კრემლის თასის მეოთხედფინალში ჩაკვეტაძეს თანამემამულე ვერა დუშევინა დაუპისპირდება
რუსეთის ჩოგბურთელმა ანა ჩაკვეტაძემ კრემლის თასის მეორე წრის მატჩში თავისი მეტოქე კინაღამ ნერვულ კრიზისამდე მიიყვანა. ჩაკვეტაძისთვის წინააღმდეგობის გაწევის მხურვალე მცდელობებისას მარია კორიტცევა იმდენად ძლიერად იკვნეტდა ტუჩებს, რომ სისხლმა გამოჟონა. ამის გარდა, ჟესტიკულიაციითა და შეცდომების დაშვებისას მისი განწირული ყვირილით მაყურებელი მიხვდებოდა, თუ რამდენად მძიმე იყო უკრაინელი სპორტსმენისთვის ეს მატჩი.

ჩაკვეტაძემ კორიტცევა 6-1, 6-2 გაანადგურა. მოწინააღმდეგმ სულ სამი გეიმის მოგება შეძლო და ამასაც მხოლოდ ანას შეცდომების ხარჯზე მიაღწია. მიუხედავად ასეთი შედეგისა, მატჩის დასრულების შემდეგ ჩაკვეტაძე მაინც არ იყო კმაყოფილი.

"ჩემი ჩაწოდებებით უკმაყოფილო ვარ. ხვალისთვის ბევრი სამუშაო მექნება, - განაცხადა ანამ მატჩის შემდეგ. - ვცდილობ, ძველი ფორმა აღვიდგინო და სტაბილური შედეგები დავიბრუნო, რითაც ბოლო დროს ვერ დავიკვეხნი".

კრემლის თასის მეოთხედფინალში ჩაკვეტაძეს თანამემამულე ვერა დუშევინა დაუპისპირდება. ანას თქმით, ვერა მისთვის კარგად ნაცნობი მეტოქია და ერთმანეთის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მაშინ უწევდათ თამაში, როცა მოზარდები იყვნენ.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჩაკვეტაძემ აღნიშნა, რომ ძველი ფიზიკური ფორმის დაბრუნება სურს. უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში ანამ ბევრი იმედგაცრუება და წარუმატებლობა გადაიტანა. ის მსოფლიო რეიტინგში მეხუთე ადგილიდან მეექვსე ათეულში ჩამოქვეითდა.

"ახლა რეიტინგზე და სამომავლო გეგმებზე ფიქრი არ მსურს. ახლა მთავარი საკუთარი თამაშის პოვნაა. მიმდინარე სეზონის დასაწყისში უმნიშვნელო ჩავარდნა მქონდა და ტრავმამაც შემახსენა თავი, მაგრამ ვფიქრობ, ფორმას ვიბრუნდები. შარშანდელთან შედარებით ამ მხრივ გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს", - განაცხადა ანამ.

შესაძლოა, ჩაკვეტაძეს თამაშის გაუმჯობესებაში ახალი მწვრთნელი კრისტიან კორდეშიც ძალიან დაეხმაროს. არგენტინელ დამრიგებელთან ანა არც ისე დიდი ხანია ვარჯიშობს და წარმატებები უკვე აშკარაა.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა