რუსეთის საფეხბურთო კავშირის მოთამაშეთა სტატუსის კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეიცვლება
რუსეთის საფეხბურთო კავშირის მოთამაშეთა სტატუსის კომიტეტში მორიგი სხდომა გაიმართა.

ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, ამჯერად მოთამაშეთა და კლუბების მორიგი დავები განიხილეს.

ერთ-ერთი ქართველი მოთამაშეების საკითხი გახლდათ. როგორც მოგეხსენებათ, 2011 წელს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" ქართველი ფეხბურთელები დაითხოვა, ხელფასების გადახდა შეუწყვიტა და არც პრემიების (დავალიანება ჰქონდა) ჩარიცხვას აპირებდა.

მიუხედავად ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტისა, რუსეთის პრემიერლიგის კლუბი პარადოქსულ მოთხოვნებს აყენებდა, რომ ქართველებს უნდა წარედგინათ საბუთები, თანხა რაში დახარჯეს.

მთელი წელიწადნახევარია, რაც ეს საკითხი განიხილება, მაგრამ საშველი ვერა და ვერ დაადგა. არადა, პატარა თანხაზე არ არის ლაპარაკი - 200-იდან 300 ათას დოლარზე, შესაძლოა, მეტზეც.

აი, რა გადაწყდა რუსეთის საფეხბურთო კავშირის მოთამაშეთა სტატუსის კომიტეტის სხდომაზე:

- შეიცვალოს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასა" და მის ყოფილ ფეხბურთელებთან (ლაშა სალუქვაძე, გოგიტა გოგუა, ედიკ საჯაია) დაკავშირებით დავების პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მასალები გადაიგზავნოს ხელახალი განხილვისთვის.

- შეიცვალოს ნიჟნი ნოვგოროდში "ვოლგას" წინააღმდეგ გოჩა ხოჯავას შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.

როდის განიხილება საკითხი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთის საფეხბურთო კავშირი, ჯერ უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა