თურქულ შეკრებაზე მყოფმა ვალდას ივანაუსკასის გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში ბრაზილიური "გრემიო ბარუერი" 2:1 დაამარცხა
თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის "დილამ" მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ბრაზილიური "გრემიო ბარუერი" 2:1 დაამარცხა.

"დილას" სასტარტო შემადგენლობა: მამალაძე, ი. ლომიძე, ალვარო, ალექსი, ნ. ჯიშკარიანი, ლობე, ტატაულინი, გოგინაშვილი, გორელიშვილი, არაბული, მოდებაძე.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: შეყრილაძე, თოთაძე, ი. მაისურაძე, მურატოვი, არზიანი, ლეონარდო, ილურიძე, თომაშვილი.

"დილას" შემადგენლობაში ბევრ ახალ გვარს ამოიკითხავდით: ალვარო, ალექსი, ლობე, ტატაულინი და მურატოვი ის ლეგიონერები არიან, ჯერ გასინჯვაზე რომ იმყოფებიან ვალდას ივანაუსკასის გაწვრთნილ გუნდში.

გორელები ბრაზილიელებთან ირაკლი მოდებაძის ზუსტი პენალტით დაწინაურდნენ მე-16 წუთზე. 78-ე წუთზე გიორგი ილურიძემ ლეონარდოს ჩაწოდების შემდეგ გაზარდა "დილას" უპირატესობა.

გორელებს მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ლეონარდომ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა 81-ე წუთზე. "გრემიომ" ერთი ბურთი შეხვედრის მიწურულს გაქვითა.

"დილა" მომდევნო ამხანაგურ მატჩს 5 თებერვალს გამართავს რუსულ "სალუტთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად