400-მდე მანიპულირებული მატჩი, 425 გასვრილი ფეხბურთელი, მსაჯი და სხვა ოფიციალური პირები! ჩაწყობილი თამაშები ჩემპიონთა ლიგაში, ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევებში...
ბოლო წლებში ჩაწყობილი თუ მანიპულირებული მატჩების არაერთი მასშტაბური სკანდალი გვახსოვს. ახლა კი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ის, რაც აქამდე გავიგეთ, ზღვაში წვეთია.

ევროკავშირის პოლიციამ (ევროპოლი) სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც გაცხადდა, ევროპელმა სამართალდამცავებმა, მათივე თქმით, ყველა დროის ყველაზე დიდი საფეხბურთო სკანდალი გამოააშკარავეს. პირველი ცნობების თანახმად, საუბარია 400-მდე მანიპულირებულ მატჩზე, რომელთა შორის თვით ჩემპიონთა ლიგის თამაშებიცაა.

უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, ევროპოლმა დენ ჰააგში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ საქმე ეხება 380 ჩაწყობილ თამაშს. საერთო ჯამში, ამ სკანდალში 425 ფეხბურთელი, მსაჯი და სხვა ოფიციალური პირები არიან გარეულნი.

სერიოზული ეჭვები არსებობს კიდევ 300-მდე მატჩზე აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში - გამოძიება მიმდინარეობს.

ევროპოლის ოფიციალური ინფორმაციით, ახალ სკანდალში, რომელიც თავისი მასშტაბით ყველა სხვა სკანდალზე გაცილებით სერიოზულია, ევროპის ელიტარული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ორი შეხვედრაცაა. ასევე, სიაშია ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპების რამდენიმე შეხვედრაც. საქმე ეხება 2008-იდან 2011 წლის ჩათვლით გამართულ შეხვედრებს.

როგორც იცით, ბოლოს ჩაწყობილი თამაშების მასშტაბური სკანდალი გერმანელებმა, კერძოდ, ბოხუმის პროკურატურამ გამოააშკარავა, თუმცა მაშინ საქმე მხოლოდ 51 შეხვედრას ეხებოდა. "ჩვენი აზრით, ეს მხოლოდ გაგრძელება და უფრო მასშტაბური განხილვაა იმ სკანდალისა, რომელიც ჩვენ წამოვწიეთ. ჩვენ, უბრალოდ, ასეთ მასშტაბზე ვერ გავიდოდით," - აცხადებს ბოხუმის მთავარი პროკურორი ბერნდ ბიენოსეკი საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში. მისი დენჰააგელი კოლეგა ანდრეას ბახმანი კი ამბობს, რომ ახალ სკანდალში არაერთი გერმანელი სპორტსმენია გარეული.

თავის პირველ ოფიციალურ კომენტარში ევროპოლის დირექტორმა რობ ვაინრაიტმა განაცხადა, რომ მანიპულირებულ მატჩებში ეჭვი ოდნავადაც აღარ ეპარება: "ჩვენ უკვე დავადგინეთ, რომ ყველა დროის ყველაზე მასშტაბურ სკანდალთან გვაქვს საქმე, თუმცა მაინც დავძენთ, რომ ეს ჯერ კიდევ აისბერგის მწვერვალია! სამწუხაროდ, დღევანდელი დღე ევროპული ფეხბურთისთვის ტრაგიკულია და ახლო მომავალში ევროპის საფეხბურთო საზოგადოება კიდევ უფრო დამთრგუნველ ცნობებს მიიღებს!"

როგორც ირკვევა, 15 ქვეყანაში მატჩების ჩაწყობით მანიპულატორებმა 8 მილიონი ევრო იშოვეს. ცნობილი ხდება ისიც, რომ დანაშაულებრივი ქმედებების კვალი აზიაში მიდის.

"ერთ-ერთი მაფიის ცენტრი სინგაპურია, საიდანაც ურთიერთობა მყარდება რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან," - განაცხადა ევროპოლის შეფმა. მისივე თქმით, მანიპულაციების მასშტაბის ხარისხი წარმოუდგენლად დიდია - აქამდე ასეთ რამეს ვერც კი წარმოიდგენდითო. აქვე გეტყვით, რომ ხსენებული 8 მილიონის საშოვნელად ჯამში 2 მილიონ ევრომდე თანხა დაიხარჯა - ეს ის ფულია, რომლითაც მაფიამ მსაჯები, ფეხბურთელები და სხვადასხვა ოფიციალური პირი მოისყიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სკანდალი მსოფლიო ფეხბურთში: ევროპოლმა 380 საეჭვო მატჩი გამოავლინა

რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა