არგავარდნისთვის მებრძოლმა ბათუმურმა გუნდმა 24 წლის თავდამსხმელის დამატებით მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა
არგავარდნისთვის მებრძოლმა ბათუმის "დინამომ" მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა: 24 წლის თავდამსხმელი ბესიკ ჩიმაკაძე დაიმატა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ბოლოს თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა, მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ უკრაინაში იყო წასული, თუმცა საბოლოოდ ბათუმის "დინამოში" აღმოჩნდა.

გია გურულის გაწვრთნილმა გუნდმა გასულ უქმეებზე ქობულეთში პირველი ლიგის ერთ-ერთ მოწინავე გუნდთან, ლანჩხუთის "გურიასთან" ითამაშა და 3:0 გაიმარჯვა.

გოლები ამირან მუჯირმა, ამირან აბუსელიძემ და ირაკლი ცანავამ გაიტანეს.

ბათუმის "დინამოს" სასტარტო შემადგენლობა: მუჯრიშვილი-ფარტენაძე, ტყეშელაშვილი, ჟვანია, გაბუნია-ლობჟანიძე-მუჯირი, კოშკაძე-შალამბერიძე, ჩიმაკაძე, ქუცურუა. შეცვლაზე შევიდნენ: მახარაძე, ცანავა და აბუსელიძე.

ბათუმის "დინამო" 6 თებერვლიდან თურქულ შეკრებაზე გადავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად