გადაწყვიტა, ნათელი გახდა, რომ რეკრუკი "ზესტაფონის" ფეხბურთელი გახდებოდა.

რეკრუკი 19 წლისაა და ესპანური "სარაგოსას" მეორე გუნდში ასპარეზობდა. "სარაგოსამ" თავისუფალი აგენტის სტატუსი მას რამდენიმე დღის წინ მიანიჭა. რეკრუკი "ზესტაფონში" 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ "ზესტაფონი" დატოვა სინჯებზე მყოფმა გვატემალელმა ფორვარდმა ჰენრი ლოპესმა, ესპანელი მცველი ორიოლ ლოსანო კი ფეროელთა შემადგენლობაში ვარჯიშსა და თამაშს განაგრძობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მოჰამედ რეკრუკი "ზესტაფონში" 2016 წლამდე ითამაშებს

ზესტაფონი-ყარაბახი 0:2 - ესპანელის დებიუტი და გვატემალელი სინჯებზე [VIDEO]

"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"