შვაინის შემდეგ ბუნდესგუნდს შმელცერი, გიოტცე და როისიც გამოაკლდნენ
6 თებერვალს გერმანიის ნაკრები საფრანგეთს ამხანაგურად ეთამაშება და ბუნდესგუნდის განაცხადი უკვე გამოვაქვეყნეთ, თუმცა ბუნდესლიგის მე-20 ტურმა ბევრი რამ შეცვალა.

"მაინცისა" და "ბაიერნის" შეხვედრაში, რომელიც რეკორდმაისტერმა 3:0 მოიგო, ბასტიან შვაინშტაიგერი (97 მატჩი ნაკრებში) დაშავდა და ბუნდესგუნდს ვერ დაეხმარება. გაირკვა, რომ გერმანიის ნაკრებს საფრანგეთში ვერც დორტმუნდის "ბორუსიას" ტრიო გაჰყვება - მარსელ შმელცერს, მარიო გიოტცეს და მარკო როისს ვგულისხმობთ.

შმელცერი და როისი "ლევერკუზენთან" ტურის ცენტრალურ შეხვედრაში (3:2 "ბორუსიას" სასარგებლოდ) დაშავდნენ, ხოლო გიოტცემ ნაკრებთან ერთად გამგზავრებაზე ვირუსის გამო თქვა უარი. აქვე გეტყვით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშაა მიროსლავ კლოზეს ("ლაციო", მუხლის ტრავმა) და ლარს ბენდერის (ლევერკუზენი) ასპარეზობაც. თუმცა კლოზეს და ბენდერს დღეს ბუნდესგუნდის მთავარი ექიმი ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტი შეამოწმებს და სანამ ეს უკანასკნელი საბოლოო დიაგნოზს არ დასვამს, ლიოვმა ნაკრების სხვა მოთამაშეებით შევსება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ლიოვმა ოფიციალურად გამოაცხადა, საფრანგეთთან გერმანიის ნაკრების კარს "ჰამბურგის" მეკარე რენე ადლერი დაიცავსო, რაზეც ბუნდესგუნდის პირველმა ნომერმა მანუელ ნოიერმა უკმაყოფილო კომენტარი გააკეთა: "ჩემი აზრით, საფრანგეთთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და არ დავმალავ, უდიდესი სიამოვნებით ვითამაშებდი. ისე არ გამიგოთ, თითქოს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მეთაკილებოდეს, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს," - უთხრა ნოიერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რაფაელ ვარანი საფრანგეთის ნაკრებს ტრავმის გამო დააკლდა

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა